22 აპრილს, დედამიწის დღესთან დაკავშირებით, ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერში, მდებარე კოტიასკლდის მღვიმეში და მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური ღონისძიება მოეწყო, სადაც მონაწილეობდენ ორგანიზაცია ა(ა)იპ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანადგომა-ინტეგრაციის“ წევრები. პირველად მოხდა კარსტულ მღვიმეში შშმ პირების გადაადგილება, კარსტულ მღვიმეში მეგზურობა გაუწია გეოგრაფმა გიორგი დვალაშვილმა, მან ვიზიტორებს ესაუბრა კარსტული მღვიმის პრობლემებსა და პერსპექტივებზე, აგრეთვე განიხილეს ადაპტირებული ტურისტული მარშრუტების აუცილებლობა შშმ პირების ჩართულობით.
Monthly Archives: აპრილი 2018
სვერის კარსტულ მღვიმეში დედამიწის დღე აღინიშნა
დედამიწის დღე
დედამიწის საერთაშორისო დღე გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2009 წელს დააწესა და ის ყოველწლიურად 2010 წლიდან აღინიშნება. 2017 წელს ღონისძიების თემა ეკოლოგიისა და კლიმატის საკითხებში მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდა იყო. დედამიწის დღეს, საქართველო, რამდენიმე წლის წინ შეურთდა, 1990 წლიდან მასობრივად აღინიშნება. წელსაც მასობრივი დასუფთავების აქციით და ხეების დარგვით აღინიშნა. Read the rest of this entry »
პოლიეთილენის პარკების „ეკოლოგიური კვალი“
სხვადასხვა ბრენდის პოლიეთილენის პარკებისგან შემკობილი ხე, რომელიც ჩემს სადარბაზოსთან დგას, ფოთლებთან ერთად ჭრელაჭრულა პოლიეთილენის პარკებს აშრიალებს. თუმცა ფოთლებისგან განსხვავებით, ისინი წლების განმავლობაში უცვლელად შრიალებენ, მეტიც სხვა ჭრელ-ჭრელი პარკებიც ემატებიან და ემატებიან. აი, ეხლაც პატარა ბიჭს, ქარმა ხელიდან გამოსტაცა წითელი პარკი და ჩვენი ეზოს თუთის ხის ტოტებმა ისიც ჩაიხუტა. გუშინწინ კი, მეზობლის ქალმა ბავშვს ეზოში პარკში გახვეული რაღაც გადაუგდო და ისიც იმ ხეზე შერჩა… ასეთი პარკებით მორთული ხეები, მარტო ჩემს სადარბაზოსთან არ დგას… საქართველოს ყველა კუთხეში შეგიძლიათ ნახოთ. ხშირად მინახავს თვალწარმტაც მთებში ტურისტებს თვალი მთებისკენ და მდინარეებისკენ კი არ გაურბით, სწორედ, პარკებისკენ დამშვენებულ ხეებსა და ბუჩქნარს უყურებენ გაკვირვებულები, მათი გაკვირვება იმის და მიხედვით იზომება, თუ რამდენად უფრო ხშირადაა გადაჭრელებული ჩვენი ქვეყნის მთა-ბარი. Read the rest of this entry »
მულტიმედია კონკურსი – „რეფორმა პრიზმაში“
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) პროექტი „მმართველობა განვითარებისათვის“ (G4G) მიზნად ისახავს საქართველოსმთავრობის დახმარებას ბიზნესის ხელშემწყობი გარემოს გაუმჯობესებაში რეფორმების სამართლიანად და გამჭვირვალედ დაგეგმვის და განხორციელების მხარდაჭერით.
G4G აცხადებს მულტიმედია კონკურსს „რეფორმა პრიზმაში.“ კონკურსის მიზანია საზოგადოების ინფორმირებულობის და მონაწილეობის გაზრდა რეფორმების პროცესშისოციალური მედიის საშუალებით. Read the rest of this entry »
პასკას + კვერცხი = აღდგომა გურიაში
ხომ გაგიგიათ, “სიცოცხლის სამოსახლოა ჩემი პატარა გურია,“-ო, მაგრამ ამ ბოლო დროს „გურიაში რა გინდოდა, თუ სიკვდილი არ გინდოდა“ უფრო შეეფერება. თბილისიდან დასავლეთისკენ მიმავალი გზა, დიდ ხუთშაბათს, არც თუ ისე გადატვირთული აღმოჩნდა. ჩემს მოგზაურობას, უფრო სწორად კი (შაბათ-კვირას გურიაში) ამინდიც გაზაფხულის შესაფერისი დაემთხვა – ძალიან მზიანი. გურიაში შესვლისთანავე ვიგრძენი თბილი ჰაერი და აყვავებულ ატმის ხეების ყვავილები ჩემს ობიექტივში მოხვედრას ითხოვდნენ. მიუხედავად იმისა, რომ სახლში გვიან ჩავედი, ოზურგეთს ნამდვილად ეტყობოდა სააღდგომო ფუსფუსი და მომრავლებული მანქანები. წინ ხომ ასეთი დღესასწაული ელოდება ხალხს, ქრისტეს აღდგომა, რომელსაც, გურულებიც ჩვეულებრივ ტრადიციული წესისამებრ აღნიშნავენ. Read the rest of this entry »
ჭიაკოკონობა + ბავშვობის ნოსტალგია = ჰაერის დაბინძურება
„ჩემს ბავშვობაში, ჭიაკოკონობა, ცეცლის პირას, ჩემი ტოლა გოგო-ბიჭების, ერთი მხიარული შეკრება იყო . ერთმანეთს ცეცლის ალზე გადახტომაში ვეჯიბრებოდით და იყო ერთი სიცილ-კისკისი,“ – იგონებს 50 წელს მიღწეული ქალბატონი, რომელიც ჭიაკოკონობას იმერეთში ხვდებოდა, – „ვაგროვებდით ვაზის ლერწამს და იმას ვწვავდით. აბა, ეხლა რა ჭიაკოკონობაა, შეაგროვებენ „პაკრიშკებს“. იმ ახრჩოლებულ ბოლში არც ცეცხლია და ვერც ხალისობენ ბავშვები.“ Read the rest of this entry »
შეწყდეს ჰესომანია – ფეხმძიმე გოგონას პროტესტი ჰესების მშენებლობას
ბოლო დღეებში, სოციალურ ქსელში ფეხმძიმე გოგონას ფოტო გავრცელდა, რომელმაც მესტიაში გზა გადაუკეთა მძიმე ტექნიკას, მისმა პროტესტმა შედეგი გამოიღო, დროებით, ვიდრე სპეციალისტები ბოლომდე არ განიხილავენ ჰესი ზიანს მიაყენებს თუ არა ადგილობრივებსა და გარემოს, შეჩერდა. Read the rest of this entry »