13 ივნისის სტიქიიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ თბილისის ზოოლოგიური პარკი ფუნქციონირებას კვირას, 13 სექტემბერს განაახლებს. ზოოპარკი დამთვალიერებლებისთვის 10:00 საათიდან იქნება ღია. 12:00 საათზე დაგეგმილია გახსნის ოფიციალური ნაწილი, რომლის ფარგლებშიც მოეწყობა ფოტოგამოფენა და დამსწრე საზოგადოებას ზოოპარკის ხელმძღვანელობა განვლილი 3 თვის განმავლობაში განხორციელებული სამუშაოების ანგარიშსა და სამომავლო გეგმებს გააცნობს.