RSS

მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს

svaneTi 017შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა პოლონეთის სამი მოქალაქე მწვერვალ თეთნულდიდან უვნებლად ჩამოიყვანეს.

საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოში დაახლოებით დილით 10 საათისთვის შემოვიდა შეტყობინება მწვერვალ თეთნულდზე დარჩენილი სამი ტურისტის შესახებ, რომლებიც სასწრაფო დახმარებას საჭიროებდნენ.

Read the rest of this entry »

 

ეკონომიკურმა საბჭომ მთის კანონი მოიწონა

darTlo 027ეკონომიკურმა საბჭომ მთის კანონი მოიწონა.მაღალმთიანი რეგიონების განვითარების შესახებ კანონპროექტი, რომელიც მაღალმთიანი რეგიონის მცხოვრებლებისთვის მთელ რიგ სოციალურ და საგადასახადო შეღავათებს ითვალისწინებს, ეკონომიკურმა საბჭომ ბოლო სხდომაზე განიხილა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კანონპროექტი პარლამენტს განსახილველად უახლოეს დღეებში გადაეგზავნება.

კანონპროექტის მიხედვით, მეწარმე ფიზიკურ პირები 10 წლის განმავლობაში საშემოსავლოგადასახადისგან გათავისუფლდებიან, იურიდიული პირებს კი 10 წლის განმავლობაშიქონებისა და მოგების გადასახადის გადახდა არ მოუწევთ. ფიზიკურ პირებში ნაგულისხმევიარიან ის ადამიანები, რომლებსაც ფერმერული მეურნეობა, მაღაზია ან თუნდაც ჰოსტელისტიპის სასტუმრო აქვთ; იურიდიულ პირებში კი უფრო მსხვილი მეწარმეები იგულისხმება.

Read the rest of this entry »

 

ბორჯომში, 2008 წლის ომის შედეგად გადაწვარი, ტყის ნაწილი აღდგა

გიგლაასაქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ინფორმაციით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი გიგლა აგულაშვილი სამცხე-ჯავახეთის რეგიონს სტუმრობდა, სადაც პროგრამის – „2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებული ბორჯომის ხეობის ხელშეწყობა” ფარგლებში ფინეთის მთავრობამ და გაეროს განვითარების პროგრამამ (UNDP) სამწლიანი პროგრამის შედეგები წარადგინეს.

Read the rest of this entry »

 

ეროვნული სატყეო პროგრამის მორიგი შეხვედრა გაიმართა

კარლოდღეს, სასტუმრო “თბილისი მერიოტში” ეროვნული სატყეო პროგრამის მე-7 სამუშაო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრაზე წარმოადგინეს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების მიერ მოწვეული ექსპერტის დირკ გოლის პრეზენტაცია წინასწარ განსაზღვრული ეროვნული კონტრიბუციის ტყის კომპონენტის შესახებ, რომელიც საქართველომ უნდა წარადგინოს კლიმატის ცვლილების სფეროში მისაღები საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად.

Read the rest of this entry »

 

გადაარჩინე ფუტკარი შეინარჩუნე პლანეტა

erevano 02127 მაისს ფუტკრის დაცვის საერთაშორისო ფონდის ინიციატივით რიყეზე მსოფლიოში ყველაზე მასშტაბური ეკოლოგიური ღონისძიება გაიმართა. ფუტკრის გადარჩენისადმი მიძღვნილი ღონისძიება სხვადასხვა ქვეყნის 250 ქალაქში ერთდროულად გაიმართა

Read the rest of this entry »

 

დამოუკიდებლობის დღეს “მწვანე ქალაქში”

tamaraგუშინ, 26 მაისს, საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრომ 1600 კვადრატულ მეტრზე გადაჭიმულ ხელოვნურ მწვანე საფარზე „მწვანე ქალაქი“ მოაწყო“. იმიტირებულ ქალაქში სამინისტროს სტრუქტურული ერთეულებისა და საქვეუწყებო დაწესებულებების საქმიანობის ამსახველი საინფორმაციო სტენდები იყო განლაგებული.

Read the rest of this entry »

 

„თსუ-ეკო კლუბის“ სახალისო გამოკითხვა

გამოკითხვადღეს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საბავშვო უნივერსიტეტმა და „თსუ-ეკო კლუბმა“ რუსთაველის გამზირზე, სადაც საქართველოს დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართებოდა, ჩაატარა სახალისო გამოკითხვა, რომელის მიმდინარეობის დროსაც, მსურველებს საქართველოს რუკაზე უნდა მოენიშნათ მათთვის საყვარელი საკურორტო (დასასვენებელი) ადგილი

Read the rest of this entry »

 

ეკოფაქტი ხუთი წლისაა

myinvarisken 006დღეს, ეკოფაქტი, ერთადერთი ინტერნეტპორტალი ქართულ მედიაში, ხუთი წლის გახდა. ამ წლების განმავლობაში, ეკოფაქტზე უამრავი სტატი, რეპორტაჟი და ახალი ამბავი გამოქვეყნდა. იყო ბევრი წარმატება და ბევრი პრობლემაც… მადლობა ყველა მკითხველს, ვინც გვენდობა და ვინც გულწრფელი ქომაგია გარემოს დაცვის, ვისაც სურს ეკოლოგიური პრობლემები ნაკლები გვქონდეს, ვისაც სჯერა, რომ ეკო და სამკურნალო ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი პრიორიტეტი უნდა იყოს ქვეყნისთვის.

მადლობა ეკოფაქტის ერთგულ მკითხველს, სწორედ, მათ გამო არასდროს დავყრი ფარ-ხმალს… 🙂

 

გაიმართა საჩხერის ტურისტული რუკის პრეზენტაცია

რუკაგუშინ, საჩხერის მეორე საჯარო სკოლაში გაიმართა საჩხერის ტურისტული რუკის პრეზენტაცია. ტურისტული რუკის ავტორები არიან თსუ-ს ასისტენტ პროფესორი, გეოგრაფიის დოქტორი გიორგი დვალაშვილი და მაგისტრანტი გიორგი გულიაშვილი. თემატურად რუკაზე მოთავსებულია 115 კულტურული ძეგლი. ხუთი მღვიმე, მდინარეთა ხეობები, მწვერვალები. წარმოდგენილია სამი ტურისტული მარშრუტი, რომელსაც ადგილობრივი თუ უცხოელი ტურისტი გაივლის წელიწადის სხვადასხვა დროს.

Read the rest of this entry »

 

გარემოს ეროვნულ სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

tamaraa 001გარემოს ეროვნულ სააგენტოს დღეიდან თამარ ბაგრატია უხელმძღვანელებს.

„ჩემი მიზანია ხელი შევუწყო თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, კვლევითი პოტენციალის გაძლიერებას, საერთაშორისო თანამშრომლობის გააქტიურებას და რაც მთავარია, მოსახლოებას ჰქონდეს სრულყოფილი და ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ გარემოში უწევს ცხოვრება,“ – ამბობს გარემოს ეროვნული სააგენტოს ახალი ხელმძღვანელი თამარ ბაგრატია.

Read the rest of this entry »