RSS

მცურავ კუნძულს წყალში 2013 წლის ბოლოს ჩაუშვებენ

27 ივნ

მცურავი კუნძული პირველი დამსვენებლების მიღებას 2013 წლის ბოლოდან დაიწყებს. მობილური კუნძულის შექმნის იდეა ავსტრალიურ კომპანია Orsos Island GmbH -ს ეკუთვნის, რომელიც პროექტზე მუშაობას უკვე შეუდგა. კუნძულის სიგანე 20 მეტრი, ხოლო სიგრძე 37 მეტრი იქნება.

კუნძულზე ყველაფერი მოეწყობა იმისათვის, რომ ტურისტთა ჯგუფმა თავი კომფორტულად იგრძნოს და მცურავ კუნძულზე დასვენებით კმაყოფილი დარჩეს. კუნძული ერთდროულად 12 ტურისტის მიღებას შეძლებს. მცურავი კუნძულის შექმნის იდეის ავტორები აცხადებენ, რომ კუნძულზე დასვენება უფრო კომფორტული იქნება ვიდრე ლუქსი კლასის იახტაზე დასვენება, რადგანაც კუნძულზე მოეწყობა ჯაკუზები, დიდი პლაჟები მზის აბაზანის მისაღებად. კუნძულზე განთავსებული იქნება ასევე მცურავი კუნძულის ეკიპაჟის წევრების საცხოვრებელი ადგილებიც.

Orsos Island-ში აცხადებენ, რომ მცურავ კუნძულზე დასვენება გაცილებით იაფი იქნება ვიდრე იახტის დაქირავება.

მობილური კუნძულის შექმნა ავსტრალიურ კომპანიას 3,6 მლნ ევრო უჯდება.

http://www.ghn.ge

 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s