არ შემეძლო არ დამედო ეს სურათები…
ზამთარში სულ სხვანაირია სამთავისი. გაზაფხულზე სულ სხვანაირი, ზაფხულში ალბათ სულ სხვა შარმი ექნება 🙂
არ შემეძლო არ დამედო ეს სურათები…
ზამთარში სულ სხვანაირია სამთავისი. გაზაფხულზე სულ სხვანაირი, ზაფხულში ალბათ სულ სხვა შარმი ექნება 🙂
ოლიკო ცისკარიშვილი
სოფელ მუხრანში სამი ეკლესიაა. ჩვენი სტუმრობისას ორი მრევლით იყო სავსე, მესამე კი მტრედებით.
მუხრანბატონების სასახლეს კი სარემონტო სამუშაოები უტარდება და სავარაუდოდ წლის ბოლომდე დასრულდება…
ოლიკო ცისკარიშვილი
ტურისტებისთვის ერთ-ერთი საინტერესო ძეგლი წილკანში ღვთისმშობლის ტაძრის კომპლექსია, რომელიც სიფელ წილკანის ცენტრში დგას.
ღვთისმშობლის ეკლესია და ციხე-გალავანი როგორც ისტორიული თვალსაზრისით, ასევე ვიზუალური მხარითაც საინტერესოა და მნახველზე წარუშლელ შთაბეჭდილებას ახდენს.
მსოფლიო ბანკის დაფინანსებით, კახეთში, კურორტ „ახტალას“ რეაბილიტაცია მოხდება. რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის რამაზ ნიკოლაიშვილის განცხადებით, კურორტზე სატრეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება და წლის ბოლომდე დასრულდება.
ყველამ ვიცით, თუ რძეს სითბოში გავაჩერებთ, ამჟავდება. თუმცა, იმის მიხედვით, რომელი მიკროორგანიზმები გამრავლდება ამ დროს რძეში, ამჟავებული პროდუქტი შესაძლოა ან საზიანო გამოვიდეს, ან ძალიან გემრიელი და სასარგებლო. ასე მზადდება ე.წ. „რძემჟავა პროდუქტები” – შემთბარ რძეში შეაქვთ სპეციალურად შერჩეული, სასარგებლო მიკროორგანიზმების კულტურა („დედო”), რომლებიც გამრავლებისას ახდენს რძის შემადგენელი კომპონენტების გარდაქმნას გემრიელ და უფრო ადვილად ასათვისებელ ნივთიერებებში. ასე კეთდება მაწონი, იოგურტი, კეფირი, არაჟანი, ხაჭო და სხვა პროდუქტები – მსოფლიოში სხვადასხვა დასახელების ასობით რძემჟავა პროდუქტი იწარმოება.
ასტრონომებმა ორი უძველესი ეკზოპლანეტა აღმოაჩინეს. მათი ასაკი 12,8 მილიარდ წელს ითვლის. ამის შესახებ ჟურნალი Astronomy and Astrophysics-ი იუწყება. კვლევის ფარგლებში მეცნიერები ვარსკვლავების ირგვლივ ისეთ პლანეტებს ეძებდნენ, რომლებიც მძიმე ელემენტებს შეიცავდნენ. Read the rest of this entry »
ოლიკო ცისკარიშვილი
ნავთობ-რესურსები უფრო მნიშვნელოვანია კაცობრიობისათვის თუ წყლის რესურსი? უკანასკნელი წლების განმავლობაში მრავალი ხმაურიანი ამბავი უკავშირდება ნავთობის საკითხს. ხმაურიანი იმიტომ, რომ მასთან დაკავშირებული ნებისმიერი ცვლილება მომენტალურად აისახება მსოფლიო ეკონომიკაზე. წყლის რესურსს კი იშვიათად თუ გამოუწვევია ხმაური მსოფლიო ბაზარზე. წყალი, თითქოს, ნაკლებად მტკივნეულ, მაგრამ ყოველთვის აქტუალურ პრობლემად რჩება მსოფლიო მოსახლეობისთვის.
ინფორმაცია იმის შესახებ, როგორ შეარჩიოთ ესა თუ ის პროდუქტი, ხშირად გვაწვდის ინფორმაციას http://www.momxmarebeli.ge/-ს თანამშრომლები, რომლებიც მუშაობენ პროექტის „სასურსათო პროდუქტებს მომხმარებლები აკონტროლებენ“ ფარგლებში. ამჟამად, მომხმარებელს ვთავაზობთ როგორ ავარჩიოთ რძის ნაღების პროდუქტები.