წარმოგიდგენთ ბლოგების კონკურსის აპრილის თემას კატეგორიაში – ლექსიკონი
“როგორ საუბრობენ მეწარმეები? “
Read the rest of this entry »წარმოგიდგენთ ბლოგების კონკურსის აპრილის თემას კატეგორიაში – ლექსიკონი
“როგორ საუბრობენ მეწარმეები? “
Read the rest of this entry »ნამაჰვანჰესის წინააღმდეგ რიონის მცველები 169 დღე იბრძოდნენ, 11 აპრილს, მათ პოლიციამ კარვები დაუშალა და გადაადგილების უფლებას არ აძლევენ. ის ადგილი, სადაც პროტესტანტებს კარვები ჰქონდათ გაშლილი, ტრაქტორით გადახნეს. ენკას წარმომადგენლები კი ამტკიცებენ, რომ ტერიტორია კომპანიის საკუთრებაა. აქციის მონაწილეთა უმრავლესობამ ღამე ღია ცის ქვეშ გაატარა.
ცოტა ხნის წინ, პოლიციასთან დაპირისპირების შედეგად, აქციის მონაწილეები ქუთაისისკენ, ენკას ოფისისკენ დაიძრნენ, რათა იქ გააგრძელონ პროტესტი.
“მწვანე ალტერნატივის” წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს: ხშირად საუბრობენ იმაზე, ნამახვანჰესთან დაკავშირებით რა არის ძირითადი პრობლემა – მიწის გადაცემა, ეკოლოგია თუ ხელშეკრულების შინაარსი. სინამდვილეში, სამივე ეს საკითხი ერთმანეთთან არის დაკავშირებული და ზეგავლენას ახდენს ერთმანეთზე.
ოლიკო ცისკარიშვილის პოეტური კრებული „მზეს ველოდები“ პანდემიის დროს დაწერილი ლექსებია. როგროც ავტორი ამბობს, პოეზიით ებრძოდა პანდემიის გამო თავსდატეხილ პრობლემებს. კრებული ილუსტრირებულია მხატვარ გელა ღაჭავას ნახატებით. წიგნის პირველ გვერდზე თავად ავტორის გადაღებული ფოტოა. „ეს პანდემიური ავტოპორტრეტი“ – ამბობს ავტორი.
გამომცემლობა “ჩემი გამომცემლობა” ახალ წიგნებს სთავაზობს მკითხველს. ოშო რაჯნიშის „შეშლილის ჩანაწერები“ და „ადამიანის სიტყვები უსიტყვოდ“ ფაქტობრივად ოშო თავის ცხოვრებაზე გვიყვება. ამ მცირე წიგნის გვერდებზე მკითხველი შეხვდება გასხივოსნებულ ოსტატს, ბრახვან შრი რაჟნიშს. ის გვეუბნება, რომ ჩვეულებრივი ადამიანია, ისეთივე, როგორც ჩვენ, მხოლოდ ერთი განსხვავებით. მისი სახლის ძიება დასრულებულია: მან გამოიღვიძა. ასევე ბრახვანი ამბობს, რომ მან თავისი სიცოცხლე მიუძღვნა იმას, რომ დახმარებოდა სხვებს გამოღვიძების სიხარულის განცდაში. ამ წიგნშივეა დხარმა ჯიოტის, ოშოს ერთ-ერთი სანიასინის დღიურები, სათაურით „ათი ათასი ბუდა“, სადაც მკითხველი სხვანაირ ოშოს გაიცნობს, ისეთს, როგორიც იყო თავის მოწაფეებთან, ადამიანებთან, ბუნებასთან.
