ქართულ ხალხურ დღეობებისთვის მრავალფეროვნებაა დამახასიათებელი. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვაგვარად ხვდებოდნენ ახალ წელს. ახალი წელს 31 (13.01) დეკემბერი რაჭაში ცნობილია კალანდობის სახელით (კალანდა, ისევე როგორც რუსული კოლიადა და რომაული კალენდა ერთი და იგივე მნიშვნელობის მატარებელია. მკვლევართა აზრით, იგი შეიძლება ნასესხები იყოს რომაელთაგან ან ბიზანტიელი ბერძნებისგან შორეულ წარსულში, რომში კალენდას ეძახდნენთვის პირველ, ან 10 დღეს. იგივე სიტყვა საფუძველია “კალენდრის”) ამ დღეს ოჯახის ერთი წევრი ტყეში წავიდოდა შეშით სავსე მარხილს მოიტანდა, სადაც დაწყობილი იყო ბაძგარი (მარადმწვანე ეკლიანი და კურკიანი მცენარე). შეშიანი მარხილი კალოზე იდგმებოდა პირით აღმოსავლეთით. საღამოს იკვლებოდა საკალანდო ღორი. აცხობდნენ ერთ ღორის ქონიან განატეხს ე.წ. ღორის სალოცვილს. ვახშმობამდე ბიჭს ან ოჯახის უფროს კაცს 1 ჭიქა ღვინო უნდა წაეღო საღორესთან და იქ შეელოცა: “წმინდა ბასილამ ამრავლოს ღორებიო”. აკეთებდნენ ლერწმის გვერგვს, აცხობდნენ ერთ დიდ ლობიან-ქონიან განატეხს. განატეხი, თაფლთან, ვაშლთან და თეთრ ფულთან ერთად იდებოდა გვერგვზე. სართვიანი და ხმელა პური სულადობის მიხედვით ცხვებოდა. Read the rest of this entry »
გილოცავთ დამდეგ 2017 წელს
ბაღდათში მოსწავლეთა ვიქტორინა ,,როგორ ვიცნობთ ბაღდათის მუნიციპალიტეტს“ გაიმართა
25 დეკემბერს ქალაქ ბაღდათის № 2 საჯარო სკოლაში ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ,,საბავშვო უნივერსიტეტის”, თსუ-ს ,,ნორჩ გეოგრაფთა სკოლისა”, ბაღდათის საინფორმაციო და ტურიზმის განვითარების ფონდის, აგრეთვე ბაღდათის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის მხარდაჭერით გაიმართა ბაღდათის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეთა გეოგრაფიული ვიქტორინა. ვიქტორინაში მუნიციპალიტეტის გეოგრაფიული თავისებურებების შესახებ დასმული იქნა 15 შეკითხვა. ვიქტორინაში მონაწილეობდნენ მუნიციპალიტეტის 7 საჯარო სკოლა: ქალაქ ბაღდათის №1, ქალაქ ბაღდათის №2, სოფელ ობჩის №1, სოფელ ფერსათის №2, სოფელ ვარციხის, სოფელ როკითისა და სოფელ დიმის №1 საჯარო სკოლები, სულ 35 მოსწავლე. Read the rest of this entry »
ფსიქიკური პრობლემების მქონე ხელოვანთა ნამუშევრების საშობაო-გამოფენა-გაყიდვა
25 დეკემბერს, 16:00 საათზე სასტუმრო თბილისი მარიოტის გალერეა “შარდენში”, ვაშინგტონის “ქართული ცენტრის” მხარდაჭერითა და თბილისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის ორგანიზებით, გაიხსნება ფსიქიკური პრობლემების მქონე ხელოვანთა ნამუშევრების საშობაო-გამოფენა-გაყიდვა. Read the rest of this entry »
ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე მოთხილამურე პატრული იმუშავებს
ახალ სათხილამურო სეზონზე საქართველოს ყველა სამთო-სათხილამურო კურორტზე საზოგადოებრივ წესრიგსა და დამსვენებელთა უსაფრთხოებას მოთხილამურე პატრული დაიცავს. აღნიშნული პროექტის განხორციელება 2016 წლის იანვარში, შს მინისტრის, გიორგი მღებრიშვილის ინიციატივით დაიწყო. სიახლე პირველ ეტაპზე, საპილოტე პროექტის სახით, გუდაურში ამოქმედდა. Read the rest of this entry »
