RSS

Daily Archives: 21/07/2017

საქართველოში ტყეები მცირდება

ოლიკო ცისკარიშვილი

მდინარე თურდოს სათავისკენ დავიძარით გომბორგადმოვლილი ჟურნალისტები, რომლებსაც არასამთავრობო „სენმა“ მოგვიყარა თავი.  სამანქანო გზიდან ორკილომეტრნახევარზე მეტი გვქონდა გასავლელი იმ ადგილამდე, სადაც ნახშირის მოპოვება ხდება, ალაგ-ალაგ მოჭრილი ხეები გვხვდება, მეწყრული უბნებიც უხვადა. მდინარე დამშრალია, ამიტომ უხიფათოდ ქვებზე მაინც ფრთილად გადავდივართ. მდინარემდე უშველებელი ჭალაა, სადაც ადამიანზე მაღალ ბალახში გვიწევს სიარული, მზე ზენიტშია და რომ არა გრძელსახელოებიანი მაისური მხოლოდ მხრების დაწვით ვერ გადავრჩებოდი. აღმართზე ზურგჩანთის და კამერის ტარება გამიჭირდა და კოლეგა მეხმარება – ცოტნე, რომელსაც მერე წამდაუწუმ ვაწუხებ ხან წყლის გამო, ხან რის და ხან რის გამო…

Read the rest of this entry »

 

ტყის გადარჩენის ერთ-ერთი გზა ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალის გამოყენებაა

ოლიკო ცისკარიშვილი

ნარჩენი მყარი ბიომასის ენერგეტიკული პოტენციალი საქართველოს მთიან რეგიონებში უდიდესია, მაშინ როცა დღევანდელ პირობებში, საქართველოში, მოსახლეობა, გასათბობად გამოიყენებს შეშას. შეშის მოხმარება საქართველოს ენეგერტიკული მოთხოვნის 10-12%-ს აკმაყოფილებს, სწორედ შეშა შეადგენს მთლიანი ადგილობრივი მიწოდების 30-35%-ს, მისი  ძირითადი მომხმარებლები – სოფლად მცხოვრები მოსახლეობაა და გამოიყენებენ გათბობის, საჭმლის მომზადებისთვის და ცხელი წყლის მისაღებად. ეკოლოგების თქმით, შეშის წლიური მოხმარება რამდენჯერმე აღემატება შეშის იმ მოცულობას, რომლის გამოყოფაც ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ არის შესაძლებელი. ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ წლიურად გამოყოფილი საშეშე რესურსი – 600,000 მ³ – საერთო მოთხოვნის 25%. ამიტომ მოსახლეობის მიერ შეშის ძირითადი ნაწილის მოპოვება ხდება უკანონოდ. მნიშვნელოვანი რაოდენობის შეშა გამოიყენება საჯარო და კერძო სექტორშიც  > 500,000 მ³. სახელმწიფო კანონიერად ვერ უზრუნველყოფს ადგილობრივი ენერგიის მიწოდების 30%-ს.

Read the rest of this entry »

 

აქ ბანაობა აკრძალულია – საშიში ზონა

ოლიკო ცისკარიშვილი

„იცით, რომ აქ ბანაობა აკრძალულია?“ – ვეკითხები თბილისის ზღვაზე იღლიაში პირსახოცამოჩრილ  გოგო-ბიჭებს, რომლებიც ზაფხულის თაკარა მზეს ცდილობენ გაექცნენ თბილისის ზღვაზე… მათი გაოცებული თვალები, იმის დასტურია, რომ მათ არ იციან, ან ყურადღებას არ აქცევენ ბალახებს იქით განთავსებულ ბანერეს, სადაც წერია: შესვლა აკრძალულია, ბანაობა აკრძალულია, წყალსადენის სანიტარული ზონა..საშიში ზონა – ბანაობა აკრძალულია, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის საკუთრება… ბანაობა აკრძალულია… Read the rest of this entry »