RSS

12-13 აპრილს წყალდიდობაა მოსალოდნელი

12-13 აპრილს საქართველოს მასშტაბით ძლიერი წვიმა და წყალდიდობაა მოსალოდნელი.
ჰიდრომეტეოროლოგების ინფორმაციით, აჭარის გურიისა და იმერეთის რეგიონებში ძლიერი წვიმის შედეგად მდინარეები ადიდდება.

,,12 აპრილის ელოდებიან ძლიერ წვიმებს, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლებელია, ძლიერმა წვიმებმა თოვლის დნობასთან ერთად, ცალკეულ მდინარეებზე ძირითადად კი გურია-აჭარის მდინარეებზე, იმერეთის მდინარეებზე, გამოიწვიოს წყალმოვარდნები”, _ განაცხადა ჰიდროლოგიური პროგნოზირების მიმართულების ხელმძღვანელმა ქეთევან წიკლაურმა.

 
დატოვე კომენტარი

Posted by on 11/04/2012 დუიმი უკატეგორიო

 

წელს საქართველოს 677 ათას 278 ვიზიტორი ესტუმრა

2012 წლის პირველ კვარტალში, საქართველოს 677 ათას 278 ვიზიტორი ესტუმრა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 39%-ით აღემატება.

Read the rest of this entry »

 

“იაჰუ თრეველის” მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებში თუშეთი მეხუთე ადგილზეა

რა შედეგი მოჰყვება საქართველოსთვის ტურისტული კუთხით თუშეთის პლანეტის საუკეთესო ადგილების სიაში მოხვედრას? „იაჰუ თრეველის“ მიერ გამოქვეყნებულ რეიტინგებზე თბილისში საუბრობენ.

http://1tv.ge/news-view/36706

Read the rest of this entry »

 

ახმეტასთან, წუხელ მიწისძვრა დაფიქსირდა

საქართველოს ტერიტორიაზე წუხელ მიწისძვრა დაფიქსირდა. საქართველოში მიწიქვეშა ბიძგები წუხელ, ღამის 02:51 საათზე დაფიქსირდა.

Read the rest of this entry »

 

ბზა

ბზა (Buxus), ორლებნიან მცენარეთა გვარი ბზისებრთა ოჯახისა. მარადმწვანე დაბალი ხეები ან ბუჩქებია. აქვს მოპირისპირე სქელი ფოთლები და ერთსქესიანი ყვავილები. შეიცავს 70-მდე სახეობას, რომელიც გავრცელებულია ტროპიკულ და სუბტროპიკულ, ნაწილობრივ ზომიერი ჰავის ზონაში ფილიპინის, კალიმანტანის, მცირე ზონდის, მადაგასკარისა და სოკოტრას კუნძულებზე, აფრიკაში, ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში, ვესტ-ინდოეთში, სამხრეთ ევროპასა და მცირე აზიაში.

Read the rest of this entry »

 

როგორ ავარჩიოთ კვერცხი

აღდგომის მოახლოებასთან ერთად, აქტუალური ხდება საკითხი, როგორ ავარჩიოთ კვერცხი. ამასთან დაკავშირებით, გთავაზობთ  ინფორმაციას.

Read the rest of this entry »

 

ტოკიოში საგანგებო მდგომარეობაა

ძლიერ ქარიშხალს ელოდებიან იაპონიის დედაქალაქში. ამასთან დაკავშირებით ტოკიოში გაუქმდა ასობით ავიარეისი, შეჩერებულია სარკინიგზო მიმოსვლა, ათობით ათასმა იაპონელმა ჩვეულებრივზე ადრე დაასრულა სამუშაო დღე და სტიქიას სახლებში შეხვდებიან, – იტყობინება სააგენტო Bloomberg-ი.

Read the rest of this entry »

 

ბრეთი

ოლიკო ცისკარიშვილი

ბრეთში, როგორც ყოველთვის, ტაძარი სავსე იყო მრევლით. ადგილობრივების გარდა, ბევრი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყო ჩამოსული. ბრეთი თავისი ისტორიული ძეგლებით და ამ ძეგლების მნიშვნელობით საინტერესოა, როგორც ადგილობრივებისთვის, ასევე საზღვარგარეთელი ვიზიტორებისთვის.

This slideshow requires JavaScript.

ბრეთში VI საუკუნეში მოღვაწეობდა ერთ-ერთი ცამეტ ასურელ მამათაგანი – პიროსი. მის მიერ ჩამოყალიბებული სამონასტრო ცენტრი მთელი შუა საუკუნეების განმვლობში კულტურულ-საგანმანათლებლო, მწიგნობრობის, ხელოსნობის მნიშვნელოვან კერა იყო. აქ შეიქმნა XI საუკუნის ბრეთის ვერცხლის საომარი ჯვარი წარწერით, XIII საუკუნის ბრეთის ტყავის სახარება და სხვა.

Read the rest of this entry »

 

დირბი

ოლიკო ცისკარიშვლი

ქარელიდან 16 კილომეტრში, დირბის მონასტერს მივადექით. მონასტერი საინტერესოა თავისი ისტორიული მნიშვნელობით, როგორც ადგილობრივი, ასევე ჩამოსული სტუმრებისთვის.

This slideshow requires JavaScript.

საისტორიო წყაროებში სოფელი პირველად მოხსენიებულია XVIII საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით დირბის მონასტერი იერუსალიმის ჯვრის მონასტრის არქიმანდრიტის (ირჩევდნენ ქართლის მეფეები) რეზიდენცია იყო.

Read the rest of this entry »

 

სხვილო

ოლიკო ცისკარიშვილი

სამთავისამდე, საგუშაგოა, სადაც გვითხრეს, რომ სხვილოს ციხეზე ასვლა სახიფათოა, რადგან მოშორეით რუსების საგუშაგო ყოფილა, რამდენიმე კვირის წინაც ვიყავი სამთავისში და მაშინაც ასეთივე პასუხი გაგვცეს.

This slideshow requires JavaScript.

სამთავისის შემდეგ სოფელ ქვემო ჭალაში ამილახვრების აბანოებისკენ გავემართეთ, გზაში დედა-შვილი დაგვემგზავრა და პატარას წამოცდა, ”შატალოებზე როცა ვიპარებით სხვილოს ციხეზე ავდივართო”, ჩვენც შევგულიანდით და გადავწვიტეთ სამ საათიანი ფეხით ლაშქრობა სხვილოსკენ.

Read the rest of this entry »