2020 წელი სირთულეებით და გამოწვევებით სავსე წელი იყო. მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში ძალიან ბევრი ადამიანი ეკონომიკურ და სოციალურ პრობლემებს ებრძვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქტიური მოქალაქეების, სამოქალაქო ღირებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობების წარმოჩენა. სწორედ ამ მიზანს ემსახურება კამპანია „ეს ქვეყანა შენია“ (გაიზიარე პასუხისმგებლობა). კამპანია მიმდინარებს „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში და ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ ფინანსდება.













