რამდენიმე დღის წინ, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში განიხილადნენ სტორის ხეობის რეკრიაცულ ადგილების პოტენციალს. შეხვედრას ესწრებოდნენ, როგორც გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები, ასევე ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლები, არასამთავრობო ორგანიზაცია „სენი“, თელავის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები და თუშეთის დაცული ლანდშაფტის წარმომადგენლები.
თუშეთისკენ მიმავალ ერთადერთ გზაზე, სტორის ხეობის რეკრეაციული ადგილების პოტენციალში თავიდანვე იყო დარწმუნებული „სენი“ და იდეაც მათ მიაწოდეს სამთავრობო სტრუქტურებს.
რამდენიმე თვის წინ, საველე ვიზიტიც კი შედგა თელავის მუნიციპალიტეტის, სტორის ხეობის რეკრეაციულ ადგილებში. შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს რეკრეაციული ადგილები, გაეცნენ იქ არსებულ ეკოლოგიურ და სანიტარულ მდგომარეობას, რომელიც არც თუ სახარბიელო იყო და განიხილეს რეკრეაციული ადგილების მდგრადი განვითარების საჭიროებები. საველე ვიზიტი მაშინ “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN) ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
პროექტის ფარგლებში, ინიციატივა კახეთის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული – მდინარე სტორის კალაპოტის სიგრძივ არსებული სტიქიური რეკრეაციული ადგილების გარემოსდაცვით შეფასებას, შესაბამის ინფრასტრუქტურის მოწყობას, ასევე რეკრეაციული ტყეების მართვასა და რეგულირების გრძელვადიანი სისტემის შემნის ხელშეწყობას მოიცავს. თელავის მუნიციპალიტეტის მდინარე სტორი, მდინარე ალაზნის ყველაზე წყალუხვი შენაკადია, მდინარე სტორის ხეობა ძალიან მნიშვნელოვანია ბიომრავალფეროვნებით, ეკოლოგიური, ეკოლოგიური და ტურისტული ღირებულებით. აქ, გადის ერთადერთი გზა, რომელიც თუშეთის დაცულ ლანდშაფტსა და დაცულ ტერიტორიებს უკავშირდება. ხეობის სიგრძეზე, მინიმუმ, 18 სტიქიური რეკრეაციული ადგილია, სადაც ზაფხულში, ძირითადად, ადგილობრივი მოსახლეობა ქეიფობს. ეს ადგილები დაბინძურებულია და არც ნარჩენების მართვის სტანდარტებია დაცული.
სატყეო პოლიტიკის სამსახურის უფროსი კარლო ამირგულაშვილი ინიციატივას მხარს უჭერს და აღნიშნა, რომ რეკრეაციული ზონების განვითარება მნიშვნელოვანია და ამ საკითხებზე სექტორთაშორისი დიალოგის დაწყებაც აუცილებელია.
ეროვნული სატყეო სააგენტოს წარმომადგენლის ლერი ჭოჭუას აზრით, რეკრეაციული ზონები მნიშვნელოვანია მოსახლეობისთვის, საჭიროა ინფრასტრუქტურის შექმნაზე და მისი მოვლა.
შევედრაზე შეირჩა სტორის ხეობის ორი რეკრეაციული ადგილი, თუმცა შეთანხმება მოხდა ენერგეტიკის სამინიტროსთან, რათა ინტერესთა კვეთა არ მომხდარიყო, შეხვედრაზევე გაირკვა, რომ ენერგეტიკის სამინიტრო მცირე სიმძლავრის რამდენიმე ჰესის აშენებას გეგმავს სტორის ხეობაში, მათი მტკიცებით სტანდარტების დაცვით, რათა ზიანი არ მიადგეს ეკოსისტემას. უახლოეს მომავალში იგეგმება სტორი -1-ს მშენებლობა. ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლის გიორგი შველიძის განცხადებით, მსგავსი სადგურები მნიშვნელოვანია ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობისთვის და ასევე ინვესტიციების შემოდინებისთვის. მისი მტკიცებით, ჰიდროელექტროსადგური დაბალზღუდიანი იქნება. სტორი 1 იგეგმება ზღვის დონიდან 1107 ნიშნულზე, ხოლო ჰესი 750 ნიშნულზე. მისივე მტკიცებით, სოციალურ ეკოლოგიური ფაქტორები გათვალისწინებულია. ჩატარდება კვლევითი სამუშაოები, რათა გამოირკვეს ტექნიკური გამართულობა, დაზუსტდეს ეკონომიკური ფაქტორები და გარემოს დაცვითი და სოციალური მდგომარეობა. კვლევის შედეგად დაზუსტებული იქნება ზუსტი ფართობი. „მიმდინარეობს მოლაპარაკებები მემორანდუმის გასაფორმებლად აღნიშნული ჰიდროელექტროსადგურის ასაშენებლად,“ – აცხადებს გიორგი შველიძე. ისივე მტკიცებით ჰესები არავითარ შემთხვევაშ არ განთავსდება დაცულ ტერიტორიებზე და გარემოსაც არანაირ ზიანს არ მიაყენებს მათი მუშაობა.
კარლო ამირგულაშვილის აზრით, მულტიფუნქციურობა შესაძლებელია. „განსაზღვრულ უნდა იყოს ორივე მხარისთვის საჭირო მოედნები. შესაძლოა ალტერნატივების მონახვა, სხვა ზონების არჩევა“, – ამბობს კარლო ამირგულაშვილი.
CENN-ის წარმომადგენელმა კახაბერ სუხიტაშვილმა წარმოადგინა თელავის მუნიციპალიტეტიდან ორი მონაკვეთი, რომელზეც იგეგმება რეკრეაციული ზონების შექმნა – მდინარე სტორის აუზს, სოფლების ფშაველისა და ლეჩურის მიდამოებს. სავარაუდოდ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და ენერგეტიკის სამინისტროს შორის ინტერესთა კვეთა არ მოხდება და არც დარიალის ხეობის ბედს გაიზიარებს სტორის ხეობა და ექსპერტთა და სპეციალისტთა დასკვნებისაც იგნირირებას არც ერთი მხარე არ გაუწევს.