RSS

ტყის დაცვის მიზნით განახლებადი პორტალი შეიქმნა

07 ივლ

საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტი (WRI) ერთად ახორციელებენ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის(GEF) მიერ დაფინანსებულ პროექტს – “Global Forest Watch (GFW) Georgia”. პროექტში ასევე ჩართულები არიან გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)და კავკასიის გარემოსდაცვითი ქსელი CENN. პროექტი სამწლიანია და 2018 წლის ნოემბრამდე გაგრძელდება.

პროექტის მიერ შექმნილი უნიკალური GFW2.0 ტექნოლოგია მსოფლიოში გამოიყენება გაუტყევების, ტყისა და მიწის დეგრადაციის, ტყის არალეგალური ჭრის შემცირების და ბიომრავალფეროვნების დაცვის მხარდაჭერის მიზნით, მუდმივად განახლებადი პორტალისhttp://www.globalforestwatch.org/ მეშვეობით.

საქართველოში პროექტის ფარგლებში მოხდება ეროვნული ვებ-პორტალის www.forest.geშემუშავება, რომლისთვისაც განხორციელდება ტყის ეროვნული ინვენტარიზაციის, სატყეო უბნების მართვის ინვენტარიზაციის შედეგად, და ასევე სხვა წყაროებიდან მიღებული მასალების ინტერპრეტირება და დარუკება ამ უნიკალური ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით.

GFW-ის ტექნოლოგიაზე დაფუძნებული სატყეო საინფორმაციო ვებ-პორტალი და ანალიტიკური ინსტრუმენტები შეიქმნება ქართულ და ინგლისურენებზე, რაც საშუალებას მისცემს საქართველოს მოსახლეობას აქტიურად ჩაერთოს პორტალის მუშაობაში.

შემუშავებული ტექნოლოგია ხელს შეუწყობს საქართველოს ტყეებისა და მათი მრავალფუნქციურობის თანამედროვე და ხელმისაწვდომი ვიზუალური და რაოდენობრივი სურათის მიღებას, შეავსებს არსებულ ინფორმაციულ და ანალიტიკურ ვაკუუმს; ამით ხელს შეუწყობს როგორც პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებას და მონიტორინგს საქართველოს მასშტაბით ტყისა და ტყიანი ლანდშაფტების არეალებში.

 

 

One response to “ტყის დაცვის მიზნით განახლებადი პორტალი შეიქმნა

  1. nazi meshveliani

    20/07/2017 at 13:13

    http://tpress.ge/%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A8%E1%83%98-%E1%83%9C%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%A3%E1%83%99%E1%83%A3/  

    >Пятница, 7 июля 2017, 14:52 +04:00 от ეკოფაქტი : > >ekofact posted: “საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო და მსოფლიოს რესურსების ინსტიტუტი (WRI) ერთად ახორციელებენ გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის(GEF) მიერ დაფინანსებულ პროექტს – “Global Forest Watch (GFW) Georgia”. პროექტში ასევე ჩართულები არიან გ” >

     

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s