RSS

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამედიცინო ტურიზმის განვითარებას განსაკუთრებულ ყურადღებას დაუთმობს

25 თებ

wyaltubo03საქართველოს სამედიცინო ტურიზმის პოტენციალის პრომოციას, განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა. ამის შესახებ წყალტუბოს ბალნეოსარეაბილიტაციო ცენტრში სტუმრობისას , საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, გიორგი სიგუამ განაცხადა. მისი თქმით წყალტუბოს სამედიცინო ტურისტული პოტენციალის 5 % იც არ არის გამოყენებული. არსებული 22 სანატორიუმიდან დღეს მხოლოდ ერთი „წყალტუბო სპა რეზორთი” მოქმედებს სრული დატვირთვით. გაზაფხულზე კიდევ ერთი სასტუმრო „წყალტუბო პლაზა” შევა ექსპლუატაციაში. კურორტის დამსვენებლების 95% უცხოელია. ძირითადად ყაზახათიდან, რუსეთიდან, უკრაინიდან, აზერბაიჯანიდან და სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან.

წყალტუბოს თერმული წყლების სამკურნალო თვისებები, უნიკალური კლიმატი , 20 კილომეტრში მდებარე ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი და სარეაბილიტაციო ინფრასტრუქტურილი პროექტები, რომლებიც ქალაქში მსოფლიო ბანკის დაფინანსებით ხორციელდება გვაძლევს იმის იმედს რომ წყალტუბო ძველ დიდებას დაიბრუნებს და სამკურნალო ტურიზმის ჰაბად იქცევა რეგიონში, ამიტომაც ჩვენ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ მისი და ასევე სხვა სამკურნალო კურორტების, მაგალითად საირმის და ბორჯომის პოტენციალის გასარეკლამაებლად მსოფლიო ტურისტულ ბაზარზე, ამისთვის კი საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია მის ხელთ არსებულ ყველა მარკეტინგულ რესურსს გამოიყენებს განაცხადა გიორგი სიგუამ. წყალტუბოს თერმული წყლებით საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის, გულსისხლძარღვთა სისტემის, ცენტრალურ-პერიფერიული სისტემის, გინეკოლოგიურ, კანის და ბევრ სხვა სახის დაავადებებს მკურნალობენ.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s