RSS

Monthly Archives: თებერვალი 2012

ევროპის სახლი, ხვალ, ფრანგ ეკო-მოგზაურებს სტუმრობს

ხვალ, პირველ მარტს, საღამოს, ევროპის სახლი სტუმრობს ფრანგ ეკო-მოგზაურებს – ვილიამ ბერბონსა და ამანდინ ბუკარს. ლაოსსა და საფრანგეთს შორის მოგზაური გარემოს დამცველები დაინტერესებულ პირებს გაუზიარებენ წყლისა და ნარჩენების მართვისა და ბიომრავალფეროვნების სფეროში მათ მიერ სხვადასხვა ქვეყანაში ნანახ საინტერესო მაგალითებსა და გამოცდილებას.


 

ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია მცირდება

ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია მცირდება, რისი მიზეზიც ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობაა.

“დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ” კანონში შესატანი ცვლილებების მიხედვით, ამჟამად ყაზბეგის ეროვნული პარკის შემადგენლობაში 8707 ჰექტარი შედის. კანონპროექტის დამტკიცების შემთხვევაში კი, ყაზბეგის ეროვნული პარტის ტერიტორია 8698 ჰექტარამდე შემცირდება.

კანონპროექტის განმარტებით ბარათში კანონპროექტის მომზადების მიზეზად, ყაზბეგის ეროვნული პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე ჰიდროენერგეტიკული პროექტის განხორციელების ხელშეწყობის აუცილებლობაა დასახელებული.

კანონპროექტის ავტორი ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროა, ინიციატორი კი მთავრობა.

 

გარემოსდამცველები დიდი ჰესების მშენებლობის პროექტების შეჩერებას ითხოვენ

გარემოსდამცველები დიდი ჰესების მშენებლობის პროექტების შეჩერებას ითხოვენ და მას ქვეყნისთვის არარენტაბელურად მიიჩნევენ.

როგორც არასამთავრობო ორგანიზაცია “მწვანე ალტერნატივას” ორგანიზებით, “კინოს სახლში” დღეს  გამართულ დისკუსიაზე გარემოსდამცველებმა განაცხადეს, ხელისუფლების მიერ 2012 წელს დაგეგმილი 15 ჰესის მშენებლობა, რომელთა შორის რამდენიმე დიდი ჰესია, საქართველოს ბიუჯეტსა და მოსახლეობას სარგებელს არ მოუტანს.

“მწვანე ალტერნატივის” თავმჯდომარის მანანა ქოჩლაძის ინფორმაციით,  ათასობით ჰექტარი ფართობის სასოფლო-სამეურნეო სავარგული და ტყის მასივი ინვესტორებს სიმბოლურ თანხად, 1 დოლარად გადაეცემათ.

მისივე თქმით, აღნიშნული პროექტები ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას ხელს არ უწყობს და არ ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარების ტარიფს.

გარემოსდამცველების განცახდებით,  გაერო-ს ეკონომიკური კომისიის მიერ გაკეთებული შეფასებით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და სომხეთის ეროვნული შეტყობინების შეჯამების შედეგად, შესაძლოა, კავკასიაში მტკნარი წყლის რესურსი შემცირდეს და აქედან გამომდინარე, ჰესების მშენებლობა  ქვეყნისთვის რენტაბელური არ იქნება.

მათი განცახდებით, ხელისუფლებამ 20-ე საუკუნის ტექნოლოგიების ნაცვლად, ენერგიის მიღების ალტერნატიული საშუალებები უნდა გამოიყენოს.

“კინოს სახლში”  გამართულ დისკუსიაში  _ “არა დიდ ჰესებს”, ოპოზიციური პარტიებისა და საზოგადოების წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.

