სტიქიის შედეგად საგზაო-სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვალა
შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას და მოსახლეობას აცნობებს, რომ, რომ თბილისში მომხდარი სტიქიის შედეგად საგზაო–სატრანსპორტო მოძრაობა შეიცვალა და გადაადგილება შეიზღუდება შემდეგ ქუჩებზე: ბახტრიონის ქუჩასთან მდებარე გვირაბი დაკეტილია და ნაკადი ვერ იმოძრავებს ამირეჯიბის გზატკეცილის (ვერის ახალი გზა)მიმართულებით
თბილისში სტიქიას რვა ადამიანი ემსხვერპლა
ამ დროისთვის, არსებული ინფორმაციით, წუხანდელი სტიქიის შედეგად, მხოლოდ ვაკის რაიონში უსახლ-კაროდ 40-მდე ოჯახი დარჩა. მხოლოდ სვანიძის ქუჩაზე უსახლ-კაროდაა დარჩენილი 25 ოჯახი, ხოლო დანარჩენები წყნეთის ქუჩაზე.
Read the rest of this entry »
დღეს, გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა, გილოცავთ გარემოსდამცველებო
5 ივნისი გარემოს დაცვის საერთაშორისო დღეა. გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი დღის აღნიშვნა მიზნად ისახავს ადამიანთა პასუხისმგებლობის გაცნობიერებას ბუნების მიმართ, გარემოს მდგრადი განვითარებისათვის ხელშეწყობას, გარემოს შენარჩუნებისა და გაუმჯობესებისათვის ბრძოლაში საზოგადოების აქტიურ ჩართვას.2013 წლის გარემოს დაცვის საერთაშორისო დღის თემაა “დაფიქრდი, მიირთვი, დაიცავი” – Think.Eat.Save. გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამისა (UNEP) და გაეროს საკვებისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) საინფორმაციო კამპანია მიმართულია საკვების არამიზნობრივი ხარჯვის წინააღმდეგ.
გარემოს ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი სტუდენტებს შეხვდა
5 ივნისს, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა თამარ ბაგრატიამ, გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, სააგენტოში ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ილიას უნივერსიტეტისა 50-ზე მეტ სტუდენტს უმასპინძლა.
სტუდენტებს თამარ ბაგრატიამ სააგენტოს საქმიანობა თავად გააცნო, ასევე დაათვალიერებინა ლაბორატორიები და სინოპტიკოსების სამუშაო ოთახი, სადაც ონლაინ რეჟიმში გადმოიცემა სინოპტიკური პროცესები. სააგენტოს ხელმძღვანელი გარემოს დაცვით საკითხებთან დაკავშირებით სტუდენტების ხედვებსაც გაეცნო.
გარემოს დაცვის მსოფლიო დღე
5 ივნისს გარემოს დაცვის მსოფლიო დღე აღინიშნება გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით გარემოსა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრომ დილიდან სხვადასხვა ღონისძიებები გამართა.
1972 წლის 15 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 5 ივნისი გარემოს დაცვის დღედ გამოაცხადა. ამ დღეს სტოკჰოლმში გაიხსნა გაეროს კონფერენცია, რომელიც ადამიანის საარსებო გარემოს პრობლემების განხილვას მიეძღვნა.


თსუ-ს ასისტენტ პროფესორმა, გეომორფოლოგმა გიორგი დვალაშვილმა მოგვაწოდა ფოტო მასალა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ხონეს მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე დღის წინ ჩამოწოლილი ზვავის შედეგად დაკარგული სოფელ ხონეს მაცხოვრებლის, 45 წლის გიორგი შეთეკაურისა და ასევე მიმდებარე ტერიტორიის ფოტო მასალა, საიდანაც განვითარდება სტიქიური პროცესი. ამ ადგილას ჩამოვიდა უზარმაზარი თოვლისა და ყინული მასა.




