RSS

გარემოს დაცვა გამოძახებით

04 May

dre 024ცირა გვასალია

 ჟურნალისტი – Organized Crime and Corruption Reporting Project

ფოტოები: ოლიკო ცისკარიშვილი

საქართველოს მთავრობამ შპს აჭარისწყალ ჯორჯიას, რომელიც აჭარაში ჰიდროელექტროსადგურების ჰესების კასკადის მშენებლობას აპირებს, 600 ათასი კუბური მეტრი ქვიშა-ხრეშის ლიცენზიის გარეშე  ამოღების და 1,410 ინდივიდი წითელ ნუსხაში შემავალი სხვადასხვა სახეობის ხეების მოჭრის უფლება მისცა. რესურსების ამოღების კონტროლის ადამიანური და ფინანსური რესურსები კი მაკონტროლებელ ორგანოს – გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს – არ გააჩნია.

dre 007ვინ იცავს მოჭრილ ხეებს?

აჭარაში, ქედის მუნიციპალიტეტში, ორი წლის წინ, კომპანია აჭარისწყალი ჯორჯიას მიერ მოჭრილი წითელი ნუსხის ხეები აწყვია. ჭიშკრით შემოსაზღვრულ ეზოში რამდენიმე საბჭოთა დროს აშენებული, მაღალჭერიანი შენობა  დგას. შენობები ცარიელია.  ერთ-ერთი ასეთი შენობა ჭიშკრის შესასვლელთანაცაა, მინის ფანჯრებით და ძველი თეთრი კარებით.  ამ შენობის აივანს სამი საძირკველი აქვს, რომელთაგანაც ერთი წაქცევის პირასაა.

ტერიტორიაზე დალაგებული თითოეული ხე ძვირადღირებულია საბაზრო ღირებულებით, როგორც ძვირფასი მერქანი და ძვირფასი სახეობა კონსერვაციული თვალსაზრისით.

“ვინ იცავს აქ დალაგებულ ხეებს?”

“დარაჯი. ახლა გასულია, მალე მოვა”, – ამბობს მევლუდ ძირკვაძე, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინსპექტირების განყოფილების უფროსი ინსპექტორი. ჩვენი იქ ყოფნის ყოფნის დროს, დარაჯი არ გამოჩენილა.

ძირკვაძის თქმით, ამ ტერიტორიაზე კომპანიის მიერ მოჭრილი ხეების მხოლოდ ნაწილია: დაახლოებით 200 კუბური მეტრი. მოჭრილი ხეების ეს ნაწილი აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ეკუთვნის.  მომავალში ისინი აუქციონზე უნდა გაიყიდოს.

მოჭრილი ხეების მეორე ნაწილი შუახევის მუნიციპალიტეტში, მდინარის პირას ალაგია. ხეების ეს სალაგი შემოღობილიც არაა, პირდაპირ ღია ცის ქვეშაა დალაგებული.  ახლომახლო ერთი ძველი შენობა დგას, რომლის სახურავი ალაგ-ალაგ ჩატეხილია.  დარაჯი იქაც არაა. მევლუდ ძირკვაძის თქმით, იქ დაახლოებით 300 კუბური მეტრი მოჭრილი ხეებია დალაგებული.  ხეების ეს პორცია აჭარის სატყეო სააგენტოს ეკუთვნის და წესით, ესენიც აუქციონზე უნდა გაიყიდოს – კომპანიას მოჭრილი ხეების გაყიდვის უფლება არ აქვს.

dre 203გამოვიძახებდით გარემოს დაცვას. ისინი მოვიდოდნენ და ზედამხედველობას გვიწევდნენ”

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა, სადაც მევლუდ ძირკვაძე ინსპექტორად მუშაობს, კომპანიას  ზედამხედველობა უნდა გაუწიოს წითელი ნუსხის ხეების ჭრის დროს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ფინანსური და ადამიანური რესურსები შეზღუდულია.  ინსპექტორებს ქედისა და შუახევის მუნიციპალიტეტებში ყოველდღე  ყოფნის და კომპანიების ადგილზე და ინტენსიურად კონტროლის შესაძლებლობა არ აქვთ.

2014 წელს, როცა კომპანიამ წითელი ნუსხის ხეების ჭრა დაიწყო, მაკონტროლებელი მხოლოდ მაშინ მოდიოდა, როცა კომპანია ურეკავდა და ჭრის დაწყების შესახებ აფრთხილებდა.  

“მოჭრის ზედამხედველობა როგორ ხდებოდა?”

“ზედამხედველობას ვაკეთებდი მე.  როცა წითელი ნუსხის სახეობების ჭრა დაიწყებოდა, გამოვიძახებდით გარემოს დაცვას. ისინი მოვიდოდნენ და ზედამხედველობას გვიწევდნენ”, – ამბობს ირაკლი ხოზრევანიძე [ნახეთ ეს ციტატა ამ ვიდეოს 5:21 წუთზე].

