RSS

Daily Archives: 20/05/2017

საქართველოს 3633 სოფლიდან 223 ნასოფლარია

2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერით, საქართველოს 3633 სოფლიდან 223 ნასოფლარია, 5 ათას კაცზე მეტი ადამიანი კი მხოლოდ 12 სოფელში ცხოვრობს. ინფორმაციას გამოცემა commersant-ი საქსტატის მონაცემებზე დაყრნობით ავრცელებს.

2014 წლის მონაცემებით, საქართველოს 3633 სოფელში, 1 591 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 42%-ა; აქედან 223 სოფელს, მოსახლეობის გრაფაში უწერია – 0, ანუ იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს.

საქართველოს 157 სოფელში 1-დან 5-მდე ადამიანი ცხოვრობს; 98 სოფელში – 5-10 კაცამდე; 828 სოფელში მცხოვრებთა რიცხვი 11-დან 100 კაცამდეა; 503 სოფელში 100-200 ადამიანი; 893 სოფელში 200-500-მდე მოსახლე; 517 სოფელში – 500-1000-მდე ადამიანი; 271 სოფელში მოსახლეთა რაოდენობა 1000-2000-მდეა; 86 სოფელში – 2000-იდან 3000-მდე; 45 სოფელში 3000-იდან 5000-მდე; და მხოლოდ 12 სოფელია, სადაც 5 ათას კაცზე მეტი ცხოვრობს.

გამოცემის ცნობით, 2014 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ნასოფლარი მცხეთა-მთიანეთშია: გუდამაყარში 22 სოფელია, მაგრამ ზამთარში სოფლების უმეტესობა იცლება. ბევრგან 2-3 ან მაქსიმუმ 10 ოჯახია. მთელ გუდამაყარში ერთი სკოლაა, რომელშიც 11 მოსწავლე დადის; სოფელ ლუთხუბში ოფიციალურად რეგისტრირებულია 23 ადამიანი. 2002 წლის აღწერით, აქ 80 კაცი ცხოვრობდა. დღეს გუდამაყრის ხეობაში ლუთხუბს მოსახლეობით მხოლოდ მაქართა და კიტოხი აღემატება. იქ 25-40 კაცი ცხოვრობს.

Read the rest of this entry »