ეკოფაქტი, გილოცავთ გიორგობის წმინდა დღესასწაულს. ქურმუხის წმინდა გიორგის მადლი არ მოგკლებოდეეთ თქვენ და სრულიად საქართველოს
გილოცავთ გიორგობას
თუშეთში არის ევროპის ყველაზე მაღალი სოფელი
ქართველები ხშირად ვამბობთ, ტრაბახი გვიყვარსო, არადა, გაფრთხილება და მოვლა გვეზარება, თორემ ბევრი რამ მართლაც სატრაბახო და საამაყო გვაქვს.
თუნდაც, რამდენმა ვიცით, რომელია საქართველოს უმაღლესი სოფელი და სად მდებარეობს, ვინ ცხოვრობს იქ თუ უკვე ნასოფლარადაა ქცეული?
სწორედ ამ კითხვებით მივმართეთ თსუ-ის ასისტენტ-პროფესორს, გეოგრაფ გიორგი დვალაშვილს. Read the rest of this entry »
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ლიკვიდირება შეძლეს
კულტურული მემკვიდრეობისა და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციური საინფორმაციო დაფები განთავსდა
საქართველოს და სხვა ქვეყნების კულტურული მემკვიდრეობის და ლანდშაფტურ ძეგლებზე ინოვაციური საინფორმაციო დაფები და საგზაო მიმართულების მანიშნებლები განთავსდა. აღნიშნულთან დაკავშირებით, ფონდი „ტაძრელი“ და ახალციხის მერია რაბათის ციხე-ქალაქის კომპლექსში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელებული პროექტის – „შავი ზღვის აბრეშუმის გზის კორიდორის“ პრეზენტაციას დღეს, რაბათში 17:00-ზე გამართავენ.
გაიმართა ყველის ფესტივალი 2014
ორიოდე დღის წინ, თბილისში გამოფენა “ექსპოჯორჯიას” ტერიტორიაზე გაიმართა ქართული ყველის ფესტივალი, სადაც წარმოდგენილი იყო ყველის მრავალი სახეობა, მათ შორის დამბალხაჭო, გუდა, აჭარული ჩლეჩილი, ტენილი, შებოლილი დაწნული, მეგრული სულგუნი, გამჟალია, თაფლში დავარგებული და ა.შ.
ფესტივალის სტუმრებს შეეძლოთ ყველის დაწნა-შებოლვა, ელარჯის და თაშმუჯაბის დამზადებისთვის თვალი ედევნებინათ და სასურველი ყველი დაეგემოვნებინათ.
Deutsche Welle Akademie იუსტიციის სასწავლო ცენტრში ვორქშოფები გამართა
ყვარელს, მთიდან ილია ჭავჭავაძის ძეგლი გადმოჰყურებს, რომლის ავტორი მოქანდაკე თენგიზ ღვინიაშვილია, არქიტექტორი კიაზო ნახუცრიშვილი, ჩამომსხმელი კი სანდრო ხადური, ძეგლი აქ 1968 წლის 2 მაისს აღიმართა. სწორედ, ძეგლის უკან მდებარეობს იუსტიციის სასწავლო ცენტრის კომპლექსი.
გზად 15-16 საუკუნეების ტაძრები გვხდება. ყვარლიდან იუსტიციის სახლამდე ფეხით რამდენიმე წუთში ახვალთ, თან შეგიძლიათ კახეთის უმშვენიერესი ხედებით დატკბეთ.
თსუ ეკოკლუბი ჭიათურაში ქარსაცავ ზოლს გააშენებს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკოკლუბისა და ,გეო–ეკო ალიანსისის” ორგანიზებით 6 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე გაშენებულ ქარსაცავ ზოლში 500 ძირი სხვადასხვა ჯიშის ხე დაირგვება.
თსუ ეკო კლუბის ინიციატივით ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ ითხვისის ტერიტორიაზე ქარსაცავი ზოლის გაშენება მიმდინარე წლის გაზაფხულზე დაიწყო, როდესაც ფიჭვის 300-მდე ნერგი სამ ზოლად დაირგო. გაშენებული ზოლი ქარისგან დაიცავს საავტომობილო გზატკეცილს. თავის დროზე, 90-იან წლებში არსებული ქარსაცავი მოსახლეობამ გაჩეხა. ზემო იმერეთში ზამთარში ხშირად იკეტება გზა ძლიერი ქარბუქის და ნამქერის გამო. აღმოსავლეთისა და დასავლეთის ქარებს მოხნული მიწის ფენებიც გადააქვს, რაც მიწის გამოფიტვას იწვევს.
სტორის ხეობის რეკრეაციული ადგილები
ორიოდე დღის წინ, საველე ვიზიტი შედგა თელავის მუნიციპალიტეტის, სტორის ხეობის რეკრეაციულ ადგილებში. შეხვედრის მონაწილეებმა მოინახულეს რეკრეაციული ადგილები, გაეცნენ იქ არსებულ ეკოლოგიურ და სანიტარულ მდგომარეობას, რომელიც არც თუ სახარბიელო იყო და განიხილეს რეკრეაციული ადგილების მდგრადი განვითარების საჭიროებები.
საველე ვიზიტი გაიმართა “ტყის მდგრადი მართვა საქართველოში” პროექტის ფარგლებში, რომელიც კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციათა ქსელი (CENN) ავსტრიის განვითარების სააგენტოს (ADC) ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა.
აჭარის მაღალმთიანეთში თოვლია
შეხვედრა სტუდენტებთან – ოკაცეს კანიონი
28 ოქტომბერს, სამშაბათს 15.00 საათზე თსუ-ში 1 კორპუსში 115-ე აუდიტორიაში გაიმართება საინფორმაციო შეხვედრა სტუდენტებთან “იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები და 2014 წლის ახალი პროდუქტი – ოკაცეს კანიონი”
Read the rest of this entry »








