RSS

ტურიზმის ადმინისტრაცია ზამთრის სეზონის გახსნას ბაკურიანსა და მესტიაში გასართობი ღონისძიებებით აღნიშნავს

03 დეკ

bakuriani 017საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ზამთრის კურორტების პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ბაკურიანსა და მესტიაში ზამთრის სეზონს სპორტულ-გასართობი ღონისძიებებით გახსნისპროექტის განხორციელების ძირითადი მიზანია ბაკურიანისა და მესტიის როგორც ზამთრის კურორტის პოპულარიზაცია შიდა და საერთაშორისო ბაზარებზე. ღონისძიებები მიმდინარე წლის 25-30 დეკემბრის შუალედში გაიმართება.

ბაკურიანში ღონისძიება პარკის ტერიტორიაზე დაიწყება 2 საათზე და გაგრძელდება საღამოს 8 საათამდე. დღის განმავლობაში მუსიკალური გაფორმების ფონზე გაიმართება სხვადასხვა სახის მხიარული შეჯიბრებები, მონაწილეობის მიღება შეეძლება ყველა მსურველს ადგილზე წინასწარი რეგისტრაციის საშუალებით. გამარჯვებულებს ტურიზმის ადმინისტრაცია დააჯილდოვებს. სადღესასწაულო დეკორაციით მორთულ ტერიტორიაზე გამოიყოფა სპეციალური სივრცე, სადაც ბარმენები მოამზადებენ გლინტვეინს და გაუმასპინძლდებიან სტუმრებს. დღის ბოლოს გაიმართება ნაძვის ხის სახალხო მორთვა, ღონისძიება ფეიერვერკით დასრულდება.

მესტიაში ზამთრის სეზონის გახსნა ჰაწვალის პარკის ტერიტორიაზე 10:00-18:00 საათამდე გაიმართება. ღონისძიება დილით სამთო-სათხილამურო სპორტში სპორტსმენებს შორის შეჯიბრით დაიწყება, მოგვიანებით კი მოყვარულებს შორის შეჯიბრით გაგძლედება. ღონისძიების დასასრულისკენ გამარჯვებულები ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისგან სპეციალურად მომზადებული პრიზით დაჯილდოვდებიან. ჰაწვალის ტერიტორიაზე საღამოს მუსიკალური ჯგუფის კონცერტი გააფორმებს. დღის ბოლოს საჩვენებელ შოუს ჩირაღდნებით 40მდე მოთხილამურე გამართავს.

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s