შეხვედრის დასაწყისში ხუდონ ჰესის მშენებლობის შესახებ ფილმი აჩვენეს, რომლის განხორციელების შემთხვევაშიც, წყალქვეშ 27 სოფელი აღმოჩნდება.

http://www.epn.ge

 

დედამიწის ბიოსფეროს განადგურების მორიგი ეტაპი

გარემოს დაცვის საერთაშორისო კავშირის პრეზიდენტმა, აშოკ ხოსლამ განაცხადა, რომ დედამიწა ბიოსფეროს განადგურების მორიგ ეტაპზე გადავიდა, რომლის შედეგადაც ათასობით სახეობა გაქრება.

ყოველდღიურად, მსოფლიოში, ხანძრის შედეგად 50ჰა ტყე ნადგურდება. დღეში 20 ათასი ჰექტარი სასოფლო-სამოეურნეო სავარგულები უდაბნოდ იქცევა. ატოსფეროში, დღე-ღამეში, 60 მილიონი ტონა მხუთავი აირი გამოიყოფა, რომლის სავალალო შედეგებიც დედამიწის ყველა კუთხეზე აისახება.

კაცობრიობა თვალყურს ადევნებს მეექვსე მსოფლიო განადგურებას, რომლიც მას შემდეგ მიმდინარეობს, რაც დედამიწა წარმოიშვა. წინა, მეხუთე განადგურების ციკლმა დინოზავრების გადაშენება გამოიწვია. 2050 წელს დედამიწაზე თევზის ყველა სახეობა გაქრება.

დღეისთვის, ცხოველებისა და მცენარეების 19.6 ათასამდე სახეობა გადაშენების პირასაა. ბოლო ორი ათწლეულის განმავლობაში, ის სახეობები, რომლებიც გადაშენების პირას იყვნენ, მათი რაოდენობა გაორმაგდა.

 

შავი ზღვა გაიყინა

უძლიერესი ყინვის გამო შავი ზღვა გაიყინა – სევასტოპოლი, ქერჩი, ოდესა ეს არასრული ჩამონათვალია იმ პორტებისა სადაც სანაპიროსთან წყალი მთლიანად გაყინულია. ევპატორიაში ყინულმა წყლის 2 კვადრატული კილომეტრის ფართობი დაფარა.

მეტეოროლოგები აღნიშნავენ, რომ ასეთი ანომალია ისტორიას უკვე 30 წელია არ ახსოვს. ბოლო შავი ზღვა ოდესის სანაპიროსთან 1977 წელს გაიყინა.

ძლიერი ყინვის გამო, უკრაინის ყველა პორტი 15 თებერვლამდე დახურულია. ასევე დახურულია რუმინეთის ერთ ერთი უდიდესი პორტი კონსტანცა, სადაც სავი ზღვის ნაპირიდან 100 მეტრის მანძილზეა ზღვა გაყინული. ყინულის სისქე თითქმის 40 სანტიმეტრს აღწევს.

 

ზამთრის კურორტებზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო Les Suites de la Potinière-ია

ზამთრის კურორტებზე მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული სასტუმრო Les Suites de la Potinière-ა, რომელიც საფრანგეთში ზამთრის კურორტ კუშაველშია.

ვებგვერდ Luxury-Hotels.com-ის ინფორმაციით, Les Suites de la Potinière-ში ნომრის ღირებულება 1500 ევროა.

ზამთრის კურორტებზე ყველაზე ძვირადღირებული სასტუმროების ჩამონათვალი ასე გამოიყურება: 1 Les Suites de la Potinière (საფრანგეთი, კუშაველი), 2 Aurelio Lech (ავსტრია, ლეხი), 3 Carlton Hotel (შვეიცარია, სანკტ-მორიცე), 4 Almhof Schneider (ავსტრია, ლეხი),5 Suvretta House (შვეიცარია, სანკტ-მორიცე), 6 The St. Regis Deer Valley (აშშ, პარკ სიტი), 7 Gasthof Post (ავსტრია, ლეხი), 8 The Little Nell (აშშ, ასპანა), 9 Le Mélézin (საფრანგეთი, კუშაველი), 10 La Sivoliere (საფრანგეთი, კუშაველი).

