RSS

Monthly Archives: აპრილი 2017

წინასწარი გაყიდვა – „მეგზური ჟურნალისტებისთვის სოციალური საკითხების გაშუქებაში“

მკითხველმა უკვე იცის, რომ სამი სასწავლო წიგნი გამოიცა ჟურნალისტიკაში ოლიკო ცისკარიშვილის ავტორობით. წიგნმა „მეგზური ჟურნალისტებისთვის სოციალური საკითხების გაშუქებაში“ დღის სინათლე რომ იხილოს, საჭიროა მინიმუმ ასმა (100) ადამიანმა შეიძინოს წინასწარ. წიგნის პირველი ვერსია, ბევრმა თქვენგანმა უკვე იცის და ისიც იცის, რომ საჭირო და მნიშვნელოვანია, როგორც ჟურნალისტებისთვის, სტუდენტებისთვის, ასევე არასამთავრობო თუ სამთავრობო ორგანიზაციებისთვის.

წიგნის ფასი 20 ლარია. 408 გვერდიანი წიგნი იბეჭდება მყარი ყდით. წინასწარ ნაყიდი წიგნი გადმოგეცემათ წიგნის პრეზენტაციაზე.

წიგნის შეძენისთვის თანხის გადარიცხვა შეგიძლიათ:

ს.ს. „თიბისი ბანკი“,

საბანკო კოდი TBCBGE 22

მიმღების დასახელება ოლღა ცისკარიშვილი-სოსელია

ანგარიშსწორების ანგარიში GE03TB7489645061100017

დანიშნულებაში მიუთითეთ თქვენი სახელი, გვარი და მეილი;

იმ შემთხვევაში თუ ვერ მოხერხდა სტამბის ბეჭდვისთვის თანხის შეგროვება, დარიცხული თანხა უკან დაგიბრუნდებათ.

 

თბილისში სიგარეტის ნამწვით ქუჩის დანაგვიანებისთვის 20 აპრილს 13 ადამიანი დააჯარიმეს

“თბილსერვის ჯგუფის” განცხადებით, გუშინ, 20 აპრილს, ინსპექტირების დაწყებიდან პირველივე დღეს, სულ 14 მოქალაქე დააჯარიმეს თბილისის ქუჩების დანაგვიანებისთვის. Read the rest of this entry »

 

ბიჭი, რომელსაც ყველაზე მეტად ფრინველები უყვარს

ოლიკო ცისკარიშვილი

დაჩი, 15 წლის იყო, როცა გავიცანი. თუ არ ვცდები ზედაზნის მონასტერში ვიყავით, მერე შიომღვიმეშიც… მაშინ მისგან გაოცებული ვისმენდი, როგორ უყვარდა ცხოველები, როგორ ზრუნავდა ფრინველებზე… როგორ უყვარდა ბუნება…

დაჩი შოშიტაშვილი ახლა 20 წლისაა, 11 წლიდან თბილისის ზოოპარკში მოხალისეობდა და ცხოველებზე ზრუნავდა. ახლაც არ ღალატობს ზოოპარკს… და დაჩის ელოდებიან გალიებს მიღმა არწივები, ფერადოვანი თუთიყურშები, ბუები და ახლახანს ზოოპარკში დასახლებული პინგვინებიც… Read the rest of this entry »