ოლიკო ცისკარიშვილი
Daily Archives: 18/06/2012
სამწევრისის დედათა მონასტერი
მტკვრის აუზში, ქარელის რაიონში, სოფელ სამწევრისის მახლობლად, მთის ერთ-ერთ კონცხზე აღმართული იყო დიდი ციხედარბაზი. სამწევრისის ციხე-დარბაზს დიდი ფართობი ეკავა. სასახლეებისა და სხვა შენობათა ნანგრევებში დღესაც იგრძნობა ოდესღაც კოლოსალურ ნაგებობათა სიდიადე. დროთა ვითარებაში ყველაფერი ისე უმოწყალოდ დანგრეულა, რომ შეუძლებელია თავდაპირველი სახის დადგენა.
სამწევრისი
ძველი ქართული ხელოვნების შედევრი, VII ს. ტაძარი სამწევრისი წრომის მახლობლადაა (ქარელის რაიონში, მისგან სულ რამდენიმე კილომეტრის დაშორებით) მტკვრის მარჯვენა ვაკე ნაპირზე. სამწუხაროდ, დაკეტილი დაგვხვდა. ეკლესია 1940 წელს მიწისძვრამ სანახევროდ დაანგრია, მაგრამ მთლიანად აღადგინეს ძველებური სახით 1952-1953 წწ. არქ. ლ.ხიმშიაშვილის პროექტითა და ხელმძღვანელობით.