 

გაყინული წვიმა ლივერპულში

შაბათს, 4 თებერვალს, ლივერპულში გაყინული წვიმა მოვიდა. ეს გამოიწვია დიდი  ბრიტანეთის უჩვეულო ამინდმა. წვიმის გაყინვა ძალზე იშვიათია დიდ ბრიტანეთში. ლივერპულელი ნიკ როვლანდი ამბობს, რომ 20 წლის განმავლობაში გაყინული წვიმა 2-ჯერ ნახა.

This slideshow requires JavaScript.

დიდი ბრიტანეთისთვის თბილი ამინდი ჩვეულებრივი მოვლენაა. ჰაერის მასები მექსიკის ყურედან მოდის, გადაკვეთავს ატლანტის ოკეანეს და თბილი რჩება. თუმცა, ამ ბოლო დღეების განმავლობაში, როგორც ევროპის ყველა ქვეყანაში, დიდ ბრიტანეთშიც მკვეთრად დაეცა ჰაერის ტემპერატურა, აღმოსავლეთის ევროპიდან წამოსულმა ცივი ჰაერის მასებმა ტემპერატურის ნულს ქვემოთ დაცემა გამოიწვია. ასეთი ამინდი იყო ლივერპულში, როცა დასავლეთიდან წამოსული თბილი ჰაერის მასები შეეჯახა ცივ ამინდს და ცაში ფიფქები გამოჩნდა. ეს თოვლი, როგორც კი მოხვდა თბილი ჰაერის მასებში, ჯერ წვიმად მოვიდა,მაგრამ შემდე წვიმა ყინულად გადაიქცა, როცა მიაღწია ცივ ჰაერს მიწასთან ახლოს.

 

ტურისტებისათვის ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქი – ლუანდა

ანგოლის დედაქალაქი ლუანდა უკვე მეორე წელია ტურისტებისათვის ყველაზე ძვირადღირებულ ქალაქად სახელდება.

რეიტინგში მეორე ადგილზე ჩადის დედაქალაქი ნჟამენაა, ხოლო შემდეგ მოდიან მოსკოვი და ჟენევა, წერს ბრიტანული გამოცემა Telegraph-ი.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ლუანდაში ერთი თვით ორ ოთახიანი ბინის ქირაობა 5 ათასი დოლარი ღირს, ხოლო რესტორანში ვახშმობა ორ პერსონაზე არანაკლებ 50 დოლარი. ლუანდაშიერთი კგ. პომინდორის ღირებულება კი 16 დოლარია. უბრალო სასტუმრო, ერთი ღამით კი 400 დოლარი ღირს.

აღსანიშნავია, რომ ლუანდაში სიგარეტზე მაღალი ფასები არ არის, რადგანაც ქალაქში ერთი კოლოფი სიგარეტი 1,5 დოლარი ღირს.

რეიტინგის პირველ ათეულში მოხვდნენ ასევე სინგაპური და სან-პაულო.

ძველ რეიტინგებში ბრიტანეთის დედაქალაქი მეორე ადგილზე იყო, თუმცა ახალ რეიტინგში ლონდონმა მე-18 ადგილზე გადაინაცვლა.

 

 

ტურისტები ყველაზე მეტად თავისუფლების ქანდაკება აინტერესებთ

თავისუფლების ქანდაკება, სან-ფრანცისკოს ხიდი “ოქროს კარიბჭე”, საფრანგეთის ეიფელის კოშკი და ლონდონის ბიგ ბენი ლიდერობენ იმ ღირსშესანიშნაობათა სიაში, რომლებითაც ტურისტები ყველაზე მეტად ინტერესდებიან. ონლაინგამოკითხვა ჟურნალმა Travel+Leisure-მა ჩაატარა და გამოავლინა ის ადგილები, რომლებიც მსოფლიოს მასშტაბით ტურისტებს იზიდავენ.

რეიტინგის ათეულში მოხვდა ასევე რომის კოლიზეუმი, ჩიკაგოს მილენიუმის პარკი, წმინდა პეტრეს ტაძარი რომში, შენობა Swiss Re ლონდონში და ხაი-ლაინ პარკი ნიუ-იორკში.