ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა
ოლიკო ცისკარიშვილი
„ჩემი შვილი არ იყო დამნაშავე, ამნისტიით გამოუშვეს. დამნაშავე რომ ყოფილიყო, ვინ გამოუშვებდა,“ – მიყვება 65 წლის ქალბატონი და მიამბობს, რომ ქმარი, შვილზე ნერვიულობამ იმსხვერპლა. თუმცა იმასაც მიყვება, რომ მანამდე და შვილის პატიმრობაშიც, ოჯახს ისე უჭირდა, რომ ოჯახის უფროსი, მშრალ ხიდზე ყიდდა ხან საიდან ნაშოვნ წვრილმანს და ხან საიდან… ადრე, მისი შვილიც, უამრავი მცდელობის მიუხედავად, სამსახურს ვერ შოულობდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, კი საქართველოში მოქმედი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამით, დასაქმდა… სამწუხაროდ, ოჯახის უფროს ამ დღეს ვერ მოესწრო, დედა-შვილი ამ სამსახურის წყალობით, წელში გაიმართა და ელემენტარული ფუფუნების საშუალების ნებაც მისცეს თავს… ოჯახში უკვე თბილის წყალი და გათბობა გაჩნდა… მალე ინტერნეტსაც გაიყვანენ და კეთილი ადამიანების ნაჩუქარი კომპიუტერით კომპიუტერულ პროგრამებსაც შეისწავლის… Read the rest of this entry »