რამდენიმე დღიანი შესვენების შემდეგ, საქართველოში თოვლი ისევ მოვიდა. დედაქალაქში თოვლის საფარი არაა, თუმცა დიდთოვლობის გამო, გუდაური-კობის მონაკვეთზე ზვავსაშიშროებაა.
გუდაური-კობის მონაკვეთი ჩაკეტილია და ზვავსაშიშროების გამო, ტექნიკა აღნიშნულ მონაკვეთში გზის გასაწმენდად ვერ შედის. დაბა გუდაურამდე მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. შეზღუდვებია ნაქერალასა და გომბორის უღელტეხილებზე, სადაც მოძრაობა ეკრძალებათ მისაბმელიან და ნახევრადმისაბმელიან სატრანსპორტო საშუალებებს. რიკოთის უღელტეხილზე კი, მოძრაობა დასაშვებია ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის. გზების გამწმენდი სამუშაოები 24 საათის განმავლობაში მიმდინარეობს.