RSS

„მწავნე ალტერნატივისა“ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრა კვლავ აუცილებელი იქნება

18 Feb

Ttye 003გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში “მწვანე ალტერნატივას“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, განიხილეს ტყის მართვასთან დაკავშირებული ზოგიერთი აქტუალური საკითხი, მათ შორის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს კანონების „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსი“ და „გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსი“ პროექტებში მოცემული გამჭოლი (ჰორიზონტული საკითხები), მათი შესაბამისობა მდგრადი მართვის პრინციპებთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულვალ დებულებებთან.

„მწვენე ალტერნატივის“ პრეზენტაციებიდან ნათლად ჩანს, რომ მოქმედ კანონმდებლობაში არ არის დადგენილი სამართლებრივი მექანიზმი,  რომლითაც განისაზღვრება  ტყის ეკოსისტემების დამაზიანებელი საქმიანობის (სხვადასხვა ეკონომიკური პპროექტების) „აუცილებლობა“ ; არ არის განსაზღვრული, ვინ უნდა იღებდეს ასეთი საქმიანობის შედეგად „მნიშვნელოვან ეკონომიკურ სარგებელს“ – სახელმწიფო თუ საქმიანობის განმახორციელებელი კერძო პირი;არ არის დადგენილი, ეკონომიკური სარგებლის შეფასებისა და მნიშვნელობის განსაზღვრის საკითხი/პროცედურა; არ არის განსაზღვრული, დაინტერესებული პირების ინფორმირებისა და გადაწყვეტილების მიღების პროცესში ჩართვის პროცედურები; არ არის განსაზღვრული რა სახით და რა ფორმით უნდა მოხდეს სახელმწიფო ტყის ფონდის შემცირების დასაბუთება; საქმიანობის შედეგად ეკოსისტემებზე მიყენებული კომპენსაციის მექანიზმები გაუმართავია და არ შეესაბამება მდგრადი განვითარების პრინციპებს.

„მწვანე ალტერნატივას“ რეკომენდაციები ასეთია: ბიომრავალფეროვნების შესახებ, ტყის კოდექსისა და გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის ჰარმონიზაცია და ევროკავშირის შესაბამის დირექტივებთან შესაბამისობაში მოყვანა; ბიომრავალფეროვნების/ტყის საკითხების გათვალისწინება  სკრინინგის ეტაპზე – ტყეების კატეგორიების გათვალისწინებით;  სახიფათო საქმიანობების აკრძალვა – „დაცული და კონსერვაციული კატეგორიის “; „სარეკრეაციო/საკურორტო“კატეგორიების ტყეში; მეორე დანართში შეტანა საქმიანობების, რომლებიც: ა) დაგეგმილია დაცული ტერიტორიის სიახლოვეს;ბ) შესაძლოა, პირდაპირი ზეგავლენა იქონიოს დაცულ ტერიტორიაზე;გ) შესაძლოა, ზეგავლენა იქონიოს დაცულ სახეობებზე; დ)შესაძლოა, პირდაპირი ან/და არაპირდაპირი ზეგავლენა იქონიოს  დაცული და კონსერვაციული კატეგორიის “; „სარეკრეაციო/საკურორტო“ „დაცვით“ ტყეებზე; ე) პლანტაციური მეურნეობის წარმოება.

„მწვანე ალტერნატივის“ წარმომადგენლის ირაკლი მაჭარაშვილის თქმით, შეხვედრამ ნაყოფიერად ჩაიარა. როგორც სამინისტროს წარმომადგენლებმა აღნიშნეს, მწვანე ალტერნატივის შენიშვნების 90 პროცენტი, ახალ კანონმდებლობაში გათვალისწინებული იქნება, დანარჩენ საკითხებზე, ისევ კვლავდისკუსიები გაიმართება .

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s