RSS

ჰაერში უსაფრთხოება იწყება მიწაზე

23 Aug

kopitnari 003ოლიკო ცისკარიშვილი

“ჰაერში უსაფრთხოება იწყება მიწაზე,” – მეუბნებიან ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტში, საქაეროს თანამშრომლები, რომლებიც ჰაერში უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ… პრინციპში, მოგვიანებით მივხვდი, რომ თუ არა ჰაერში უსაფრთხოების ნდობა, რომელსაც ისინი მიწიდან, ანუ აეროპორტის მიმდებარე კოშკიდან აკონტროლებენ და იცავენ, არც ერთი მგზავრი არ ეყოლებოდა, არა თუ ამ აეროპორტს, არც ერთს მსოფლიოში. ამ აეროპორტის უსაფრთხო და კომფორტულ მგზავრობას პირველად არ ირჩევს პოლონელი ტურისტი, რომელიც ოჯახთან ერთად ბარგს კრავს, რეისამდე რამდენიმე საათით ადრე. მას სხვა ტურისტებთან ერთად, ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის წინ, შევხვდით. იგი საქართველოს, რამდენიმე კვირით ესტუმრა ოჯახთან ერთად და ახლა სამშობლოში ბრუნდება. მოუვლიათ ბორჯომი, ქუთაისი, სვანეთი, აღფრთოვანებით გველაპარაკა უშგულზე და ამ აეროპორტზე, რომლის ფანჯრებთან, იგი ქმარს ეხმარება ველოსოპედის დაშლაში. იანა ფიქრობს, რომ ქუთაისის აეროპორტი, რომელსაც ადგილობრივები ისევ “კოპიტნარის აეროპორტს” ეძახიან, ყველაზე მოკლე, უსაფრთხო და იაფი გზაა საქართველოში ჩამოსასვლელად.

kopitnari 001ასე ფიქრობს არა მხოლოდ საქართველოში ჩამოსული სტუმრები. ჩემი მეგობარი, რომელიც ცოტა ხნის წინ, მინსკს სტუმრობდა, ამავე აზრისაა. მისი თქმით, სხვა აეროპორტების სერვისების მსგავსად, მგზავრობისას, მგზავრებს საკვებს არ სთავაზობენ, თუმცა ბილეთის ფასი იმდენად იაფი და ხელმისაწვდომია, რომ ეს არანაირ დისკომფოტს არ ქმნის.

ოფიციალური მონაცემებით, დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გადაყვანილ მგზავრთა რაოდენობა ავიაკომპანიების მიხედვით, უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ასეთია 2011 წელს – 4 527, 2012 წელს – 12 922, 2013 წელს – 188 682, 2014 წელს კი ჯერ-ჯერობით 51 453 მგზავრია.

ბევრი ადგილობრივისთვის, ეს აეროპორტი მნიშვნელოვანია რეგიონისა და ტურიზმის განვითარებისთვის. ჩვენი მასპინძელი ედუარდ მნაცაკანიანი ქუთაისი აეროპორტის ოპერმენეჯერი იყო. აეროპორტში შესვლამდე ავტოსადგომი შევნიშნეთ, მისი თქმით, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში მომხმარებელს შუძლია სატრანსპორტო საშუალება სპეციალურ ავტოსადგომზე მოათავსოს, სადაც ტრანსპორტის უსაფრთხოება სრულიად დაცულია. აეროპორტს ორი მთავარი შესასვლელი აქვს, საიდანაც ავტომანქანები ავტომატური ბარიერის გავლით შედიან. მისივე თქმით, ავტოსადგომი თანამედროვე სისტემითაა აღჭურვილი, მომხამრებელს ბილეთის გადახდა მოლარის დახმარების გარეშე შეუძლია. შემოსვლისას იწერება თარიღი და დრო, მომხმარებელი კი ფეისბოქსის საშუალებით იხდის საფასურს. ასეთი სერვისი არც ბათუმის და არც თბილისის აეროპორტში არაა. აეროპორტის ეზოში პაწაწინა ტბაცაა, სადაც თევზებია გაშვებული და აეროპორტის თანამშრომლები უვლიან.

kopitnari 015აეროპორტს, რომელსაც აქვს სამი გასასვლელი, შეუძლია მოემსახუროს ერთდროულად მინიმუმ სამ თვითმფრინავს.ძირითადი გადამზიდველი ავიაკომპანია “ვიზერია” და ფრენები ხორციელდება  მინსკის, ბუდაპეშტის, ვილნიუსის, კატოვიცე-ვარშავას, კიევის, დონეცკის, ხარკოვის, მოსკოვის (დომოდედოვის, ვნუკოვოს აეროპორტები) მიმართულებით. სექტემბრის ბოლოდან იგეგმება ბუდაპეშტის მიმართულებით.

