შრილანკაში 37 ათასი წლის წინანდელი ადამიანის ჩონჩხი აღმოაჩინეს. ეს აღმოჩენა შეიძლება იმის მტკიცებულება გახდეს, რომ უძველესი ადამიანი „Homo sapiens“ აზიის ტერიტორიის მცხოვრები ყოფილიყო. არქეოლოგების ინფორმაციით, ნეშთი ფა ხიენის გამოქვაბულში აღმოაჩინეს.
Daily Archives: 20/06/2012
რუისის ღვთისმშობლის ტაძარი
რუისის ღვთისმშობლის ტაძარი ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისის შუაგულშია. ტაძარი ჯვარ-გუმბათოვანია (27,3X19,6 მ; სიმაღლე 23,2 მ). თავდაპირველი ნაგებობიდან შემორჩენილია გეგმის ძირითადი მონახაზი და შენობის აღმოსავლეთი ნაწილი. ეკლესია თავდაპირველად ნაგები ყოფილა კარგად გათლილი, თანაბარი ზომის მოყვითალო მომწვანო და იასამნისფერი ქვიშაქვის კვადრებით. გადმოცემით, რუისის ტაძარი ვახტანგ გორგასალს აუგია.