ხულოს რაიონის სოფელ თხილვანაში, ადიდებულმა მდინარეებმა ოთხ სოფელში დამაკავშირებელი გზები ჩახერგა. ზედა თხილვანა, ბაკიბაკო, მთისუბანი და ქვედა თხილვანა გარე სამყაროს არის მოწყვეტილი. ადგილობრივი მცხოვრების ნინა გუნდაძის განცხადებით, უცბად მოვარდნილმა მდინარე ხიხანისწყალმა ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთები და მათ შორის მისი მიწის ნაკვეთიც წაიღო.
Monthly Archives: მაისი 2015
ხიხანისწყალმა გზები ჩახერგა და მიწისნაკვეთები წაიღო
დარჩიძეებში, წვიმიან დღეებში, ბავშვები სკოლაში ვერ დადიან
მაღალმთიან აჭარაში, შუახევის რაიონის სოფელ დარჩიძეებს არც გზა აქვს და არც ინფრასტრუქტურაა განვითარებული. ამ სოფელში ბავშვებს წვიმიან ამინდებში სკოლაში გასვლაც კი უჭირთ. ზოგიერთი პატარა სკოლაში ტალახიანი გზების გამო, ვერც კი მიდის, რადგან უმრავლესობას რამდენიმე კილომეტრის გავლა უწევთ, რაც წარმოუდგენელია უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევაში. ადგილობრივების განცხადებით, ამ გზებზე ავტომობილებიც კი ვერ დადიან, თუ ავტომობილი მაღალი გამავლობის არაა. მათი მოთხოვნაა სოფლის შიდა გზების რეაბილიტაცია და სანიაღვრე მილების დამონტაჟება.
ფოტოები და ინფორმაცია მოგვაწოდა როინ გუნდაძემ
თსუ-ეკო კლუბი სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ერისიმედში
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აკადემიური განვითარებისა და უწყვეტი განათლების ცენტრის საბავშვო უნივერსიტეტი და სტუდენტური თსუ-ეკო კლუბის მიერ საერთაშორისო პროექტ დიდი ნახტომის (Big Jump Challenge) ფარგლებში გამოცხადებულ ესეების კონკურსში, რომელიც საქართველოს მდინარეების ეკოლოგიურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებს ეხებოდა და მიზნად ისახავდა სკოლის მოსწავლეებში მდინარის ეკოლოგიური პრობლემების გათავისებასა და მათი ჩართულობის გაზრდას მდინარეების დაცვით ღონისძიებებში, ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო საქართველოს 103-მა სკოლამ.
ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა საზოგადოებას „ხეების მოვლა და სხვლა-ფორმირება საქართველოს ქალაქებში” დოკუმენტი გააცნო. დოკუმენტი გარემოს დაცვის სამინისტროს ინიციატივით, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით და ეროვნული სატყეო პროგრამის (NFP) ფარგლებში შემუშავდა.
“ოცნების ქალაქელთა” მორიგი აქცია
ე.წ. “ოცნების ქალაქის” მცხოვრებლებმა, დღეს აქცია გამართეს. ოცნების ქალაქელები ხელისუფლებას სთხოვენ იმ კატეგორიის სიაში შეყვანას, რომლებიც ვერ მოხვდა მთავრობის მიერ დაანონსებულ ორ კატეგორიას შორის. Read the rest of this entry »




