ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალურ საკითხების გაშუქებაში“ პრეზენტაცია გაიმართება 9 ივნისს 15:00 სთ-ზე, თბილისის სასწავლო უნივერსიტეტში. ნინოშვილის 55. (მეტრო მარჯანიშვილსა და ვაგზალს შორის)
► „ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალური საკითხების გაშუქებაში” მომზადდა, როგორც დამხმარე სახელმძღვანელო ჟურნალისტებისა, სტუდენტებისთვის და ჟურნალისტიკით დაინტერესებული პირებისთვის. Read the rest of this entry »
Monthly Archives: მაისი 2017
„ჟურნალისტის გზამკვლევი სოციალურ საკითხების გაშუქებაში“ პრეზენტაცია
დღეს, ეკოფაქტი შვიდი წლის გახდა…
დღეს, ჩემი ეკოფაქტი შვიდი წლის გახდა. შვიდი წელია მედია სივრცეშია და ამ ხნის განმავლობაში უამრავი სტატი, რეპორტაჟი და ახალი ამბავი გამოქვეყნდა. ჩემდა საამაყოდ, ისიც მინდა ვთქვა, რომ უამრავი პრიზი აიღო ეკოფაქტზე გამოქვეყნებულმა სტატიებმა თუ ფოტორეპორტაჟებმა. წლევანდელი წელიც არაა გამარჯვების გარეშე. იმედია მომავალშიც იგივე წარმატებით გააგრძელებს მოღვაწეობას. თუმცა რიგი პრობლემების და დაბრკოლებები ხელს უშლიან, მაგრამ პრობლემებს მოვერევით 🙂 Read the rest of this entry »
სოფელ ვარციხეში ტურისტული მარშრუტების შექმნისთვის იმუშავებენ
ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარციხეში სოფლის კრებაზე, რომლის ინიციატორიც არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქეს“ პროექტში „სტუდენტები თვითმმართველობებისთვის“ სტუდენტები, მათ ეტაპობრივად გამოივლიეს ისტორიული წარსული. შეხვედრაზე განიხილეს სოფელში მდებარე უძველესი ისტორიული ძეგლის „როდოპოლისისა და მის ტერიოტირიაზე არსებული სასაფლაოს რეგულირების საკითხი”. სოფლის კრებამ განიხილა შეთავაზებული ინიციატივები და მიიღო გადაწყვეტილება: Read the rest of this entry »
საქართველოს 3633 სოფლიდან 223 ნასოფლარია

2014 წლის მონაცემებით, საქართველოს 3633 სოფელში, 1 591 000 ადამიანი ცხოვრობს, რაც მოსახლეობის 42%-ა; აქედან 223 სოფელს, მოსახლეობის გრაფაში უწერია – 0, ანუ იქ ახლა აღარავინ ცხოვრობს.
გამოცემის ცნობით, 2014 წლის მონაცემებით, ყველაზე მეტი ნასოფლარი მცხეთა-მთიანეთშია: გუდამაყარში 22 სოფელია, მაგრამ ზამთარში სოფლების უმეტესობა იცლება. ბევრგან 2-3 ან მაქსიმუმ 10 ოჯახია. მთელ გუდამაყარში ერთი სკოლაა, რომელშიც 11 მოსწავლე დადის; სოფელ ლუთხუბში ოფიციალურად რეგისტრირებულია 23 ადამიანი. 2002 წლის აღწერით, აქ 80 კაცი ცხოვრობდა. დღეს გუდამაყრის ხეობაში ლუთხუბს მოსახლეობით მხოლოდ მაქართა და კიტოხი აღემატება. იქ 25-40 კაცი ცხოვრობს.
USAID-მა და CENN–მა WMTR პროგრამის მეორე ფაზის განხორციელება დაიწყო
USAID-მა და CENN–მა „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიებირეგიონებში“ პროგრამის მეორე ფაზის – WMTR II – განხორციელება დაიწყო. პროგრამა განაგრძობს საქართველოსმთავრობის ხელშეწყობას ნარჩენების მართვის სექტორისმოდერნიზების, მდგრადი განვითარებისა და ინკლუზიურიეკონომიკური ზრდის უზრუნველსაყოფად, ბუნებრივირესურსების პასუხისმგებლიანი მართვის პრინციპებისგამოყენებით, რომელიც თავის მხრივ ხელს უწყობს ნარჩენებისმავნე ზემოქმედების შემცირებას ადამიანის ჯანმრთელობასადა გარემოზე.
Read the rest of this entry »
15 მაისი კლიმატის საერთაშორისო დღეა
15 მაისს მსოფლიო აღნიშნავს კლიმატის საერთაშორისო დღეს. ამ დღის აღნიშვნით ორგანიზატორებს სურთ, მოსახლეობას შეახსენონ თუ რა პრობლემების წინაშე შეიძლება დავდგეთ უახლოეს მომავალში ბუნების გაუფრთხილებლობის გამო. კლიმატის შენარჩუნება, დღესდღეობით, ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა, რომლის წინაშეც დგას კაცობრიობა. გლობალური დათბობა, ოზონის ფენის გაზრდა, სტიქიური უბედურებები, ამინდის ცვალებადობა, სწორედ ეს ყველაფერი იწვევს კლიმატის გაუარესებას დედამიწაზე, რომელმაც სამომავლოდ შეიძლება სერიოზული პრობლემები შეუქმნას კაცობირობას. Read the rest of this entry »