RSS

Daily Archives: 07/02/2012

შავი ზღვა გაიყინა

უძლიერესი ყინვის გამო შავი ზღვა გაიყინა – სევასტოპოლი, ქერჩი, ოდესა ეს არასრული ჩამონათვალია იმ პორტებისა სადაც სანაპიროსთან წყალი მთლიანად გაყინულია. ევპატორიაში ყინულმა წყლის 2 კვადრატული კილომეტრის ფართობი დაფარა.

მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი ანომალია ისტორიას უკვე 30 წელია არ ახსოვს. ბოლო შავი ზღვა ოდესის სანაპიროსთან 1977 წელს გაიყინა.

ძლიერი ყინვის გამო, უკრაინის ყველა პორტი 15 თებერვლამდე დახურულია. ასევე დახურულია რუმინეთის ერთ ერთი უდიდესი პორტი კონსტანცა, სადაც სავი ზღვის ნაპირიდან 100 მეტრის მანძილზეა ზღვა გაყინული. ყინულის სისქე თითქმის 40 სანტიმეტრს აღწევს.

 

ზამთრის კურორტებზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო Les Suites de la Potinière-ია

ზამთრის კურორტებზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო Les Suites de la Potinière-ა, რომელიც საფრანგეთში ზამთრის კურორტ კუშაველშია.

ვებგვერდ Luxury-Hotels.com-ის ინფორმაციით, Les Suites de la Potinière-ში ნომრის ღირებულება 1500 ევროა.

ზამთრის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 1 Les Suites de la Potinière (საფრანგეთი, კუშაველი), 2 Aurelio Lech (ავსტრია, ლეხი), 3 Carlton Hotel (შვეიცარია, სანკტ-მორიცე), 4 Almhof Schneider (ავსტრია, ლეხი),5 Suvretta House (შვეიცარია, სანკტ-მორიცე), 6 The St. Regis Deer Valley (აშშ, პარკ სიტი), 7 Gasthof Post (ავსტრია, ლეხი), 8 The Little Nell (აშშ, ასპანა), 9 Le Mélézin (საფრანგეთი, კუშაველი), 10 La Sivoliere (საფრანგეთი, კუშაველი).