თბილისში გამოწვეულმა სტიქიურმა მოვლენებმა, წყალდიდობამ ქალაქში არაერთიპრობლემა გამოიწვია. ვერმონტის ჯანდაცვის ოფიცალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ წყალი ვერ იქნება უსაფრთხო წყალდიდობის შემდეგ, ის შეიძლება დაბინძურებული იყოს ბაქტერიებით, მიკროორგანიზმებით, ქიმიკატებით ან სხვა ნივთიერებებით, რომლებმაც შესალოა მოასახლეობის ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
ვიდრე სპეციალისტები დაადგენენ წყლის უსაფრთხოებას, მოსახლეობამ ყურადღება უნდა მაიქციოს წყლის ფერსა და სუნს. აუცილებელია წყლის გადადუღება, მინიმუმ ერთი წუთით, რათა ის გამოყენებულ იქნას სასმელად, საჭმლის მოსამზადებლად, ხილის ან საკვების გასარეცხად.