kopitnari 007აეროპორტს ერთდროულად ემსახურება 150 პროფესიონალი პერსონალი. მზგავრთა გასასვლელები აღჭურვილია ლოკალური სისტემით, მონიტორებზე ჩანს რამდენი მგზავრია დარეგისტრირებული და ა.შ. აეროპორტში არსებული ტექნიკა, ჩვენი მასპინძლის თქმით, ახალია, ფრანგული წარმოების, “დიელდის”. გარდა იმისა, რომ სპეცავტოტრანსპორტის სადგომში იმყოფება ყველა  აუცილებელი სპეცავტოტრანსპორტის ერთეული, რომელიც მოემსახურება რეისს, დაწყებული ბარგის გამწევი ურიკებიდან, რომელშიც ეტევა ნახევარ ტონამდე ბარგი, ასევე თვითმავალი ტრაპები-კიბეები და ბუქსირებადი ტრაპი, სახანძრო მანქანები, ასევე ამბულოლიფტი, რომლის მეშვეობით ხორცილდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გადაყვანა ბორტზე და ა.შ.

დასაფრენი ბილიკებიც კი აღჭურვილია ყველა თანამედროვე სანავიგაციო სისტემებითა და მოწყობილობებით, და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს.

kopitnari 005“მაქსიმალურად სწრაფი და ხარისხიანი სერვისი გვაქვს, ჩვენი ხარისხია დროის ფაქტორი, ვცდილობთ მაქსიმალურად მოკლე პერიოდში მოვემსახუროთ თვითმფრინავს – დავცალოთ ბარგი, დავტვირთოთ, მგზავრები ოპერატიულად ჩამოვიდნენ, გავამზადოთ გასაფრენად თვითმფრინავი და ა.შ. რეისებს შორის არის დროის საკმაოდ დიდი მონაკვეთი,  რაც საშუალებას გვაძლევს ოპერატიულად მოვემსახუროთ რეისებს,”- გვეუბნება ჩვენი მასპინძელი.

აეროპორტის გამტარიანობა 300-350 მგზავრია მოფრენაზე და პირიქით – გაფრენაზე. აეროპორტის მომსახურე პერსონალის თქმით, დაიბადა მგზავრების ახალი სეგმენტი. აეროპორტის გახსნისას მოლოდინიმ იყო, რომ მისი სერვისით, ამ რეგიონის მოსახლეობა ისარგებლებდა, თუმცა უცხოელები უფრო დაინტერესდნენ. თანამშრომელთა აზრით, კომპანია “ვიზარმა” იმოქმედა ტურისტების მოსაზიდად, რადგან იგი სანდო კომპანიაა. დღესდღეობით, აეროპორტის მგზავრების 60-75 პროცენტი ტურისტია, განსაკუთრებით ლიტვის, ვილნიუსის რეისს, კიევისას და ა.შ.

აეროპორტს აქვს რეგისტრაციის შვიდი დახლი, რომელიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით რათა მგზავრის მომსახურება-რეგისტრაცია მოხდეს ავტომატურ რეჟიმში. ინტეგრირებულია სხვა დამატებითი მოწყობილობებით. მაგალითად, ჩასხდომის ბარათის ამოსაბეჭდი პრინტერითა და საბარგო ბირკის ამოსაბეჭდი პრინტერით.

როგორც ყველა აეროპორტში, მგზავრს შეუძლია, 20 კილო ბარგის გადატანა უფასოდ, თუმცა აქ, ზოგ ქვეყანაში, “ექსტრა სერვისი” მოქმედებს. “ვიზა სერვისი” აქვს უკრაინას, რომელიც შვილობილი კომპანიაა “ვიზა უნგრეთის” და მგზავრს შეუძლია 32 კილო ბარგში ჩააბაროს და ათი ხელზე წაიღოს. თუმცა, თანამშრომელთა თქმით, ეს 32 კილო  წინასწარ საყიდელია. ანუ kopitnari 013ბილეთის ყიდვის დროს მგზავრს აქვს საშუალება ინტერნეტში შეიძინოს უფრო იაფად და ეკონომიურად შეუძლია ბარგის საფასური იყიდოს, ვიდრე აეროპორტში. ყველა სიახლე გამოქვეყნებულია აეროპორტის გვერდზე და მგზავრს შეუძლია ინტერნეტში გაიაროს რეგისტრაცია და მიიღოს ყველა ინფორმაცია.

