გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი თამარ ბაგრატია ჩეხ გეოლოგებსა და გეოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა. სააგენტოს ჩეხეთის მთავრობასა და ექსპერტებთან ხანგრძლივი თანამშრომლობა აკავშირებს, რაც მათ მიერ საქართველოში განხორციელებულ გარემოსდაცვით პროექტებზეც აისახება.
გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსი ჩეხ გეოლოგებსა და გეოლოგიური კომპანიის წარმომადგენლებს შეხვდა
ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირებული მართვის პროექტი
შენი აზრი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით
გადაიღე ვიდეო შენი საყვარელი ადგილიდან და გაგვიზიარე შენი აზრი კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით. ✓გააგონე შენი გზავნილი მსოფლიოს, პარიზის კლიმატის ცვლილების საერთაშორისო კონფერენციაზე. ☛ Read the rest of this entry »
გიგლა აგულაშვილი მიიჩნევს, რომ ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა აშენდეს
ვერეს ჭალაში, გმირთა მოედნის ჩათვლით, არაფერი არ უნდა ავაშენოთ, – ამის შესახებ გაზეთ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში გარემოსა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი აცხადებს.
აგულაშვილი თბილისში მომხდარი სტიქიის შესახებ საუბრობს და განმარტავს, რომ არ შეიძლება ხეობაში არათუ ახალი სახლების აშენება, არამედ იმათი აღდგენაც კი, რომლებიც იქ იყო.
ხვალ, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება
5 ივლისს, გამთენიისას, 05:00 საათზე, მდინარე მტკვრის დონის მინიმუმამდე შემცირების მიზნით, ორთაჭალჰესის საგუბარის დაცლა დაიწყება. პარალელურად მოხდება ზედაპირული დაკვირვება მდინარის ხელოვნურ და ბუნებრივ კალაპოტებში (ქვემო ფონიჭალის რკინიგზის ხიდიდან, გულუას ხიდიდან, ლოჭინის ხევში ჩანჩქერთან, გაჩიანის ხიდიდან). ბუნებრივ კალაპოტში, ქვემო ფონიჭალის მიმართულებით, ზედაპირული დათვალიერების (მორევები, კუნძულები, მდინარის გასაყრები) მიზნით, სამსაათიანი შუალედით მოხდება ქვეითი ჯგუფებისა და ნიჩბიანი ნავების დაშვება.
უკანონო თევზჭერის ფაქტი
გენმოდიფიცირებული სურსათის ეტიკეტზე ნიშანდება “გმ”-ს მითითება სავალდებულოა
1 ივლისიდან ძალაში შევიდა საქართველოს კანონი “სურსათად/ცხოველის საკვებად განკუთვნილი გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმებისა და მათგან წარმოებული გენმოდიფიცირებული პროდუქტების ეტიკეტირების შესახებ”, რომლის მიზანია მომხმარებლის ინფორმირება სურსათში გენეტიკურად მოდიფიცირებული ორგანიზმების არსებობის შესახებ.
თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის მონიტორინგი განხორციელდა
გარემოს ეროვნული სააგენტოს დაბინძურებისა და მონიტორინგის დეპარტამენტის სპეციალისტებმა მაისისა და ივნისის თვეში თბილისის ზღვის, ლისისა და კუს ტბის წყლების ხარისხის დასადგენად სინჯები აიღეს. აღებულ სინჯებში განისაზღვრა 32 კომპონენტი, გარდა დაავადებათა გამომწვევი მაჩვენებლებისა. გარემოს ეროვნული სააგენტოს აცხადებს, რომ მათი კვლევა არ შედის სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში.
თბილისის ზოოპარკში კეთილშობილი ირემი დაიბადა
“სტიქიის, თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა. გუშინ, 30 ივნისს ჩვენთან მდედრი კეთილშობილი ირემი დაიბადა.” – იტყობინება თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაცია. – “მისი დედა, ჩვენი კეთილშობილი ირმის, ყვიყვის “მეუღლე”, აზერბაიჯანელი რძალია, რომელიც შარშან მივიღეთ საჩუქრად ბაქოს ზოოპარკისგან. პატარას პირრა დავარქვით. ეს სახელი მითოლოგიურია და ჩვენთვის გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის მიერ მოვლენილი წარღვნის შემდეგ, გადარჩნენ მხოლოდ მამრი – დევკალიონი და მდედრი – პირრა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ადამიანების ახალ რასას და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენი პირრაც ახალი ზოოპარკის შექმნის საწყისი ნიშანი იქნება…






