ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საგრძნობლად გაიზარდა შესაფუთი მასალების წილი- პლასტიკა, მუყაო, ქაღალდი, ფერადი მეტალები საქართველოს ქალაქებისთვის საყოფაცხოვრებო ნარჩენების საერთო ნაკადში საგრძნობლად გაიზარდა საკვები და მცენარეული ნარჩენი, მაკულატურა, პოლიმერიული მასალები, მინა და სხვა. მინა – ისეთი ალკოჰოლური სასმელებისა და სხვადასხვა ლოუსების მოხმარების ზრდამ, რომლებიც ჩასხმულია არასტანდარტულ შუშის ბოთლებში და არ მიიღება მინის ჩასაბარებელ პუნქტებში, მკვეთრად გაზარდა მინის ნამსხვრევების რაოდენობა. ასეთი ტიპის ნარჩენების შეგროვებისა და შემდგომი გადამუშავების შედეგად მიიღება სხვადასხვა ფრაქციის მინის ფხვნილი, მინის ნაწარმი და სამშენებლო მასალები. ზოგიერთ ქვეყნებში მინის ნარჩენების განცალკევებული შეგროვებით დაკავებული არიან სპეციალიზირებული საწარმოები: ამერიკის შეერთებულ შტატებში მინის მწარმოებელ ფირმებს გააჩნიათ სპეციალური შემგროვებელი პუნქტები. ხოლო, მინის ნამსხვრევების სორტირებისა და გადამუშავების დანადგარები, როგორც წესი დამონტაჟებულია უშუალოდ მინის ქარხნებში. გერმანიაში ფირმებს, რომლებიც დაკავებულები არიან მინის ნარჩენების შეგროვებით, მინის ქარხნებში ეს ნედლეული უკვე წინასწარ დამუშავებული და შესაბამის ზომებად დამსხვრეული შეაქვთ. უნგრეთში მინის ნარჩენების, ისევე, როგორც სხვა მეორად ნედლეულს, აგროვებენ ორგანიზაციები. ნარჩენები გროვდება, როგორც სპეციალურ სტაციონალურ კონტეინერებში, ასევე აქ იყენებენ „მოძრავ“ მეთოდს, რომელიც ასევე გულისხმობს წარმოებებისა და დასახლებული უბნების რეგულარულ შემოვლებს.
თუშეთში ბანკომატი – ია ჩრდილოეთ პოლუსზე
დაიწყო ზაფხული და თუშეთსაც მიაშურა უამრავმა საზღვარგარეთელმა თუ ადგილობრივმა ტურისტმა. თუშეთის განუმეორებელი ლანდშაფტითა და უამრავი უნიკალური ძეგლით მოხიბლული ტურისტი, ასევე უამრავ პრობლემას აწყდება. ცივილიზაციისგან მოწყვეტილნი ხშირად გამოუვალ მდგომარეობაში ხვდებიან. თუშეთში სხვა პრობლემებთან ერთად, არ არის გამართული სამედიცინო მომსახურება, მაღაზია, 50 სოფლიდან მხოლოდ ორში ფუნქციონირებს, არ არის ბენზინგასამართი სადგურები, რომ აღარაფერი ვთქვათ ბანკებზე და ბანკომატებზე. უცხოელი ტურისტები, ხშირად ბედის ანაბარად რჩებიან და მხოლოდ კეთილი თუშების გულისხმიერების წყალობით აღწევენ მთიდან თავს.
