ამერიკის შტატ კალიფორნიაში ტყეში გაჩენილი ხანძრის გამო, 4 ათასი სახლიდან ევაკუირებულია მაცხოვრებლები. ხანძარმა ერთი დღის განმავლობაში 4 ათას ჰექტარზე მეტი მოიცვა.
დაზარალებულთა დასახმარებლად მეზობელი შტატებიდან ჩამოვიდნენ, თავიანთი მანქანებით ადამიანები უსაფრთხო ადგილებში გადაჰყავთ.
ადგილობრივების თქმით, ტყის ხანძრების სეზონი ამ წელს გაცილებით ადრე დაიწყო. ბუნებრივი კატასტროფის ეპიცენტრიდან ევაკურებულია 4 ათასზე მეტი სახლი, 3 ათასი კი დარჩენილია საფრთხის მახლობლად. დაზარალდნენ საოფისე შენობები და საცავები. ვენტურას ოკრუგის რამოდენიმე რაიონში გამოცხადებულია იძულებითი ევაკუაცია. აქ თავისებური პრობლემებია, მაშველებს უწევთ არა მარტო მაცხოვრებლების, ცხოველების გამოყვანაც. შტატში ბევრი ფერმა და რანჩოა მრავალათასიანი მსხვილფეხა პირუტყვით. მოხალისეები მეზობელი ქალაქებიდან, მაშველებთან ერთად მათ შველიან და უსაფრთხო ადგილებამდე გადაჰყავთ.
ყველაზე რთული მდგომარეობა ქალა კამარილოშია: ძლიერი ქარი შტატის უდაბნოდან, 30 გრადუსიანი სიცხე და მწველი მზე სერიოზულად აფერხებს მუშააობას.








