RSS

Daily Archives: 14/03/2018

თბილისში, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ნინი ღაჟონია

დღეს, 14 მარტს, მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მსვლელობა 13:00 საათიდან „აზიის განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკების“ ოფისთან დაიწყო, შემდგომ კი მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტის შესასვლელისკენ გადაინაცვლა. სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმის და სხვა კუთხეების წარმომადგენლები ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ: „არა საქართველოს დატბორვას, არა ჰესომანიას“. ცივი ამინდის მიუხედავად, საპროტესტო აქციაზე ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ბანერებითა და შეძახილებით აქციაზე შეკრებილები საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ იმ კაშხლების მშენებლობას, რომლებმაც შეიძლება გარემოს, ადამიანებს, მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენოს. Read the rest of this entry »

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 14/03/2018 დუიმი კატეგორიის გარეშე