RSS

სტიქია აჭარაში

02 Sep

mdinare aWaraSi 0003უხვმა ნალექმა ხელვჩაურში რამდენიმე ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთში განმეორებითი მეწყერული მოვლენები გამოიწვია, გზებზე განვითარდა ნიაღვარი და ქვათაცვენა.მნიშვნელოვნად დაზიანდა 6 სოფელი.

სოფელ თხილნარში სტიქიამ ერტი ადამიანი იმსხვერპლა. საკალმახე მეურნების გაწმენდის დროს ადიდებულმა წყალმა 28 წლის მამაკაცი ჩაიყოლა. ცხედარი რამდენიმე საათში ზღვამახალი ბულვარის ტერიტორიაზე გამორიყა.

სოფელ ერგეში, ბაშკო-ეკალაურის უბანში მცხოვრები 30-მდე ოჯახი ადიდებულმა ღელემ გარესამყაროს მოწყვიტა. ხიდის მშენებლობისათვის ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 30 ათასი ლარია გამოყოფილი.

1 სექტემბრის ღამით აჭარის ზღვისპირა ზოლში მოსულმა უხვმა ნალექმა მოსახლეობის გარკვეული ნაწილის დატბორვა და მეწყერული მოვლენები გამოიწვია. ღამისგანმავლობაში მუშაობდა საგანგებო შტაბები მუნიციპალიტეტებში. შესაბამისი სამსახურები დღის მანძილზეც აქტიურად აგრძელებდნენ სტიქიისგან მიყენებული ზიანისაღმოფხვრას.

ამ დროისათვის აქტიურად მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები ქობულეთის და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტების ადგილობრივი მნიშვნელობის გზებზე.საერთაშორისო და შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზებზე ტრანსპორტის გადაადგილება შეზღუდული არ არის.

შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტებში ზარალი უმნიშვნელოა. ქობულეთსა და ხელვაჩაურში კი ზარალის დათვლა დაწყებულია და უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.

ამ მომენტისთვის ცხელ ხაზზე ასამდე ზარია შესული.

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s