RSS

სტიქიის ზონაში საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგენილია

15 მაისი

mewyeri04რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ძლიერი კოკისპირული წვიმისა და სეტყვის შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი-ბაკურციხე-ლაგოდეხის საავტომოილო გზის ჩალაუბანი-ბაკურციხის (ბარჯისხევი) და ბაკურციხე-კარდენახის (კარდენახი) მონაკვეთზე, ასევე, ახმეტა-თელავი-ბაკურციხის საავტომობილო გზის სოფელ კოლაგში საუბნე გზებიდან გზის სავალ ნაწილზე ქვა-ღორღი გადმოვიდა, რის გამოც სოფელ კოლაგში და კარდენახში დროებით მოძრაობა ჩაიკეტა, ბარჯისხევში კი – დროებით შეფერხდა.

 

დატოვე კომენტარი