„იცით, რომ აქ ბანაობა აკრძალულია?“ – ვეკითხები თბილისის ზღვაზე იღლიაში პირსახოცამოჩრილ გოგო-ბიჭებს, რომლებიც ზაფხულის თაკარა მზეს ცდილობენ გაექცნენ თბილისის ზღვაზე… მათი გაოცებული თვალები, იმის დასტურია, რომ მათ არ იციან, ან ყურადღებას არ აქცევენ ბალახებს იქით განთავსებულ ბანერეს, სადაც წერია: შესვლა აკრძალულია, ბანაობა აკრძალულია, წყალსადენის სანიტარული ზონა..საშიში ზონა – ბანაობა აკრძალულია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საკუთრება… ბანაობა აკრძალულია…
გაგრილების მსურველები მართლები არიან, ვერც ჩვენი თვალთახედვის არეში ჩანს ეს წარწერები, ცოტა ხნის წინ გულმოდგინედ, რომ დავათვალიერეთ… ჩვენს იქ ყოფნაში, სამჯერ გატრიალდნენ უკან, როცა გებულობდნენ, რომ იქ ბანაობა აკრძალულია.
უკვე მეორე დღეა, ეკლიანი მავთუხლართიც გაუვლიათ უშველებელი მილების გარშემო, მაგრამ როგორც ვხედავთ ვერც ეს მილები აკავებთ არასრულწლოვნებს… რომლებიც, სავარაუდოდ, მშობლების ნებართვის გარეშე არიან ამ ტერიტორიაზე მოსული. აქ, რამდენიმე დღის წინ, მოზარდი დაიღუპა, სწორედ, ამ ადგილმა უამრავი მოზარდის სიცოცხლე შეიწირა, წელს უკვე ფატალური შედეგის მეორე შემთხვევაა, შარშან კი ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.
რადგან თბილისის ზღვამ თავისი ფუნქცია დაკარგა და რეალურად რეკრიაციული ფუნქცია შეიძინა, სასურველი იქნებოდა, სხვა მეთოდებისთვის მიემართათ გამგეობას, ან ქალაქის მერიას, ან თავად კომპანიას, რომელიც მხოლოდ ბანერის გამოკვრით შემოიფარგლა.
ამ საკითხებზე გვესაუბრა არასამთავრობო ორგანიზაცია „სენის“ წარმომადგენელი რეზო გეთიაშვილი და ადამიანთა უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი. სამწუხაროდ, სწორედ, მისი შვილი, ცოტნე იყო თბილისის ზღვის ბოლო მსხვერპლი.
ვიდეო იხილეთ აქ: