RSS

გერგეტის სამება ყველაზე ლამაზი ეკლესიების სიაში

15 აპრილი

gergeTi 012ბრიტანულმა გაზეთმა “ტელეგრაფმა” გერგეტის სამების ეკლესია ყველაზე ლამაზ ეკლესიათა რიცხვში შეიყვანა.

“ყაზბეგის მთის ძირში, მწვანესა და თეთრში ჩაფლული კავკასიის მთები გერგეტის სამებას დიდებულს ხდის. მე-14 საუკუნით დათარიღებულ ეკლესიას აქვს ცალკე მდგომი სამრეკლო, რომელსაც სანავიგაციო დანიშნულება აქვს. ეკლესიაში საბჭოთა პერიოდში გაუქმებული იყო, თუმცა დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ეკლესიაში ღვთისმსახურება აღდგა”, – წერს ტელეგრაფი.

გერგეტის სამებასთან ერთად ჩამონათვალში მოხვდა ეკლესიები კოლუმბიიდან – ლას ლახას ეკლესია, ნორვეგიიდან -ბორგუნდის ტაძარი, ირანიდან – სომხეთის თემის ბეთლემის ეკლესია, ოტის ღვთისმშობლის სამლოცველო საფრანგეთში და რუმინეთიდან – ვისკრის ეკლესია.

 

დატოვე კომენტარი