RSS

დარბეული სვიანა

28 Sep

svianaცოტა ხნის წინ, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ჯონი გიგაურმა სტორის ხეობაში, რეკრიაციულ ზონაში, კერძოდ სვიანაზე ფოტოები გადაიღო, სადაც ნაჩვენებია, როგორაა დარბეული რეკრიაციული ზონა და სვიანას ტერიტორია დაფარულია ნაგავით.

„თქვენ არ იცით ეს ჩემთვის რამხელა ტრავმააა. იმდენი ჩავდე ამ საქმეში, მაგრამ არაფერი გამოვიდა,“- ამბობს სტორის ხეობაში რეკრეაციული ზონის,იდეის  ერთ-ერთი ავტორი და ამ იდეის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი კახაბერ სუხიტაშვილი. მისი თქმით, მოპარულია ერთი ნაგვის ურნაც.

შეგეხსენებთ, რომ ამ ზაფხულს, ივნისის თვეში,  სვიანას რეკრეაციული ზონა გაიხსნა, რომელიც თელავის მუნიციპალიტეტში, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, მდ. სტორის ხეობაში მოეწყო.

საქართველოს ტყეების დღევანდელი მდგომარეობიდან და ბოლოდროინდელი ბუნებრივი კატასტროფების მასშტაბებიდან გამომდინარე, მდგრადი ტყეთსარგებლობა სასიცოცხლო მნიშვნელობას იღებს. დღეისათვის ტყეების რეკრეაციული პოტენციალი ოპტიმალურად არ არის გამოყენებული და მათ ძირითად ფუნქციად ისევ მოსახლეობის შეშით უზრუნველყოფა რჩება, რაც გამოუსწორებელ ზიანს აყენებს მდინარეთა წყალშემკრებ აუზებს და იწვევს ბუნებრივ კატასტროფებს.

სვიანას ტყეში დასვენებისთვის კომფორტული გარემოს შექმნა მიზნად ისახავს საქართველოს ტყეების რეკრეაციული პოტენციალის ეფექტიანად გამოყენების წარმატებული პრაქტიკის დემონსტრირებას – მათი სოციალური, ეკონომიკური და ეკოლოგიური ფუნქციების გაძლიერებისათვის. თუმცა, სავარაუდოდ,ა დგილობრივი მოსახლეობა და თუშეთისკენ მიმავალი ტურისტები, რეკრიაციული ზონის მოფრთხილებაზე საერთოდ არ დარდობენ. სიტუაცია საგანგაშოა…

ინიციატივის ფარგლებში შექმნილია სამუშაო ჯგუფი,  ეროვნულ სატყეო პროგრამასთან ერთად, ახორციელებს მოლაპარაკებას დაინტერესებულ მხარეებთან რეკრეაციული ტყეების მართვის პრაქტიკის დანერგვის, მათ შორის, ტყიდან ნარჩენების გატანის, რეკრეაციულ ზონაში შექმნილი ინფრასტრუქტურის მოვლისა და გრძელვადიანი განვითარების საკითხებზე. ინიციატივა იყო აქტუალური, თუმცა რა შედეგები გვაქვს სახეზეა…

ნარჩენების მართვის კულტურამდე, ჯერ აშკარად, კიდევ ბევრი გზა გვაქვს გასავლელი…

ოლიკო ცისკრიშვილი

 

One response to “დარბეული სვიანა

  1. nazi meshveliani

    28/09/2015 at 23:55

    http://tpress.ge/%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%99%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%90%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A1%E1%83%95%E1%83%98%E1%83%90/

    >Понедельник, 28 сентября 2015, 15:44 UTC от “ეკოფაქტი” : > >ekofact posted: “ცოტა ხნის წინ, თუშეთისკენ მიმავალ გზაზე, ჯონი გიგაურმა სტორის ხეობაში, რეკრიაციულ ზონაში, კერძოდ სვიანაზე ფოტოები გადაიღო, სადაც ნაჩვენებია, როგორაა დარბეული რეკრიაციული ზონა და სვიანას ტერიტორია დაფარულია ნაგავით.

    „თქვენ არ იცით ეს ჩემთვის რამხელა” >

     

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s