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ოფისი ბათუმშია და შესამოწმებელი ტერიტორიებისაგან მანქანით თითქმის სამი საათის სავალი გზითაა დაშორებული.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის აჭარის სამმართველოს ორი განყოფილება აქვს: სწრაფი რეაგირების და ინსპექტირების.  სწრაფი რეაგირების სამსახურის წარმომადგენლები მანქანებით ყოველდღე პატრულირებენ.  ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლები მხოლოდ გეგმიურ ან არაგეგმიურ შემოწმებაზე გადიან ადგილზე.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს რვა ინსპექტორი ჰყავს.  მევლუდ ძირკვაძემ აღგვიწერა, რომ ინსპექტორები ძირითად დროს ოფისში ატარებენ. გარეთ მხოლოდ მაშინ გადიან, როცა გეგმიური ან არაგეგმიური შემოწმება აქვთ, რაც წელიწადში მხოლოდ რამდენჯერმე ხდება.

“6 თვეა, არ ვყოფილვარ აქ [იგულისხმება ქედის, შუახევის და ხულოს მუნიციპალიტეტები, სადაც კომპანია მუშაობს]. აქ უნდა იყოს ყოველდღიური, ყოველსაათობრივი კონტროლი. როგორ შეიძლება, მე 9 საათზე მოვიდე სამსახურში და 6 საათზე წავიდე?” – ამბობს მევლუდ ძირკვაძე.

 

dre 224ბიძა და დისშვილი – მაკონტროლებელი და კომპანიის წარმომადგენელი 

კომპანიის მეტყევის პოზიციაზე, წითელი ნუსხის ხეების მოჭრაზე და მოჭრილი ხეების აღრიცხვაზე პასუხსიმგებელი პირი მაკონტროლებლის ნათესავია.  მაკონტროლებელ ინსპექტორს კომპანიის წარმომადგენელი მეტყევე დისშვილად ეკუთვნის.

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ვკითხეთ, ჰქონდათ თუ არა მათ ინფორმაცია ამ ინტერესთა კონფლიქტის შესახებ.

სამინისტრომ მოგვწერა,  რომ მსგავსი საკანონმდებლო შეზღუდვა, როცა მაკონტროლებელი არ შეიძლება იყოს გასაკონტროლებელ კომპანიაში დასაქმებულის  ნათესავი, მხოლოდ თანამდებობის პირებზე ვრცელდება.

გარემოსდაცვითი ინსპექტირების განყოფილების უფროსი ინსპექტორის თანამდებობა არ წარმოადგენს თანამდებობის პირს.  ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ მოყვანილ შემთხვევაში ადგილი არ აქვს ინტერესთა შეუთავსებლობას.

ვის ევალება შემარბილებელი პაკეტის აღსრულების მონიტორინგი?

24 წლის ირაკლი ხოზრევანიძე პროფესიით მეტყევეა.  როცა კომპანია წითელი ნუსხის სახეობების ხეებს ჭრიდა, ირაკლის აღრიცხვა და ხეების სატყეო სააგენტოსთვის ან აჭარის ეკონომიკის სამინისტროსთვის ჩაბარება ევალებოდა.

ირაკლი ამბობს, რომ ის კონტრაქტითაა აყვანილი და კომპანია მაშინ იძახებს, როცა კონკრეტული საქმე აქვთ.  კომპანია ირაკლის დღეში 25 ლარს უხდის.

ამჟამად, ირაკლის ახალი მოვალეობა აქვს კომპანიაში: მოჭრილი ხეების ნაცვლად  ნერგების დარგვის აღსრულება მონიტორინგი ევალება.

კომპანიას კანონით ევალება მოჭრილი ხეების ნაცვლად ახალი ნერგების დარგვა. შემარბილებელი ღონისძიებები პაკეტში, რომელიც კომპანიამ შეადგინა და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში წარადგინა, კომპანია აღწერს, როგორ ჩაანაცვლებს მოჭრილ ხეებს ახლებით.

შემარბილებელი ღონისძიებების პაკეტის დოკუმენტში ჯერ არაა აღნიშნული, თუ სად უნდა მოხდეს ხეების დარგვა და არის თუ არა კომპანია პასუხისმგებელი ხეების გახარებაზე.  

ჩვენ კომპანიას ვთხოვეთ წარმოედგინა იმ ადგილების კოორდინატები, სადაც ისინი ნერგების დარგვას და გახარებას აპირებდნენ. კომპანიის გარემოსდაცვითი ოფიცერის, ნინო გაგუას თქმით, ერთ-ერთი ადგილი, სადაც კაკლებს დარგავენ, ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელი კვატიაა.  თუმცა, იქ მოსახლეობა კომპანიას ხეების დარგვის საშუალებას არ აძლევს.

