გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში “მწვანე ალტერნატივას“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, განიხილეს ტყის მართვასთან დაკავშირებული ზოგიერთი აქტუალური საკითხი, მათ შორის საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული საქართველოს კანონების „ბიოლოგიური მრავალფეროვნების შესახებ“, „საქართველოს ტყის კოდექსი“ და „გარემოს დაცვითი შეფასების კოდექსი“ პროექტებში მოცემული გამჭოლი (ჰორიზონტული საკითხები), მათი შესაბამისობა მდგრადი მართვის პრინციპებთან და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით აღებულვალ დებულებებთან. Read the rest of this entry »
„მწავნე ალტერნატივისა“ და გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს წარმომადგენელთა შეხვედრა კვლავ აუცილებელი იქნება
მანდაეთის მღვიმეში ახალი უნიკალური მიწისქვეშა დარბაზები გამოიკვლიეს
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიზნობრივი სამეცნიერო კვლევითი პროგრამის ფარგლებში ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტზე 2015 წელს დაფინანსებული პროექტის – ,,ენდოგენური წარმოშობის ბუნების ძეგლების კვლევა-პოპულარიზაცია მდინარე რიონის აუზში“ EN/15/2015 – განხორციელებისას, გამოვლინდა საინტერესო ადგილები, მათ შორის ზემო იმერეთის ტერიტორიაზეც. Read the rest of this entry »
რა საფრთხეებს უქმნის ტრადიციულ მიწათსარგებლობას მთავრობის ახალი ინიციტივა?
მწვანე ალტერნატივას პოზიცია საჯარო რეესტრში დაურეგისტრირებელი მიწების სახელმწიფო საკუთრებაში რეგისტრაციასთან დაკავშირებული კანონპროექტის თაობაზე
2015 წლის 16 დეკემბერს საქართველოს მთავრობამ საქართველოს პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი “„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“. კანონპროექტი, რომლის ავტორი საქართველოს იუსტიციის სამინისტროა, ითვალისწინებს, ადგილზე გადამოწმების გარეშე, ყველა იმ მიწის ნაკვეთის სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრირებას, რომლებიც საჯარო რეესტრში დარეგისტრირებული არ არის. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს” შეეძლება (მაგრამ არ იქნება ვალდებული) მოითხოვოს ასეთი მიწის ნაკვეთების განკარგვისა და სარგებლობაში გადაცემის აკრძალვა. თუ ერთი წლის ვადაში დაინტერესებული პირები
ხე-ტყის მომპოვებლები თბილისის სასმელ წყალს აბინძურებენ
მდინარე ფშავის არაგვის მარჯვენა შენაკადის, კისხევის სათავეებთან, 2009 წელს გაცემული ლიცენზიის საფუძველზე, მიმდინარეობს ჭრები დამზადდება სამასალე მერქანი. ხეები იჭრება მდინარის კალაპოტის ორივე მხარეს 150-200 მეტრიან ზოლში, დაახლოებით, 30° დახრილობისფერდობებზე. სატყეო გზად მდინარის კალაპოტია გამოყენებული და მძიმე ტექნიკა იმ მდინარეში დადის, რომელიც თბილისს სასმელი წყლითამარაგებს. Read the rest of this entry »
საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის
საგადასახადო შეღავათები მაღალმთიანი რეგიონებისთვის:
➡ ფიზიკური პირებისთვის
• მაღალმთიან რეგიონში მცხოვრები და კერძო სექტორში დასაქმებული პირი, კალენდარული წლის განმავლობაში, 6000 ლარის ოდენობით მიღებულ შემოსავალზე თავისუფლდება საშემოსავლო გადასახადისგან;
• მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრები პირის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი თავისუფლდება მიწაზე ქონების გადასახადისაგან.
შეღავათებით სარგებლობისთვის აუცილებელია მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მოპოვება.
აზერბაიჯანში ვულკანმა ამოხეთქა
ვულკანი, ორშაბათ დილას გააქტიურდა, აალებულ მასას რამდენიმე კილომეტრის რადიუსში აღწევდა. ამის შესახებ, გადჟიბალუვსკის რაიონის აღმასრულებელი ხელმძღვანელმა, საგანგებო სიტუაციების კომისიის თავმდჯომარემ სახიბ ასლანოვმა განაცხადა. მისივე თქმით, ვულკანის გარშემო დასახლებული პუნქტი არაა. პირველი ამოფრქვევა განხორციელდა 07:20 სთ-ზე, მაშინ ცეცხლის ალი 120-150 მეტრს აღწევდა, მეორე ტალღა ათი წუთის შემდეგ განმეორდა, როცა ცეცხლის ალი 20 მეტრს აღწევდა. Read the rest of this entry »
მრგვალი მაგიდა თემაზე „პოლიტიკა და თანამშრომლობა განვითარებისთვის“
სასტუმრო ,,თბილისი მარიოტში“, საქართველოს მთავრობის კანცელარიისა და სამოქალაქო განვითარების სააგენტოს (სიდა) ორგანიზებით გაიმართა მრგვალი მაგიდა თემაზე „პოლიტიკა და თანამშრომლობა განვითარებისთვის“. Read the rest of this entry »
მაღალმთიანეთში მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების წესში ცვლილებაა
გარკვეული ფიზიკური პირების მიმართ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე ადმინისტრაციულ წარმოებას მუნიციპალიტეტები თავიანთი ინიციატივით, კანონით, 2016 წლის 15 იანვრამდე, ახორციელებდნენ.
საქართველოს მთავრობის დადგენილებით კი აღნიშნული ვადა ერთი თვით, 2016 წლის 15 თებერვლამდე გადაიწია. Read the rest of this entry »
ბათუმი-ქობულეთის უღელტეხილზე, დაწესებულია შეზღუდვაა გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის
დიდთოვლობასთან დაკავშირებით, ბათუმი-ქობულეთის უღელტეხილზე დაწესებულია შეზღუდვა გარკვეული ტიპის სატრანსპორტო საშუალებებისთვის, კერძოდ, დიდი სატვირთო ავტომანქანებისთვის. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები, ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილების მიზნით, მობილიზებული არიან და 24 საათის განმავლობაში პატრულირებენ გზებსა და მაგისტრალებზე. Read the rest of this entry »




