RSS

200-ზე მეტი ადამიანი უსაფრთხოდაა. მაშველებმა ასამდე ავტომანქანაც გამოიყვანეს

atovdaშინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შსს–ს თანამშრომლებმა თოვლში ჩარჩენილი ყველა მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გამოიყვანეს.
ნინოწმინდის რაიონში საქართველო–სომხეთის დამაკავშირებელ ცენტრალურ მაგისტრალზე მეტეოროლოგიური პირობების გაუარესებისთანავე მობილიზებული იყვნენ ნინოწმინდის და ახალქალაქის რაიონული სამმართველოს თანამშრომლები. სამართალდამცველებმა თოვლში დარჩენილი 200–ზე მეტი მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს. მათი ნაწილი პოლიციელთა ოჯახებში და პოლიციის სამმართველოებში მოათავსეს და პირველადი დახმარება აღმოუჩინეს. Read the rest of this entry »

 

კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოამარაგებენ

gudauri 022შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მინისტრის გადაწყვეტილებით, კობი-გუდაურის საავტომობილო მაგისტრალზე თოვლში ჩარჩენილ მოსახლეობას საკვებით მოამარაგებენ. საკვებით მომარაგება საჭიროების მიხედვით, ამინდის გაუმჯობესებამდე გაგრძელდება.

სასმელი წყლით, საკვები და პირველადი მოხმარების პროდუქტებით დატვირთული ავტომანქანები თბილისიდან ფასანაურისკენ გავიდნენ. Read the rest of this entry »

 

ახალი წელი გერგეთზე და უღელტეხილზე დარჩენილი მგზავრები

ეს ვიდეო მოგვაწოდა პაატა ჭყონია, რომელიც ორიოდე დღის წინ ტრავერტინებთან ნამქერისა და თოვლის გამო, უღელტეხილზე ჩარჩა. მან და მისმა მეგზურებმა უხელტეხილი ფეხით გადმოიარეს. მისი თქმით, არც თუ ისე კატასტროფა იყო გზაზე, უბრალოდ, გზა არ გაწმინდეს და ხალხი შუა გზაში დატოვეს. უბრალოდ, ნიჩაბი რომ გვქონოდა გზას თავად გავწმინდავდით. მანქანების არ გაშვებამ უფრო მეტი პრობლემა შექმნა. მისი თქმით, ხვალ და ზეგ უფრო გაძნელდება ტრანსპორტის მოძრაობა Read the rest of this entry »

 

SOS: ტრავერტინებთან, ზვავებს შორის ჩარჩენილი ადამიანები ამაოდ ელიან შველას

traverta 003SOS: ტრავერტინებთან ზვავებს შორის ჩარჩენილი ადამიანები ამაოდ ელიან შველას. დაბა სტეფანწმინდიდან რამდენიმე კილომეტრში, ტრავერტინებთან, სამი ზვავია ჩამოწოლილი.

Read the rest of this entry »

 

ახალი წლის ტრადიციები საქართველოში

CiCilakiძველად, საქართველოში, ახალ წელს ოჯახებში მეკვლეები მიდიოდნენ, რომლებიც პირველად ამბობდნენ: “შემოვდგი ფეხი, გწყალობდეთ ღმერთი. ფეხი ჩემი, კვალი ანგელოზისა.”; ზოგან თოვლსაც შეყრიდნენ, ზოგან თაფლიან პურს შეჭამდნენ. საერთოდ, თაფლი საახალწლო სუფრის განუყოფელი ნაწილია, რადგან მომავალი ტკბილი ცხოვრების სიმბოლოდ ითვლება. ხევსურეთში, სადაც მეკვლეს ხატიდან ლუდი მიჰქონდა, სახლში შესვლისას მთელ ოჯახს და საოჯახო ნივთებს მოასხურებდა და იტყოდა: “აგრემც ახვავდებით, აგრემც აფუვდებით.”; მერე მიდიოდა ცეცხლთან, ჯოხს შეუჩიჩხინებდა და რამდენი ნაპერწკალიც გავარდებოდა, იტყოდა: “ამდენი საქონელი, ამდენი ქალი, ამდენი კაცი.”

