RSS

Monthly Archives: სექტემბერი 2013

“საქართველო სიცოცხლის ქვეყანა”

svaneTisken 028ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ახალ პროექტს იწყებს. ფოტოკონკურსი სახელწოდებით „საქართველო სიცოცხლის ქვეყანა” 3 თვეს გასტანს და ყოველი თვის ბოლოს გამარჯვებული გამოვლინდება.

პროექტი მიზნად ისახავს, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ფოტობანკის გამდიდრებას და ფოტოგრაფთა წახალისებას. Read the rest of this entry »

 

ლეჩხუმი – ფარელის ვაკე და უცნობი მონასტრის ნანგრევები

fareli 005ოლიკო ცისკარიშვილი

ფარელის ვაკე მთლიანად უყურებს ლეჩხუმის ხეობას, ადრე კომუნისტების პერიოდში აღდგომის ბრძწყინვალე დღესასწაულზე იქ ადიოდნენ პატარები, რომ წითელი კვერცხები დაეჭიდებინათ, რადგან  სოფელში, პატარებს უშლიდნენ წითელი კვერცხების გამოჩენას.

ეკლესია, რომელიც სავარაუდოდ მე-6-7 საუკუნისაა, მდებარეობს ფარელის ვაკეს მიმდებარე ტერიტორიაზე. Read the rest of this entry »

 

შსს-მ მთა–თუშეთში დაკარგული ტურისტები იპოვა

TuSeTisken 016შსს–ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს ახმეტის რაიონული სამმართველოს და მცხეთა–მთიანეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს დუშეთის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული წარმატებული სამაშველო-საძიებო სამუშაოების შედეგად მთა–თუშეთში დაკარგული ტურისტები იპოვეს. Read the rest of this entry »

 

ლეჩხუმის პრობლემები – ლაშიჭალა-ლაჯანა-ორბელი

lechxumi 002ოლიკო ცისკარიშვილი

ლეჩხუმში ორ პატარა სოფელს ლაჯანასა და ორბელს ერთი ხიდი ჰყოფს, ხიდის მეორე მხარეს რომ არა წარწერა “ორბელი” და მის მარჯვენა და მარცხენა კუთხეში პატარა ორი ბელის ძეგლი, ძნელად თუ მიხვდები, რომ ლაჯანიდან ორბელში შეხვედი. ამ ორ სოფელს მდინარე ლაჯანური ყოფს. Read the rest of this entry »

 

დისკუსია თემაზე: “ენერგოეფექტურობა და ენერგოდაზოგვა – პრობლემები და პერსპექტივები”

qaris 2სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაცია (dvv international) ყოველი თვის 15 რიცხვში ატარებს საჯარო დისკუსიას აქტუალურ საკითხებზე, რომელთა მიზანია, საზოგადოების სამოქალაქო თვითშეგნების ამაღლება და აქტიური სამოქალაქო პოზიციის ჩამოყალიბება. პროექტის პარტნიორები არიან ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU). Read the rest of this entry »

 

პრომეთეს მღვიმე

promeTe 010ოლიკო ცისკარიშვილი

პრომეთეს მღვიმე ან  ღლიანის მღვიმე, რომელიც გამოცხადებულია ბუნების ძეგლად კარსტული მღვიმე დასავლეთ საქართველოშია. ეკუთვნის წყალტუბოს მუნიციპალიტეტს და მდებარეობს ქვილიშორისა და ყუმისთავის სიახლოვეს, მდინარე ყუმის აუზში, ზღვის დონიდან 100 მეტრზე. პრომეთეს მღვიმეში ვიზიტისას სასურველია გქონდეთ პირადობის დამადასტურებელი საბუთი, რადგან ბილეთის აღება მოგიწევთ, რომელიც 6 ლარი ღირს, ნავით გასეირნება კი დამატებით 7 ლარი ჯდება. მოწაფეებისა და სტუდენტებისთვის ფასდაკლება. ერთი შეხედვით ძვირადღირებული სიამოვნებაა, თუმცა დამერწმუნეთ ღირს, მღვიმეში წარმოდგენილი სატალაქტიტები, სალაგმიტები, ფარდები, გაქვავებული ჩანჩქერები, მიწისქვეშა ტბები და სხვა ხილვა საკუთარი თვალით 80 მეტრ სიღრმეზე და 14 გრადუს ტემპერატურაზე, 1400 მეტრის ფეხით გავლა მართლა ძალიან სასიამოვნო მოგონებად დარჩება მნახველს. Read the rest of this entry »

 

სლოგანი საქართველოს ღვინის ტურიზმს

Rvinis festivali 05საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აცხადებს კონკურსს ღვინის ტურიზმის საუკეთესო სლოგანის შესარჩევად, ქართულ და ინგლისურ ენებზე.
სლოგანი გამოყენებული იქნება ადმინისტრაციის მიერ ღვინის ტურიზმის პოპულარიზაციის მიზნით დაგეgმილ პროექტებში. Read the rest of this entry »

 

ორბელის ციხე

orbelis cixe 004ლაჯანურის ხეობაში მდებარე შუა საუკუნეების ორბელის ციხე, სავარაუდოდ, მე-16-17 საუკუნის ძეგლია, მის შესახებ ძალიან მწირი ინფორმაციაა.

იგი მიეკუთვნება ადრეშუასაუკუნეებს გვიან საუკუნეების დამატებით. ეხლა ციხე მოუვლელია, თუმცა მაინც ამაყად გადმოჰყურებს ლაჯანურის ხეობას.  მის კედლებზე კი აშკარაა კვალი, რომ ის მოხატული იყო.მის მიმდებარე ტერიტორიაზე სასაფლაოა, და ადგილობრივები თუ მიაკითხავენ ხოლმე ხანდახან ციხეს. Read the rest of this entry »

 

საქართველოს აგვისტოში 770 608 ვიზიტორი სტუმრობდა

TuSeTisken 016საზოგადოებრივი ინტერესის შესაბამისად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე გადაადგილებულ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების ყოველთვიურ განსაჯაროებას. 2013 წლის აგვისტოს თვე 770 608 ვიზიტით განისაზღვრა, რაც 2012 წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელზე 28,2 %-ით მეტია. Read the rest of this entry »

 

მწვანე თეატრი

mwvane Teatri 991ოლიკო ცისკარიშვილი

ლეჩხუმში, ცაგერში 30-იოდე წლის წინ, მდინარე ცხენისწყლის მახლობლად გაშენდა უმშვენიერესი მწვანე თეატრი, რომლის ბადალი მსოფლიოში არ იყო. ეს საზაფხულო უმშვენიერესი თეატრი გადახურულია, ღია ცის ქვეშ გაკეთებულ სკამებზე მაყურებელი ოვაციებით ხვდებოდა სცენაზე გამომსვლელებს. ახლა ეს თეატრი მიტოვებულია, თუმცა მისი აღდგენა ძალიან კარგი საქმე იქნებოდა ადგილობრივი ტურიზმის განვითარებისთვის. Read the rest of this entry »