RSS

Monthly Archives: მარტი 2012

კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაცია იწყება

მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კახეთში, კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაცია მოხდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, კურორტზე სატრეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.

Read the rest of this entry »

 

რძემჟავა პროდუქტები

ყველამ ვიცით, თუ რძეს სითბოში გავაჩერებთ, ამჟავდება. თუმცა, იმის მიხედვით,  რომელი მიკროორგანიზმები გამრავლდება ამ დროს რძეში, ამჟავებული პროდუქტი შესაძლოა ან საზიანო გამოვიდეს, ან ძალიან გემრიელი და სასარგებლო. ასე მზადდება ე.წ. „რძემჟავა პროდუქტები” – შემთბარ რძეში შეაქვთ სპეციალურად შერჩეული, სასარგებლო მიკროორგანიზმების კულტურა („დედო”), რომლებიც გამრავლებისას ახდენს რძის შემადგენელი კომპონენტების გარდაქმნას გემრიელ და უფრო ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებში. ასე კეთდება მაწონი, იოგურტი, კეფირი, არაჟანი, ხაჭო და სხვა პროდუქტები – მსოფლიოში სხვადასხვა დასახელების ასობით რძემჟავა პროდუქტი იწარმოება.

Read the rest of this entry »

 

აღმოაჩინეს ორი უძველესი ეკზოპლანეტა

ასტრონომებმა ორი უძველესი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს. მათი ასაკი 12,8 მილიარდ წელს ითვლის. ამის შესახებ ჟურნალი Astronomy and Astrophysics-ი იუწყება. კვლევის ფარგლებში მეცნიერები ვარსკვლავების ირგვლივ ისეთ პლანეტებს ეძებდნენ, რომლებიც მძიმე ელემენტებს შეიცავდნენ. Read the rest of this entry »

 

ქალი – ოჯახში წყლის ძირითადი მომხმარებელი

ოლიკო ცისკარიშვილი

ნავთობ-რესურსები უფრო მნიშვნელოვანია კაცობრიობისათვის თუ წყლის რესურსი? უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი ხმაურიანი ამბავი უკავშირდება ნავთობის საკითხს. ხმაურიანი იმიტომ, რომ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება მომენტალურად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე. წყლის რესურსს კი იშვიათად თუ გამოუწვევია ხმაური მსოფლიო ბაზარზე. წყალი, თითქოს, ნაკლებად მტკივნეულ, მაგრამ ყოველთვის აქტუალურ პრობლემად რჩება მსოფლიო მოსახლეობისთვის.

Read the rest of this entry »

 

მარნეულში ცენტრალური ნაგავსაყრელი და ნაგავგადამტვირთი სადგური მოეწყობა

მარნეულში თანამედროვე სტანდარტების ცენტრალური ნაგავსაყრელი და ნაგავგადამტვირთი სადგური მოეწყობა, მოხდება ნარჩენების შეგროვება-გატანის მიზნით კონტეინერებისა და ნაგავმზიდი სატრანსპორტოსაშუალებების შეძენა და გადამუშავების სისტემის დანერგვა.

Read the rest of this entry »

 

როგორ ჩნდება ადამიანი

ამ ვიდეომ დამშოკა…

თქვენც ნახეთ, როგორ ჩნდება ადამიანი…..

საოცრებაა 🙂

 

როგორ ავარჩიოთ რძის ნაღების პროდუქტები?

ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეარჩიოთ ესა თუ ის პროდუქტი, ხშირად გვაწვდის ინფორმაციას http://www.momxmarebeli.ge/-ს თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ პროექტის „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“  ფარგლებში. ამჟამად, მომხმარებელს ვთავაზობთ როგორ ავარჩიოთ რძის ნაღების პროდუქტები.

Read the rest of this entry »

 

“ჩვენი ფრთოსანი მეგობრები” 157-ე საჯარო სკოლაში

თბილისის 157-ე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის მასწავლებელი მარეხი ბასილიძემ საინტერესო პროექტი განახორციელა თავის პატარა მოსწავლეებთან ერთად,

ეს პროექტი პატარებს თავიდანვე უნერგავს ბუნებისადმი სიყვარულს და მოფრთხილებას.

პროექტჩვენი ფრთოსანი მეგობრები მიზანია მოსწავლეებმა მოიძიონ ინფორმაცია ფრინველების ცხოვრებისა და სარგებლიანობის შესახებ,მოისმინონ ფრინველების ჭიკჭიკი, როგორც აუდიომასალის დახმარებით, ასევე ბუნებაში, ჩანახატების სახით ან სიტყვიერად გადმოსცენ საკუთარი დამოკიდებულება ეკოლოგიისადმი, გამოუმუშავდეთ ჯგუფური მუშოაბის უნარჩვევა და  პრეზენტაციის ელემენტარული უნარი.

პროექტის მიმდინარეობა ეტაპობრივად აისახება მასწავლებლის ბლოგზე


http://marexbasilidze.blogspot.com/2012/03/blog-post.html

ჩვენი კლასის სტუმარია კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის პროფესორასისტენტი, ”ეკოფაქტისდამაარსებელი, (”ეკოფაქტშიუმთავრესად ადგილი უკავია გარემოს დაცვის პრობლემებს) ჟურნალისტი – ოლიკო ცისკარიშვილისოსელია.

ოლიკო პროექტის– ”ჩვენი ფრთოსანი მეგობრების” –თანამონაწილეა.

ჯგუფის წევრებმა აიღეს ინტერვიუ ფოტოჟურნალისტისგან,მან თავის მხრივ მითითება მისცა მოსწავლეებს ,თუ როგორ უნდა ემუშავათ სამომავლოდ. დავგეგმეთ ბუნებაში გასვლითი ტურიც (ექსკურსია).

 

გოჭი ადამიანის სახით

გვატემალაში გოჭი ადამიანის სახით დაიბადა. მაკე ღორს სულ 11 გოჭი გაუჩნდა. მათგან 10 სრულიად ჩვეულებრივად გამოიყურება, ერთს კი ადამიანის სახე ჰქონდა…