Read the rest of this entry »წყლის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა 1992 წელს რიო-დე-ჟანეიროში გარემოს დაცვისა და მის განვითარებაზე გაერთიანებული ერების კონფერენციაზე გაჩნდა. ამ დღის აღნიშვნა, კი 1993 წლის 22 მარტიდან დაიწყეს. თითოეულ ქვეყანას მოუწოდებდნენ, რომ წყლის რესურსების დღე აღენიშნათ. ყოველ წელს გაერო ახალ კოორდინტორს ირჩევს, რომელიც პასუხისმგებლია ახალი თემის მომზადებაზე, წყლის დღესთან დაკავშრებით. საერთაშორის წყლის დღის ჩატარების მთავარი მიზნებია:- მივმართოთ შესაბამის ზომებს იმ პრობლემასთან დაკავშირებით რასაც სასმელი წყალი ეწოდება
– მივაწოდოთ საზოგადოებას ინფორმაცია, რაოდენ მნიშვნოლოვანია მტკნარი წყლის რესურსები და წყლის რესურსები.
– ამ დღესასწაულისთვის მივიზიდოთ მთავრობა, საერთაშორისო სააგენტოები, არასამთავრობო და კერძო სექტორები.
22 მარტი არის უნიკალური შესაძლებლობა შევახსენოთ საზოგადოებას თუ როგორი მნიშვნელოვანია გავუფრთხილდეთ წყალს.
15 მარტს მსოფლიო მომხმარებლის უფლებების დღეს აღნიშნავს. სამწუხაროდ,
წლიდან წლამდე იმის გამეორება გვიწევს, რომ საქართველოში მომხმარებელი ძალზე
დაუცველია.
ოლიკო ცისკარიშვილი
საქართველო, როგორც ზედაპირული, ისე მიწისქვეშა (მათ შორის თერმული და სამკურნალო მინერალური) წყლის რესურსებითაა მდიდარი. ზედაპირული წყლები წარმოდგენილია შავი და კასპიის ზღვის აუზების მდინარეებით, ბუნებრივი და ხელოვნური ტბებითა და წყალსაცავებით.
Read the rest of this entry »
ია კვარაცხელია

covid19-მა, „მსოფლიო 21-ე საუკუნეში, ახალმა ვირუსმა ადამიანები აიძულა საკუთარი ცხოვრების რუტინა შეეცვალათ. მსოფლიოს მოსახლეობის ცხოვრების წესი მთლიანად შეიცვალა.
უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 99.544.213-ია, დაღუპულთა რაოდენობა კი 2.134.525; გამოჯანმრთელებულები 71.325.607 აღწევს, საქართველოში კი ასეთი სურათია: დაინფიცირებულია 253,518 ადამიანი, მათ შორის გამოჯანმრთელებულია – 242,085; გარდაცვლილთა რიცხვი კი – 3,055; საბედნიეროდ, საქართველოში, დაინფიცირებულთა რიცხვი ნელ-ნელა მცირდება.
Read the rest of this entry »
გიორგი მაკარაშვილი
2020 წელი განსაკუთრებულად რთული წელი იყო კაცობრიობისთვის. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა შეზღუდვებმა, რომლებიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ვრცელდებოდა, ადამიანების ყოველდღიური ყოფა და აქტიური ცხოვრება, თვეობით სახლში ჯდომამ ჩაანაცვლა, რის გამოც ადამიანებმა დაკარგეს სამსახური. „ბიზნესისა და ადამიანთა უფლებების მართვის ცენტრის“ ინფორმაციით, მსოფლიოს გარშემო სულ მცირე 25 მილიონმა ადამინმა დაკარგა სამსახური. უმუშევრობის მაჩვენელი საქართველოშიც გაიზარდა. „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ ინფორმაციით, 2020 წლის III კვარტალში უმუშევრობა 0.7 %-ით გაიზარდა. ეს ყველაფერი მარტივი შესამჩნევია თბილისის ქუჩებშიც.
Read the rest of this entry »ეკოფაქტი, გილოცავთ ახალ 2021 წლის შემობრძანებას,
ძველად, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ამიტომ გადავწვიტეთ, მოგიყვეთ ამ ტრადიციების შესახებ.
Read the rest of this entry »