Read the rest of this entry »

 
სურათი

გილოცავთ დამდეგ 2015 წელს

mestia 037

 

ბათუმში ნაძვის ხე იწვის

ნაძვის ხებათუმში ერას მოედანზე ამ წუთებში საახალწლო ნაძვის ხე იწვის. თვითმხილველების თქმით, გაურკვეველია როგორ მოეკიდა საახალწლო ნაძვის ხეს ცეცხლი და იმედოვნებენ, რომ შესაბამისი სამსახური დროულად მოახდენენ ცეცხლის ლიკვიდირებას და ხანძარი არ მოედება სახლებს.

ფოტო მოგვაწოდა როინ გუნდაძემ

გადაღებულია ხვიჩა მამულაძის მიერ

 

საახალწლო ხელოვნური ნაძვის ხეების გამოფენა თსუ-ში

konkursi25 დეკემბერს ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თსუ ეკოკლუბის მიერ ორგანიზებული კონკურსის „შექმენი საახალწლო ნაძვის ხე“ გამოფენა და დასკვნითი ღონისძიება გაიმართა.
ღონისძიებას თსუ რექტორიის მოადგილე მერაბ ელიაშვილი, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულია, კონკურსის მონაწილეები, სტუდენტები, პროფესორები, მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.

Read the rest of this entry »

 

საყდრისამდე ვერ მივაღწიეთ…

ოლიკო ცისკარიშვილი

საყდრისამდე ვერ მივაღწიეთ…

როგორ მივაღწევდით, როცა კაზრეთშივე ათობით ადამიანი თავს დაგვესხა და უაღრესად აგრესიულად ითხოვდა ჩვენს იქიდან წასვლას. ისე, რომ არც კი აინტერესებდათ ვინ ვიყავით და რა გვინდოდა… არც არავის შეუწუხებია თავი… სხვათაშორის, არც მოგვიანებით მოსულ პოლიციას, რომელიც არც კი ვიცი საიდან მოვიდა და რატომ… გვერდით მდგარნი უფრო სეირის მაყურებლის ამპლუაში იყვნენ, ვიდრე სამართალმდაცველების.

ზოგადად არ მიყვარს ამ სტილში ამბის მოთხრობა, თუმცა ეკოფაქტი მაინც ბლოგია და ამიტომ თავს უფლებას მივცემ, ამ შემთხვევაში, ოდნავ მაინც მაჯობოს ემოციამ და  ისე გითხრათ სათქმელი. თუმცა, უახლოეს მომავალში, უფრო დავწრილებით მოვუთხრობ მკითხველს. Read the rest of this entry »

 

გასულ საუკუნის დასაწყისში, აქ ადამიანებს ხვრეტავდნენ და იქვე ასაფლავებდნენ

stadioni 002ოლიკო ცისკარიშვილი

“ვაკის სტადიონი” ხშირად ასე მოიხსენიებენ, მიხეილ მესხის სახელობის ვაკის სტადიონს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციას 2009 წელს, 49 წლიანი იჯარით გადასცა, წინა ხელისუფლების დროს, თბილსის მერიამ, კერძოდ კი, გიგი უგულავამ. ამაში არაფერი იქნებოდა საგანგაშო, რომ არა ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების მიხედვით, სტადიონი მხოლოდ ფეხბურთის გუნდებს ეკუთვნით და საქვეყნოდ ცნობილი და განთქმული მერაგბეები სტადიონის გარეშე დარჩნენ. რომ არა ფეხბურთის ფედერაციის კეთილი ნება, რაგბი  ამ სტადიონზე ვერ გაიმართებოდა. ხან მინიმალურ თანხას იხდიან, ხან კი სულ უფასოდაც თამაშობენ და ერკინებიან საქართველოს მორაგბეთა გუნდი სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩამოსულ მოწინააღმდეგებს. Read the rest of this entry »