RSS

უკანონო თევზჭერის ფაქტი

03 ივლ

tevziგარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სწრაფი რეაგირების სამსახურის თანამშრომლებმა პრევენციული ღონისძიებების გატარებისას თბილისში, ავჭალის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო  თევზჭერის ფაქტი გამოავლინეს.

სამართალდამრღვევები  მდინარე მტკვარზე  კანონმდებლობით აკრძალული თევზსაჭერი მოწყობილობით – ელექტროშოკური აპარატით თევზაობდნენ. ბრაკონიერებმა უკანონოდ 40 კილომდე  ხრამულის ჯიშის თევზი მოიპოვეს. გარემოსთვის მიყენებული ზიანი 2500 ლარს აღწევს.

ბრაკონიერებს ჩემოერთვათ სამართალდარღვევის ჩედენის იარაღები: ელექტროშოკური აპარატი, გასაბერი ნავი  ჩოგან-ბადე, ლითონის ბაგირი და ასევე, უკანონოდ მოპოვებული თევზი.

აღნიშნული ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირებისთვის გადაეგზავნება შესაბამის ორგანოებს.

 

დატოვე კომენტარი