სკოლის მიმდებარე შესასვლელსა და ნაძვნარს საფრთხე ემუქრება…
თბილისის 157-ე საჯარო სკოლას, რომელიც ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლად ითვლება,ორი შესასვლელი აქვს -ერთი ცენტრალური, მეორე – სათადარიგო. სკოლის მოსწავლეთა და მასწავლებელთა თქმით, სათადარიგო ანუ გვერდითი შესასვლელით სარგებლობენ სკოლის მოსწავლეები, მასწავლებლები და უმწეობი, რომლებიც თითქმის ყოველ დღე დადიან სადილად,სკოლის ერთ -ერთ კორპუსში განთავსებულ უმწეოთა სასადილოში. ამ გზით მათ გაცილებით ეადვილებათ სასადილომდე მისვლა და არც სასწავლო პროცესს უშლიან ხელს. თუმცა ადგილობრივი მცხოვრებლებისა და სკოლის თანამშრომელთა განცხადებით, სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ერთ-ერთმა მოსახლემ ავტოფარეხის მშენებლობა დაიწყო. სკოლის პედსაბჭომ ოფიციალურ ორგანოებს მიმართა მერიაში, თუმცა მათ განუცხადეს, რომ ეს უკვე კერძო ტერიტორიაა და ამ პიროვნებას აქვს აშენების უფლება. თუმცა მშენებლობამ სკოლის გვერდითი შესასვლელის გაუქმება გამოიწვია. ამრიგად სკოლა დარჩა ერთი ცენტრალური შესასვლელის ამარა. რაც საფრთხის მომტანია სკოლის მოსწავლეებისთვის, მასწავლებლებისთვის, უმწეოებისთვის.
შსს-ს მაშველებმა ფეხმოტეხილი ტურისტი ხეობიდან ამოიყვანეს
მიწისძვრა ყარაღაჯთან
პეტრას ციხის ტერიტორიაზე ავტომობილები გადაადგილდებიან
ავტორები: სულხან მესხიძე, ლაშა თავდგირიძე, თორნიკე პატარაია
ავტომობილები, რომლებსაც თქვენ ახლა კადრში ხედავთ ქობულეთის კულტურის ცენტრის თანამშრომელს და ამავე სამსახურის კონტრაქტორი ინდმეწარმის საკუთრებაა. ისტორიული ციხეზე გაჩერებული ერთ-ერთი ავტომობილის მფლობელი დიანა ვასაძე ამბობს, რომ მან ტრანსპორტი ტერიტორიაზე უნებართვოდ შეიყვანა და მოსალოდნელ შედეგზე არ უფიქრია. იგი განმარტავს, რომ კანონდარღვვა მიზანმიმართულად არ ჩაუდენია და ავტომობილი აღნიშნულ ტერიტორიაზე მუსიკალური ინსტრუმენტების ახლოს მიტანის მიზნით შეიყვანა. მისი მტკიცებით, აკრძალვის შესახებ ციხის მეთვალყურეს მითითება არ მიუცია.
საპირისპიროს ამტკიცებს პეტრას ციხე-სიმაგრის მეთვალყურე. მერი მჟავანაძის განცხადებით, ციხის ტერიტორიაზე ავტომობილების შეყვანა დაუშვებელია. იგი აქვე განმარტავს, რომ ავტომობილების მფლობელები აკრძალვის შესახებ გააფრთხილა, თუმცა უშედეგოდ.
„ძეგლს, რომელსაც თავისი მნიშვნელობით საქართველოში ანალოგი არ აქვს, მასზე ავტომობილებით გადაადგილება ყოვლად დაუშვებელია“, – ასე აფასებს ფაქტს აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს უფროსი ბიძინა აფხაზავა.
ისტორიული პეტრას ციხესიმაგრე საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინსიტროს ბალანსზეა. რა რეაგირებას მოახდენს უწყება აღნიშნულ ფაქტზე, ჩვენთვის უცნობი დარჩა. სამინსიტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს დღის განმავლობაში ვერ დავუკავშირდით. საკითხზე დღეს განმარტებების არ გააკეთეს ციხეზე მყოფმა ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლებმა.
ზოოპარკში პითონების მატებაა :)
თბილისის ზოოპარკში პითონების მატებაა… თბილისის ზოოპარკის ოფიციალურ გვერდზე წერენ, რომ “ჩვენს ზოოპარკში ღუნღულებისა და ფუმფულების გარდა პრიალები და სრიალებიც მრავლდებიან. რამდენიმე დღის წინ ჩვენს ეგზოტარიუმში 2 რომბისებური პითონი გამოიჩეკა. შეიძლება ამ პატარების ჩახუტების, მოფერებისა და ჩაკოცნის მსურველი ნაკლებად გამოჩნდეს, მაგრამ ახლად გამოჩეკილ პითონიკოებს აუცილებლად უნდა მივეგებოთ, მით უფრო, რომ ეს რომბისებური პითონების გამრავლების პირველი შემთხვევაა თბილისის ზოოპარკში. ”