ჩვენ ვართ სვანეთი
22 დეკემბერს, საღამოს 7 საათზე, კაფე “1904”-ში, მწვანე ალტერნატივა და საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია აწყობს ესპანელი ფოტოგრაფის როზა ვრუმის ფოტოგამოფენას “ჩვენ ვართ სვანეთი”. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ზემო სვანეთის რეგიონის, ნაკრასა და ჭუბერის თემების მცხოვრებთა ყოფისა და ბუნებრივი გარემოს ამსახველი ფოტომასალა. სწორედ ამ თემების ტერიტორიაზე იგეგმება 135 მეტრის სიმაღლის ნენსკრა ჰესის (280 მგვტ) პროექტის განხორციელება, რომელიც საფრთხეს უქმნის ნაკრასა და ჭუბერის თემების არსებობას. Read the rest of this entry »
ფრაგმენტები ალპინიზმის ისტორიიდან: მყინვარწვერიდან ევერესტამდე
„ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია და ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“
თბილისის სასწავლო უნივერსიტეტის, რევაზ ინანიშვილის სახელობის დარბაზში ჩატარდა ოლიკო ცისკარიშვილის წიგნის „ჟურნალისტიკის შესავლის“ პრეზენტაცია, ასევე ავტორის ფოტოგამოფენა „კოლეგები ჩემს ობიექტივში“. ღონისძიებას ესწრებოდნენ სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლების და მედიის წარმომადგენლები. Read the rest of this entry »
მოლაშქრეები ჭიათურის ბუნების პოპულარიზაციისთვის
20 ნოემბერს ჭიათურის მუნიციპალიტეტის ბუნებრივი ღირსშესანიშნაობების გაცნობის მიზნით საინფორმაციო ინფოტური შედგა, რომლის მიზანი ჭიათურის ტურისტული პოპტენციალის – ბუნების არაორგანული ძეგლების პოპულარიზაცია იყო. ტურში მონაწილოება მიიღეს: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკომოლაშქრეთა კლუბმა, ბაღდათის საინფორმაციო და ტურიზმის განვითარების ფონდთან არსებულ მოლაშქრეთა კლუბმა „დიდმაღალმა“, აგრეთვე ჭიათურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრმა ვალერი კაპანაძემ. მოლაშქრეებს მეგზურობას უწევდა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი გიორგი დვალაშვილი. Read the rest of this entry »
ბაღდათის სეპტარიები
2016 წლის 27 ოქტომბერს ეროვნული მუზეუმის გეოლოგებისა და პალეონტოლოგების ჯგუფი იმყოფებოდა ქალაქ ბაღდათში, მდინარე ხანისწყლის ხეობაში აღმოჩენილი “განამარხებული ცხოველის ფორმის უცნაური ქვების” წარმოშობის დასადგენად. Read the rest of this entry »
სამტრედიის მუნიციპალიტეტში, ისტორიული ციხისკენ მიმავალ გზაზე საინფორმაციო მანიშნებლები გაკეთდა
სამტრედიის მუნიციპალიტეტის გამგეობის ორგანიზებით მდინარე ხევისწყლის ხეობაში, ტელეფისის ციხის 3,5 კმ-იანი მარშრუტის მარკირება მოხდა. საჯავახო-ჩოხატაურის საავტომობილო გზის მონაკვეთზე დაიდგა ორენოვანი ორმხრივი საინფორმაციო მანიშნებელი. საინფორმაციო დაფა აგრეთვე განთავსდა ტელეფისის ციხის მიმდებარე ნაწილშიც. Read the rest of this entry »