აეროპორტში მგზავრებს, ემსახურება კაფე “მიმინოც”. მისი მენეჯერის დარიკო ჩეხერია თქმით, აეროპორტში სამი ობიექტია და მგზავრებს სხვადასხვა სახის კერძებს –  გემრიელი კრუასანებს, ყავას, ჩაის… როგორც ალკოჰოლურ, ასევე ცივი სასმელების ფართო ასორტიმენტს, ასევე ცხელ კერძებსაც. ხშირად ხაჭაპურსაც უკვეთავენ. მისი თქმით, კაფეები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ და მუდმივად გადატვირთულია. ფასებიც სტანდარტულია და ტურისტებიც არ უჩივიან სიძვირეს. კაფესთან ერთად, მგზავრებს “დუტი ფრის”-ში შეუძლიათ გამგზავრებამდე ქართული  პროდუქციის ყიდვა. მათ შორის დიდი სიამოვნებით ყიდულობენ ჩურჩხელას და ქართული წარმოების ალკოჰოლურ სასმელს.

kopitnari 009ქუთაისის აეროპორტი, რეისების გადადების შემთხვევაშიც კი მობილიზებულია. ამგვარი პრობლემები ზამთარში უფრო აქტუალურია, ავიაკომპანიის რეგულაციის მიხედვით, აეროპორტში დარჩენილ მგზავრს უზრუნველყოფენ კვებით, სასმელით და საძინებლით, სასტუმრო “სპა”-ში, რომლიც მდებარეობს წყალტუბოში. მგზავრების გადაყვანას  უზრუნველყოფს “ჯორჯიან ბასი”. ეს კომპანია ემახურება აეროპორტში ჩამოსულ მგზავრებს. კომპანიის დირექტორის, შალვა ხუციშვილის თქმით, “ჯორჯია ბასი” ერთი წელია ფუნქციონირებს და ერთადერთი კომპანიაა, რომელსაც აქვს ონლაინ გაყიდვები, ბილეთების შეძენა ნებისმიერ მსურველს შეუძლია ინტერნეტით. აქვს ფიქსირებული გასვლის დროები, და აეროპორტის ყველა რეისს ემსახურება. გამოსვლა აქვს ყველა ქალაქიდან ცენტრალური ადგილიდან. თუმცა მესტიდან, ყაზბეგიდან, ქუთაისიდან და გუდაურიდან მგზავრებს სასტუმროებში აკითხავენ. გზაში მგზავრები არ აჰყავთ და ემსახურებიან მხოლოდ აეროპორტის მგზავრებს.

kopitnari 012შალვა ხუციშვილის თქმით, ყველაზე რთული მისაღწევი იყო, ის რომ მძღოლს არ მოეწია, არ მოესმინა მუსიკისთვის და არ ეარა სრაფად და სახიფათოდ. “საკმაოდ რთული პროცესი იყო და ბევრის გაშვებაც მოგვიხდა. თუმცა ეს აუცილებელი იყო, რადგან შეხება ვემსახურებით უცხოელებს და თუ ისინი მომსახურებით უკმაყოფილონი იქნებიან სხვა დროს აღარ ისარგებლებენ ჩვენი სერვისით.”

კომპანიას ემსახურება 6 ტაქსი და 18 მიკროავტობუსი და მხოლოდ იმ ქალაქებს, სადაც ტურისტები მოძრაობენ. მათი კლიენტების რიცხვი, აეროპორტის კლიენტთა 30 პროცენტია, რადგან უმრავლესობა საქართველოში ველოტურებისთვის ჩამოდის.

kopitnari 002კომპანიას აქვს ცხელი ხაზიც, სადაც  24 საათის განმავლობაში ოთხ ენაზე   ეხმარებიან და კონსულტაციებს აძლევენ  კლიენტებს.

“ყველაზე ბევრი ვიზიტორი, მაინც თბილისში გვყავს. ზაფხულში 60 პროცენტი ბათუმში მიემგზავრება, ზამთარში კი უფრო მეტი მგზავრი გუდაურისკენაა. აქ ჩამოდიან დაბალბიუჯეტიანი ტურისტები და კომფორტს ნაკლებად აქცევენ ყურადღებას. რაც შეეხება ფასებს, მაგალითად, ქუთაისი აეროპორტიდან მესტიამდე მგზავრობა 40 ლარი ღირს, თუმცა თუ მგზვარი ორივე მიმართულებით წინასწარ იღებს ბილეთს, მას 20 პროცენტიან ფასდაკლებას ვთავაზობთ. აეროპორტზე ვართ მაქსიმალურად ორიენტირებულნი, და სხვა ქალაქებზე არ ვმუშაობთ,” – გვეუბნება შალვა ხუციშვილი.

kopitnari 006 kopitnari 014ასე, რომ თუ მოგიწიათ მგზავრობა “კოპიტნარის” აეროპორტიდან თქვენ ყველა სერვისს შემოგთავაზებენ. გისურვებთ ბედნიერ მგზავრობას და გახსოვდეთ: “ჰაერში უსაფრთხოება იწყება მიწაზე” და ამ უსაფრთხოების გარანტი, აქ მომუშავე პროფესიონალები  არიან🙂

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s