გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, საქართველოს საპატრიარქოსთან ერთად, ბზობის დღესასწაულის მოახლოებასთან დაკავშირებით, კამპანიას – „ნუ მოჭრი ბზას“ აგრძელებს. სპეციალისტები მოსახლეობას მიმართავენ და ქოთნის ბზის შეძენას ურჩევენ, რომლის ფასი მხოლოდ ხუთი ლარია. ბზის ბუნებრივ განადგურებასთან ერთად, მისი უკანონო მოპოვების ფაქტებიც იზრდება. ბზობის დღესასწაულისთის, მრევლი მას კონებად ყიდულობს და თითო კონის ფასი 1-დან 3 ლარამდე მერყეობს. არადა, ბზას, რომელიც საქართველოს წითელ წიგნშია შეტანილი, გადაშენების საფრთხე ემუქრება. Read the rest of this entry »
Monthly Archives: მარტი 2018
ჩვენ და ნარჩენები: საკუთარი წილი პასუხისმგებლობის გააზრებაა საჭირო
რამდენიმე ათეული წლის წინ, ადამიანები მიიჩნევდნენ, რომ ნარჩენი არის ის რაც აღარ გამოდგება და თავიდან უნდა მოვიშოროთ, მარტივად რომ ვთქვათ ნაგავი. გვინდა ეს ჩვენ თუ არა, თითოეული ჩვენგანი უნებურად სერიოზულ „ნაგავწარმოებელს“ წარმოადგენს. ადამიანის მიერ „წარმოებული“ საყოფაცხოვრებო ნარჩენი მრავალი კომპონენტისგან შედგება. ყოველდღიურად სახლიდან გაგვაქვს: მინის ჭურჭელი, მაკულატურა, პლასტიკა, ფასეული მეტალები, საკვები პროდუქტის ნარჩენები და სხვა. ადამიანები ფიქრობენ, რომ საკმარისია ეს ნარჩენები თვალს მოეფაროს და პრობლემაც გადაჭრილია. თუმცა რა ხდება სინამდვილეში? ნარჩენები გროვდება და თავს იყრის ნაგავსაყრელებზე, სადაც ის იტკეპნება, იფარება მიწით ან რომელიმე ინერტული მასალით და იქმნება შთაბეჭდილება, რომ გარემო დასუფთავდა, ნარჩენი „გაქრა“ და პრობლემაც მოგვარდა. Read the rest of this entry »
ირინა ფხოველიშვილი: ფერმერებთან ერთად ბევრი რამის გაკეთება შეგვიძლია
28 მარტს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის განვითარების სტრატეგიის საფუძველზე შემუშავებული „ფერმერის, ფერმერული მეურნეობისა და აგროსექტორის ინვესტორის სტატუსების განსაზღვრის შესახებ“ კონცეფციის პროექტი განიხილეს. კონფერენციაში საქართველოს პარლამენტის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. Read the rest of this entry »
დღეს, ტყის საერთაშორისო დღეა
1971 წელს, გაეროს ინიციატივით, 21 მარტი ტყის საერთაშორისო დღედ აღიარეს. ამ დღის ძირითადი ამოცანა პლანეტის მოსახლეობის სატყეო ეკოსისტემების მნიშვნელობის გაცნობიერების ამაღლებაა. ამ დღეს მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ტყის დასაცავად სხვადასხვა აქცია და ღონისძიება ტარდება. Read the rest of this entry »
გუდაურში საბაგირო დაზიანდა
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი გუდაურში, სათხილამურო ტრასაზე მომხდარი ინციდენტის დროს დაშავებული მოქალაქეების სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო. ვერტმფრენი უკვე გაფრინდა გუდაურის მიმართულებით, საიდანაც ინციდენტის შედეგად დაშავებულებს თბილისში გადმოიყვანს.
თბილისში, ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ მხარდამჭერი აქცია გაიმართა
დღეს, 14 მარტს, მდინარეების დაცვისა და კაშხლების წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღეს, თბილისში, დიდი ჰესების მშენებლობის წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გაიმართა. მსვლელობა 13:00 საათიდან „აზიის განვითარების და ევროპის საინვესტიციო ბანკების“ ოფისთან დაიწყო, შემდგომ კი მთავრობის კანცელარიასთან და პარლამენტის შესასვლელისკენ გადაინაცვლა. სვანეთის, რაჭის, ლეჩხუმის და სხვა კუთხეების წარმომადგენლები ერთი მიზნისთვის გაერთიანდნენ: „არა საქართველოს დატბორვას, არა ჰესომანიას“. ცივი ამინდის მიუხედავად, საპროტესტო აქციაზე ათეულობით ადამიანი შეიკრიბა, რომლებიც ბანერებითა და შეძახილებით აქციაზე შეკრებილები საზოგადოებას გაერთიანებისკენ მოუწოდებდა. აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ იმ კაშხლების მშენებლობას, რომლებმაც შეიძლება გარემოს, ადამიანებს, მოსახლეობას დიდი ზიანი მიაყენოს. Read the rest of this entry »
ნიკო კეცხოველის პრემია 2018 – აღმოაჩინე საქართველო
ორიოდე დღის წინ, ფაბრიკას საკონფერენციო დარბაზში ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ნახევარფინალური ტური გაიმართა. ნიკო კეცხოველის პრემია 2018 ხორციელდება პროექტის, ,,ტყის მდგრადი მართვა საქართველოში’’, ფარგლებში – ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის (ADC) ფინანსური მხარდაჭერით. კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და საქართველოს პარლამენტი. ნახევარფინალში მონაწილეობდნენ: კახეთი, ქვემო ქართლი, რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი და მცხეთა-მთიანეთი სკოლის მოსწავლეები. კონკურსში მონაწილე თითოეულმა ჯგუფმა პრეზენტაციის სახით აუდიტორიას მათ მიერ განხორციელებული აქტივობები გააცნეს: Read the rest of this entry »