RSS

სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ბევრმა არ იცის – მუშაობს…

15 Jan

biblioTeka 019ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა

ოლიკო ცისკარიშვილი

„ჩემი შვილი არ იყო დამნაშავე, ამნისტიით გამოუშვეს. დამნაშავე რომ ყოფილიყო, ვინ გამოუშვებდა,“ – მიყვება 65 წლის ქალბატონი და მიამბობს, რომ ქმარი, შვილზე ნერვიულობამ იმსხვერპლა. თუმცა იმასაც მიყვება, რომ მანამდე და შვილის პატიმრობაშიც, ოჯახს ისე უჭირდა, რომ ოჯახის უფროსი, მშრალ ხიდზე ყიდდა ხან საიდან ნაშოვნ წვრილმანს და ხან საიდან… ადრე, მისი შვილიც, უამრავი მცდელობის მიუხედავად, სამსახურს ვერ შოულობდა. საპატიმროდან გამოსვლის შემდეგ, კი საქართველოში მოქმედი ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამით, დასაქმდა… სამწუხაროდ, ოჯახის უფროს ამ დღეს ვერ მოესწრო, დედა-შვილი ამ სამსახურის წყალობით, წელში გაიმართა და ელემენტარული ფუფუნების საშუალების ნებაც მისცეს თავს… ოჯახში უკვე თბილის წყალი და გათბობა გაჩნდა… მალე ინტერნეტსაც გაიყვანენ და კეთილი ადამიანების ნაჩუქარი კომპიუტერით კომპიუტერულ პროგრამებსაც შეისწავლის…

საქართველოში მოქმედებს ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა, რომელსაც იუსტიციის სამნისტროს დანაშაულის პრევენციის ცენტრი ახორციელებს. (რომლის  მისიაა განმეორებითი დანაშაულის თავიდან აცილების ხელშეწყობა, საზოგადოების უსაფრთხოების დაცვა და შემცირებული დანაშაული) მხოლოდ იმ ადამიანებისთვის არ მუშაობს, რომლებიც უსაფუძვლოდ იხდიდნენ სასჯელს, ეს პროგრამა ყველა ყოფილ პატიმარზე ვრცელდება, რომლებმაც საპატიმროები გასული საუკუნის ბოლოს დატოვეს. პრობაციის სააგენტოს წარმომადგენელი თემურ მაღრაძის თქმით, ბევრი ყოფილი პატიმარი თავს არიდებს, ან უბრალოდ არ იციან, რომ ეს პროგრამა მუშაობს. მისივე თქმით, ამ პროგრამის მიზანი  სასჯელაღსრულების დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად.

დღევანდელი მდგომარეობით პროგრამაში ჩართულია 20  სოციალური მუშაკი, 2 ფსიქოლოგი, 2 იურისტი, ინოვაციური პროგრამების მენეჯერი და კოორდინატორი, სარეაბილიტაციო პროგრამების კოორდინატორი, მონაცემთა შეგროვებისა და დამუშავების სპეციალისტი. რაიონული ცენტრები: თბილისში, გორში, ქუთაისში, ბათუმსა  და ზუგდიდში. 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით 2013 წლიდან მომსახურება გაეწია 1544 ბენეფიციარს. 2013 და 2014  წლები – მამაკაცი 813, ქალი 46; 2015 წელს – 354 მამაკაცი, ქალი – 94;

ცნობისთვის, 2013 წლის 12 იანვარი – ამნისტიით გათავისუფლებული 17 ათასზე მეტი პატიმარი, მაგრამ, ჯერ კიდევ, 2012 წლის ბოლოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ინიციატივით,   რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამა დაიწყო.

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამაში შედის: ფსიქო-სოციალური მომსახურება; ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება; პროფესიული გადამზადების კურსები/ ხელობის შესწავლა; თემატური ტრეინინგები; უცხო ენის შესწავლა; იურიდიული დახმარება  დასაქმების ხელშეწყობა

მუშაობს ასევე საგრანტო პროექტი “ყოფილ პატიმართა ბიზნეს ინიციატივების მხარდაჭერა“, სადაც ხორციელდება სარეაბილიტაციო პროგრამები: სსიპ დანაშაულის პრევენციის ცენტრის შიდა რესურსებით; მხარდამჭერი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მომსახურებებით; იუსტიციის სამინისტროს დაფინანსებული კონტრაქტორი ორგანიზაციების მიერ მოწოდებული მომსახურებებით;

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის კოორტინატორების განცხადებით, 2015 წლის ნოემბრის მდგომარეობით დასაქმდა 197 ბენეფიციარი; ყოფილ პატიმრებს უფრო დაწვრილებით, ინფორმაცია შეუძლიათ იხილონ მისამართზე: www.prevention.gov.ge პროგრამის პროგრამის ცხელი ხაზი: 2 14514; www.fb.com/resocialization.gov.ge

თავისუფლების შეზღუდვის დაწესებულებაში ფუნქიონირებს რამდენიმე საწარმო: მაკარონის დამამზადებელი საწარმო; ხის გადამამუშავებელი საწარმო; სადაც ანაზღაურება 350 ლარია;

60-მა პირობით მსჯავრდებულმა კურსები გაიარა და ისწავლა ხის დამუშავება; რკინის დამუშავება; კომპიუტერული უნარები; უცხო ენა; ბიზნეს მენეჯმენტი.

მხოლოდ 2014 წელს სპეციალურად შექმნილმა საკონკურსო კომისიამ 3 პირობით მსჯავრდებულს დაუფინანსა ბიზნეს პროექტები; „საქართველოს ბანკის“ წარმომადგენელმა, მისი ორგანიზაციისთვის მისაღები 2 ბიზნეს ინიციატივა დააფინანსა; 2015 წელს  კი დაფინანსდა 2 პირობითი მსჯავრდებულის ბიზნეს პროექტი; 3 პირობით მსჯავდებულს გადაეცა მიზნობრივი გრანტი უკვე არსებული ბიზნესის განსავითარებლად;

საქართველოში, პირობით მსჯავრდებულთა საერთო რაოდენობა 18 240-ია; მათ შორის ქალები – 969 ქალია და 17026 კაცები, არასრულწლოვანი კი – 245; პრობაციის სააგენტოს წარმომადგენელი თემურ მაღრაძე აცხადებს, რომ ქალებში თვითსტიგმა უფრო გამძაფრებულია, ამიტომაც ასეთ პროექტებს უფრო კაცები მიმართავენ. თუმცა ქალებსაც შეუძლიათ მცირე ბიზნესის წამოწყება, სადაც შრომის ანაზღაურება 50-დან – 1300 ლარია. ბევრი ყოფილი პატიმარი მხოლოდ იმიტომ ამბობს ამ პროგრამებზე უარს, რომ ეშინიათ სოციალური დახმარების მოხსნის. ისინი ვერ აცნობიერებენ, რომ დასაქმებით უფრო მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ.

თემურ მაღრაძე საუბრობს,  უამრავ პრობლემაზეც: დამსაქმებლის გაურკვეველი მოთხოვნებზე (ხშირად დამსაქმებელი ვერ ენდობა ყოფილ პატიმარს, და ვერც გაამტყუნებს ვერავინ); ნასამართლობა – ხელიშემშლელი ფაქტორი; პ/მსჯავრდებულთა დაბალი მოტივაცია; მოთხოვნასთან შეუსაბამო კვალიფიკაცია და ბოლოს ყოფილ პატიმართა განათლების დაბალი დონე და თვითსტიგმა

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s