RSS

აფხაზეთში ორი მოსკოველი ტურისტი დაიხრჩო

04 მაისი

afxazორი მოსკოველი ტურისტი აფხაზეთის მაღალმთიან სოფლებს ფსხუსა და აუადხარას შორის მდებარე მდინარე ბზიფში დაიხრჩო. ინფორმაციას ამის შესახებ აფხაზური მედია ავრცელებს. სეპარატისტებმა შემთხვევის ადგილზე სამაშველო ვერტმფრენი უკვე გააგზავნეს. გავრცელებული ინფორმაციით მოსკოველთა ტურისტულ ჯგუფში სულ ხუთი ადამიანი იყო. მდინარის გადასვლისას ერთი მამაკაცი დაიხრჩო და ერთი გოგონა მდიბარემ წაიღო, მისი პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. გადარჩენილი სამი ტურისტი გაგრის საავადმყოფოშია მოთავსებული.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე კვირის განმავლობაში ეს აფხაზეთის მთიანეთში მომხდარი უკვე მეორე შემთხვევაა. თუმცა პირველი შემთხვევა ტრაგედიით არ დასრულებულა. უბრალოდ, ბელორუსის მოქალაქეს რიწის ტბის მიდამოებში გზა აებნა და სამი დღეღამე დაკარგული ყო. ბოლოს ბოლოხოვმა ანატოლიმ გზა ნახა და სამშვიდობოს გამოვიდა.

http://www.ghn.ge

 

დატოვე კომენტარი