RSS

ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღე D.O.G. – თან ერთად

01 ოქტ

haski-001ცხოველთა დაცვის საერთაშორისო დღესთან (4 ოქტომბერი) დაკავშირებით, 1 – 2 ოქტომბერს Dog Organization Georgia (D.O.G) ყველა მსურველს გიწვევთ დაგეგმილ ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად: 

 

  • შაბათს 13:00–დან 15:00 საათამდე QSI-ის სკოლაში, რომელიც მდებარეობს ზურგოვანის სოფელში, გაიმართება ღონისძიება სადაც შესაძლებელი იქნება ძაღლების ნახვა და სურვილის შემთხვევაში, მათი სახლში წაყვანა

 

  • კვირას 12:00–დან 16:00 საათამდე ლისის ტბაზე მდებარე ძაღლების თავშესაფარში გაიმართება D.O.G.-ის ღია კარის დღე. მოდით და მოიყვანეთ მეგრობრები, ოჯახის წევრები, მოხალისეები! ვიზიტის ფარგლებში მოეწყობა ექსკურსია, პრეზენტაცია თავშესაფრის მუშაობის შესახებ, შესაძლებელი იქნება ძაღლების გასეირნება და მათთან თამაში, ბავშვებისათვის დაგეგმილია არაერთი გასართობი ღონისძიება.
 

დატოვე კომენტარი