RSS

დოდო გარეჯელის ტაძრის სასწაულები

14 ივნ

This slideshow requires JavaScript.

ოლიკო ცისკარიშვილი

ცოტამ თუ იცის, საგარეჯოდან რამდენიმე კილომეტრში, დავით გარეჯისკენ მიმავალ გზაზე, დოდო გარეჯელის მონასტრის არსებობა. კლდეზე შეფენილი სენაკები და ეკლესიები შორიდანვე უჩვეულო სანახავია. მესამე წელია ამ სენაკებში ბერ-მონაზვნებმა დაიდეს ბინა. სამონასტრო კომპლექსი საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. ბერებმა გაწმინდეს და გაასუფთავეს, თავად აღადგინეს სენაკები, ამუშავებენ ყამირ მიწას. წყალს კი კილომეტრებიდან ეზიდებიან.


მეექვსე საუკუნის ტაძარში, სამი წლის წინ, პირველად ჩატარდა წირვა-ლოცვა.
მამა პეტრეს თქმით, ტაძარი, სადაც უნიკალური სენაკები და ბერ სადგომები, უძველესი ფრესკებია დაახლოებით მერვე საუკუნის, მე-17 საუკუნიდან მიტოვებული იყო.
სადაც ცხოვრობდა და მოღვაწეობდა წმ. მამა დოდო გარეჯელი. შედგება სხვადასხვა დროის (VI – XVIII სს. ჩათვლით) გამოქვაბული კომპლექსებისაგან. გადმოცემის თანახმად, გარეჯელ მამებს შეუერთდა სათნოებით ცნობილი ბერი დოდო, ერისკაცობაში – კახელი თავადი, გვარად ანდრონიკაშვილი, რომელიც ბერად შედგომის შემდეგ ნინოწმინდაში განმარტოებით მოღვაწეობდა. როცა მამა დავითმა დაინახა „სიმახვილე დოდოს გონებისა საღმრთოსა შინა“, შესთავაზა, მოპირდაპირე კლდის წვერზე სენაკები გაეშენებინა და თან წაეყვანა მეუდაბნოეთა ნაწილი. ღირსმა დოდომ კლდის წვერზე ორასზე მეტი სენაკი ააგო, მოგვიანებით კი ღვთისმშობლის ტაძარიც ააშენა. ასე ჩამოყალიბდა გარეჯის კომპლექსის ერთ-ერთი განშტოება – დოდოს რქა.
მთავარი დარბაზული ეკლესია და სატრაპეზო გარეჯის საერთო აღმავლობის პერიოდს – XI-XIII საუკუნეებს განეკუთვნება. განსაკუთრებით საყურადღებოა კლდეში გამოკვეთილი წმ. დოდოს მცირე ეკლესია, რომლისაგანც შემორჩენილია საკურთხევლის აფსიდის კონქი, კლდეში გამოკვეთილი უყელო გუმბათი, ჩდილოეთი კედელი და დასავლეთი ნართექსის კედლის ნაწილი. კონქში შემონახულია მხატვრობის ერთ-ერთი საქართველოში ყველაზე ადრინდელი (VIII-IX სს.) და მნიშვნელოვანი ნიმუში.
ისტორიული წყაროების თანახმად, XII-XV საუკუნეებში დოდოს რქა სამეფო მონასტერი იყო. 1424 წელს ალექსანდრე I-მა დავითგარეჯთან ერთად შესწირა მცხეთის საკათალიკოსო სვეტიცხოვლის ეკლესიას. XIII-XVIII საუკუნეებში გარეშე მტრების (მონღოლების, თემურლენგის, თურქების, ირანელებისა და ლეკების) შემოსევისა და ბატონობის შედეგად დაქვეითდა ბევრჯერ დაცარიელდა. დოდოს რქის მონასტერი ეპარქიქლურად რუსთაველის საეპისკოპოსოში შედიოდა. XV-XVII საუკუნეებში კათოლიკოს-პარტიარქს ემორჩილებოდა, შემდეგ 1760 წლამდე – ნინოწმინდელ ეპიკოპოსს. 1760 წელს დავითგარეჯს შეუერთეს.

“როგორც აქ გააფუჭეს წარმართებმა ფრესკები, ასევე გააფუჭეს დავით გარეჯში,” _ წუხს ერთ-ერთი ბერ-მონაზონი.
დოდო გარეჯის ტაძარში უძველესი ფრესკების ხილვა ვერ შევძელით (მე-8-9 საუკუნეებში შექმნილი ფრესკების გადაღება მხოლოდ შორიდან მოვახერხეთ). მეექსე საუკუნეში, დოდოს გარდაცვალების შემდეგ, ტაძარს ზევიდან ჯვარგუმბათოვანი დაედგა. დოდოს მონასტერში, მას შემდეგ, ფრესკებიც მოიხატა. თავად ეკლესია მეექვსე საუკუნის 30-იანი 40 წლებისაა. მამა პეტრეს თქმით, დავით გარეჯელის თბილისიდან გადმოსვლასა და დოდო გარეჯელის აქ მოსვლას შორის, ერთი წელია განსხვავება.
“უძველესი ფრესკა მერვე საუკუნისაა, მანამდე არ ყოფილა ფრესკა. დოდოს ტაძარშია ერთ-ერთი პირველ ფრესკათაგანი – უფლის ფრესკაა, ღვთისმშობლის მოციქულის, თუმცა მათ გაფუჭებული აქვს თვალები, სახეები,” _ ამბობს მამა პეტრე.
ეს გზები სულ ხელით გავაკეთეთ. დიდი თოვლი იცის, ძლიერი ყინვები, მაგრამ ხალხი არ უშინდება, მთავარია რწმენა გვაქვს. 30 მაისს მესამე დოდო გარეჯობა ჩატარდა. მე-17 საუკუნის შემდეგ აქ წირვა-ლოცვა არ ჩატარებულა, გვიყვება მამა პეტრე და რამდენიმე ხნის წინ, ეკლესიაში, ლოცვის დროს სასწაულებზე გვიყვება – ლოცვისას გამოისახა წმინდანთა სახებები და საკურთხეველთან ხუთი შარავანდედი, საკურთხევლის ჭერზე კი უშველებელი ჯვარი, რომლის გადაღების საშუალება, სამწუხაროდ, არ მომეცა.
ეკლესიის ჭერი, რომელიც მხოლოდ გაჯითაა ნალესი, შორიდანვე ჩანს ლაქისმაგვარი სიშავე, ფოტოს გადაღებისას, უფლის სახე აისახა. მამა პეტრე, დოდო გარეჯელის ტაძარში ამ მოვლენებს სასწაულებრივს უწოდებს.

 

Advertisements
 

კომენტარის დატოვება

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google photo

You are commenting using your Google account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s