ირაკლის ხოზრევანიძის, კომპანიის მეტყევის თქმით, ხეები ადგილობრივმა მოსახლეობამ უნდა დარგოს. მისი თქით,  ადგილობრივმა მოსახლეობამ ყველაზე კარგად იცის, როგორ უნდა მოხდეს ხეების რგვა და გახარება.

რაც შეეხება სახელმწიფოს მხრიდან მონიტორინგს: ირაკლი ამბობს, რომ როცა დარგვას დაიწყებენ, თვითონვე დაურეკავენ მაკონტროლებელს – გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს [ვიდეო].

კომპანია “აჭარიწყალ ჯორჯიას” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, იზაბელა გოცაძის თქმით, ნერგების დასარგავი ტერიტორიები გარემოს დაცვის სამინისტროსთან შეთანხმების პროცესშია.

“ამ ეტაპზე მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ტერიტორიების შერჩევის მიზნით”, – აღნიშნა გოცაძემ იმეილით მოწერილ პასუხში. – “დარგვების განხორციელება იგეგმება სამშენებლო სამუშაოების დასრულებისთანავე, 2017 წლის პირველ კვარტალში.”

“ცალკე აღებული გეგმა ჩვენ [მუნიციპალიტეტში] არ გვაქვს, ეს ერთიანი [განაშენიანების] გეგმაა და ალბათ ის, რომ წითელ ნუსხაში შესული ხეების განაშენიანებაც პრორიტეტულია, ჩვეულებრივად იქნება გათვალისწინებული პროგრამის განხორციელების ეტაპებზე”, – აღნიშნა ზვიად დიასამიძემ, შუახევის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ. – “შეხვედრები და ურთიერთობები ხშირი გვაქვს მშენებელ კომპანიასთან. ვიცით ამ პროგრამის შესახებ. ვიცით, რომ ეს პროგრამა განხორციელდება. დაზუსტებული ვარიანტი არ მაქვს, მაგრამ მუნიციპალიტეტში მოვიკითხავ.” [მოკლე ვიდეო ინტერვიუ ნახეთ აქ]

“ნერგების პირველი პარტია მოსულია” 

შუახევის მუნიციპალიტეტში, დიდაჭარის ხიდთან,  ირაკლი ხოზრევანიძემ გვაჩვენა ამოღებული ორმოები, სადაც მისი თქმით, ნერგები უნდა დაირგას.

იმ მომენტისთვის, მაკონტროლებელ მევლუდ ძირკვაძეს თბილისიდან არ ჰქონდა მიღებული რგვის ზედამხედველობის დირექტივა.

“გაკარგულების თანახმად, მონიტორინგი გვევალება ჭრაზე, აღდგენის მონიტორინგზე კი ორაზროვნადაა დაწერილი: თან გვევალება და თან არ გვევალება” [ვიდეო იხილეთ აქ] 

“ვის ევალება?”

“ალბათ, კომპანიის თვითმონიტორინგს.”

“თვითმონიტორინგი საკმარისია?”

“ჩვენც ჩაგვრთავენ. აუცილებლად დაგვავალებენ. მე პატარა კაცი ვარ – უფროსი ინსპექტორი. მეტყვიან მევალება – წავალ. არ მევალება და გავჩერდები.”

“ამას ვინ გადაწყვეტს?”

“დეპარტამენტი თბილისში. იქიდან მოვა წერილები. უფროსებიც საქმის კურსში შევლენ და აუცილებლად გაგვაკონტროლებინებენ.  თვითნებურად ვერ გავალთ: მანქანა და საწვავი გვჭირდება.”

“დარგვა ხომ დაწყებულია?”

“დღეს წამოვიდა ნერგების პირველი პარტია – მე ასე ვიცი. უკვე იწყებენ.”

“თქვენი ჩართვა – არ-ჩართვის საკითხი როდის გადაწყდება?”

“ამ დღეებში გადაწყდება აუცილებლად. შეიძლება, მან ნერგებს მოგვაყოლონ, გააკონტროლეთო.” [მოკლე ვიდეო ინტერვიუ ნახეთ აქ]

წითელი ნუსხის ხეების მოჭრის სამართლებრივი საფუძვლები 

შპს “აჭარიწყალ ჯორჯიაზე” წითელი ნუსხის ხეების ჭრაზე გაცემული ბრძანებები:

  1. საქართველოს მთავრობის განკარგულება №1681, 2014 წლის 12 სექტემბერი
  2. საქართველოს მთავრობის განკარგულება № 138, 2014 წლის 27 იანვარი
  3. კომპანიის საკომპენსაციო გეგმები და მიმოწერები გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარის სამმართველოს ინფორმაციით, მშენებლობის ფარგლებში, “აჭარისწყალ ჯორჯიას” მოჭრილი აქვს 4028 ხე. ამ რიცხვში არ შედის “წითელი ნუსხის” 437 ინდივიდი, მათ შორის, კაკალი, თელა, უხრავი და წაბლი.

გარემოს დაცვა გამოძახებით

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s